მოემზადეთ Tbilisi Altervision Newcomers–ისთვის

30 ოქტომბერს Tbilisi AlterVision/newcomers/2010 გაიმართება. ქართველი ახალბედა მუსიკოსების გარდა, კონცერტზე გამოვა ევროპელი შემსრულებელი Tom Novy ( ტომ ნოვი ). ბენდებს, ვისაც სურდა AlterVision–ზე გამოსვლა, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეტანათ საკუთარი აუდიოჩანაწერები Altervision Group–ის ოფისში. ჩანაწერთა მოსმენის შედეგად უკვე გამოვლინდა 25 ბენდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს showcase-ში. კონცერტზე გამომსვლელთა საბოლოო სია კი showcase–ის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქართულ მუსიკალურ სამყაროში წლის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ორგანიზატორის _ steprecords–ის _ მიმართ გაჩნდა სერიოზული ბრალდებები. როგორც აღმოჩნდა, Open air (2009)–ის ორგანიზებისთვის სტეპრეკორდს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი ლარი გადაერიცხა ყოველგვარი ტენდერის გარეშე. კომპეტენტურ პირთა თქმით, ოფენეარის ტექნიკური ხარიხსი არ შეესაბამებოდა დახარჯულ თანხას. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს თანხა სტეპრეკორდსის მესვეურებს კონკურსის გარეშე იმიტომ გადაეცათ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. სტუდია “მონიტორმა” სპეციალური ჟუნალისტური გამოძიება ჩაატარა ამ თემაზე. ტყუილად ველოდებოდი Open air 2010–ს. მგონი ერთადერთი ვიყავი ვისაც სჯეროდა, რომ ის მაინც გაიმართებოდა ამ აგვისტოს ბათუმში და რომ prodigy-ს ჩამოიყვანდნენ (არადა მანამდე იმასაც კი ამბობდნენ radiohead შეიძლება ჩამოიყვანონო ან metallica–ო).

მიუხედავად უამრავი კრიტიკისა და მოწინააღმდეგისა, Tbilisi Altervision Newcomers–ს მნიშვნელოვანი მოვლენაა მუსიკალურ სამყაროში. სერიოზული მზადება, სასცენო კოსტუმებისა და მაკიაჟის შერჩევა, მაღალი ხარისხის live–ჩანაწერი, უზარმაზარი რეკლამა და პიარი _ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტიმულია ახალბედა შემსრულებლებისთვის. როკ–კლუბსა თუ ხორავას თეატრში გამართულ უღიმღამო კონცერტებთან შედარებით ალტერვიჟენი ნათელი წერტილია.

მოკლედ წარმატებას ვუსურვებ ალტერვიჟენში მონაწილე ჯგუფებს, იმას კი, ვინც ვერ მოხვდა მონაწილეთა სიაში, ვეტყვი: გული არ დაიწყვიტოთ! შეიძლება თქვენ შესანშნავი ლაივ–შესრულება და გამორჩეული მუსიკა გაქვთ, მაგრამ, როგორც მივხვდი, აქ გადამწყვეტია ჟიურის გემოვნება. (მაგალითად,(სიტყვაზე) მე თუ არ მომწონს მეტალი, რაც არ უნდა კარგ მეტალ–ბენდს მოვუსმინო, მაინც არ ვისურვებ მის კონცერტზე გაყვანას. არ ჯდება ჩემს გემოვნებაში და მორჩა😐 ). ჟიურის გემოვნება კი ხანდახან ძალიან უცნაურია.

, , , , , , , , ,

  1. #1 by Anichka on October 8, 2010 - 12:53 pm

    გადამოწმებული ინფორმაცია ჯობია ხოლმე რომ გამოქვეყნო – მაგალითად 26 ჯგუფია და არა 24🙂 და კიდევ – გემოვნებაზე რომ არ დაობენ ხომ გაგიგია?🙂

    • #2 by dreamar on October 8, 2010 - 1:23 pm

      ეს ტექნიკური შეცდომაა, რომელსაც გამოვასწორებ.
      ვისთვის როგორ, მაგრამ როდესაც ასეთი მასშტაბური კონცერტი ტარდება, გამომსვლელ ბენდთა ასარჩევად უპირველეს კრიტერიუმად საკუთარი გემოვნების დასახელება ცოტა არ იყოს არაობიექტურად მიმაჩნია:)

  1. AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: