მოხუცებულებო, თავი დამანებეთ!

ვის არ უმგზავრია თბილისის “სიამაყით”: ყვითელი ავტობუსით? აქ ასეთი არავინ მეგულება. ვინც ავტობუსში მჯდარა, ალბათ იცის, რომ ამ ტრანსპორტით მგზავრობისას გასათვალისწინებელია ერთი დაუწერელი წესი: მამაკაცმა დასაჯდომი ადგილი უნდა დაუთმოს ქალს, ახალგაზრდამ კი _მოხუცებულს. მგზავრს, რომელიც არ იცავს ამ წესს, უწოდებენ უზრდელსა და თავხედს. ნამდვილად გასაღიზიანებელია, როცა რომელიმე ბებია ფეხზე ძლივს დგას ავტობუსში, იქვე კი კომფორტულად მოკალათებულა ვინმე თინეიჯერი და აზრადაც არ მოსდის ბებიას ადგილი დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში მე ასე ვიქცევი ხოლმე: ჩუმად ვდგები ადგილიდან და ვუთმობ, ყოველგვარი ხმამაღალი “დაბრძანდით”–ის გარეშე. სულაც არ მინდა ამით თავი მოვიწონო და ხაზი გავუსვა, რომ ზრდილობიანი ვარ. “დაბრძანდით! – არა, იყავი შვილო! –არა რას ამბობთ, დაბრძანდით” _ მთელს ავტობუსში ყველას გასაგონად წამოწყებულ ყალბ დიალოგს ვერ ვიტან კიდევ.

მაგრამ ზოგჯერ, ათასში ერთხელ ხდება, რომ ძალიან ძალიან დაღლილი ვარ, ისე, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ. აი მაშინ კი, თავს ძლივს რომ ვიჭერ, ორგანიზმი მხოლოდ ერთ რამეს _ დასვენებას _ ითხოვს და გადაღლილობისგან ვერც იმას ვარჩევ გარკვევით გარშემო რა ხდება, აი მაშინ სრულიად ზედმეტია ვინმესთვის ადგილის დათმობაზე ლაპარაკი. მაინცდამაინც ასეთ დროს ამოვლენ ხოლმე ავტობუსში მოხუცები, თავზე ნაგლად დაგადგებიან და გამომწვევი მზერით გიყურებენ. თუ ადგილს არ დაუთმობ, მათ რისხვას ვერ გადაურჩები: “ამხელა ქალი ფეხზე ვდგავარ, შენ კიდევ ზრდილობა არ გყოფნის რომ დამსვა! სულ წახდა ეს თაობა! სულ დაკარგეს ზრდილობა!” და ამ კერძო შემთხვევიდან გაგულისებული საუბარი (თუ ჩხუბი) გადადის მარადიულ თემაზე “როგორ გაფუჭდა ახალაგაზრდობა, წარსულში რომ წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ და ყველაფერი სააკაშვილის ბრალია”. ასეთების გასაგონად მინდა ვთქვა: თუკი ვინმემ ადგილი არ დაგითმოთ, არაა აუცილებელი პანიკის გამართვა. მოკლედ თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ მგზავრობისას დასაჯდომი ადგილი გარანტირებული გქონდეთ, მაშინ ტაქსით ან საკუთარი მანქანით იმგზავრეთ.:)

, , , , , , ,

  1. #1 by ethnorevaz on ოქტომბერი 6, 2010 - 9:23 AM

    აუ გენაცვალე რა :დ გუშინ მქონდა ეგეთი სიტუაცია ზუსტად :დ

  2. #2 by mkitxveli on ოქტომბერი 6, 2010 - 9:38 AM

    უფ მე რა უზრდელი გოგო ვარ 🙂 არ ვსვამ არავის, სამსახურიდან ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე. ორსულები თუ ამოვლენ იმათ ვუთმობ ადგილს. ერთხელ ასეთი დიდმუცლიანი გოგოს დასმა გადავწყვიტე, იმან კიდევ, ვინ გითხრა, რომ დაჯდომა მინდაო, მიპასუხა 🙂 არადა იდექი და იკონწიალე მეთქი ვუთხარი და ისევ დავჯექი.

  3. #3 by Mari on ოქტომბერი 6, 2010 - 12:57 PM

    მაგიტომაც ვერიდები ავტობუსით მგზავრობას, ან ფანჯარასთან ვჯდები, რომ არ მომიწიოს დათმობა. საერთოდ მოხუცები ძალიან მეცოდებიან და სულ გული მიჩუყდება როცა ვხედავ, მაგრამ ვერ ვიტან ზოგჯერ მთელი ქვეყნის ბოღმას რომ ამოანთხევენ ხოლმე და ტვინს ბურღავენ.

  4. #4 by Morticia on ოქტომბერი 6, 2010 - 4:44 PM

    magaze mec meshleba nervebi :@:@ magram yvelaze dzalian ver vitan roca kacebi sxedan da qalebi dganan 😐 da am utvinoebs azradac ki ar mosdit tavshi rom qals dautmon adgili!

  5. #5 by zorbegi on ოქტომბერი 6, 2010 - 8:58 PM

    1. დაჯექი ხოლმე უკან: ჰოლანდიურ ავტობუსებში მოხუცები უკანა სკამების პირველი ორი რიგის იქით იშვიათად გადიან. “ბოგდანებშიც” კი ძირითადად წინ არიან “კონცენტრირებულნი”.
    2. შეეცადე დაჯდე ფანარასთან (თუნდაც ცხელოდეს და იმ ფანჯარას მწველი მზე ედგეს). გვერდზე ვინმე მოგიჯდება და მერეც ხო აღარ ადგები?!
    3. გაიკეთე ყურსასმენები და იყურე ფანჯარაში, ვითომ ვერ ამჩნევ რომ თავზე დაგადგა.

    ეხლა შემდეგი, ბევრი მოხუცი ადგილის დათმობას ისე უყურებს თითქოს შენ ვალდებული ხარ რომ ეს გააკეთო (არადა ეხს მხოლოდ შენი კეთილი ნების ამბავია) და მადლობასაც არ გეუბნება რაც ძალიანს აწყენია. შესაბამისად თუ ეგრე წავიდა და ჩვენ თუ ვართ ცუდი თაობა არც ეგენი აკლებენ.

    ყველაფერს ვამბობ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე

    • #6 by dreamar on ოქტომბერი 6, 2010 - 9:45 PM

      ra kargi rchevebia. aci gavitvaliscineb. magashic getanxmebi rom madlobis gadaxda elementaruli zrdilobis ambavia 🙂

  6. #7 by Doody on ოქტომბერი 7, 2010 - 5:28 AM

    chemi posti gamaxsenda ‘nagloba avtobusshi’.

  7. #9 by knuti on ოქტომბერი 20, 2010 - 8:35 PM

    მე ტრანსპორტში ძირითადად მძჳნავს და ამიტომ მაგრად მკიდია ვინ დამადგება და ვინ არა :დ
    თავი ფანჯარაზე მიდებული , დახუჭული თვალები და სრული კომფორტი ❤

  8. #10 by Ta =) on ოქტომბერი 23, 2010 - 3:31 PM

    მოხუცს გააჩნია, ზოგი ისეთი ნაგლია რო დაგიკარგავს ადგილის დათმობის სურვილს ან უცებ პირდაპირ ამოდის თუ არა ეგრევე შენ მოგდგება და დაიწყებს პოსტშინახსენებ მონოლოგებიდან ერთ-ერთს 🙂

    ხშირად ყოფილა შემთხვევები როცა მართლა არ შემიმჩნევია მოხუცი და ბოდიშიც მომიხდია, მაგრამ არ გავულანძღივარ მაგის გამო 🙂

  9. #11 by ♥ Cherry ♥ on დეკემბერი 15, 2010 - 2:07 PM

    რა საშჳნელებაა ვ ერ ვიტან ასეთ მოხუცებს 😦 იქნებ რა მიჭირს და საერთოდ ვერ ვდგები ფეხზე 😦
    აი გუშინ მაგალითად ისე ცუდად ვგღზნობდი თვს მაგრამ ისეთი სახით დამადგა ვიღაც სწერვა ბებო რომ დიდხანს ვითმინე მაგრამ საბოლოოდ ამ მზერით შეწუხებულმა ავდექი და დავუთმე :ხ

  10. #12 by monkey on ივნისი 8, 2013 - 11:35 PM

    ერთხელ ავტობუსის მგაზავრობისას ავდექი და მოხუცს კაცს დავუთმე ადგილი ამ კაცმა მითხრა იჯექი შვილო შენ მომავალი ხარ მე მიმავალიო. დიდი ხანია საზოგადოებირი ტრანსპორტიტ არ მიმაგზავრია ის ვუთმობ ხომე. ისე სიგნალის თეორიაა თუ მოელის რო 10 დან 9 ახალგაზრდა უთმობს სკამს და 1 არ უთმობს ( შეიძლება იმიტო რო დაგლიალია) არა გასაკვირი რო იფიქროს რო უზდელია საერთოდ ასეთ შემთხვევებში შენ ტავთან უნდა იყო მართალი.

Leave a reply to Doody კომენტარის გაუქმება