იქ სადაც Rap Rise მეფობს ანუ Tbilisi AlterVision–თვის შერჩეული ბენდები


უყურეთ ამ ვიდეოს:

ესაა ჯგუფი Rap Rise . გსმენიათ რამე მათ სიმღერებზე „მეფეები”, „ნინი”, „ალიანსი”? “ეს სიმღერები იქცა HIT–ად არამარტო ბათუმისა და საქართველოს მაშტაბით, არამედ (თქვენ წარმოიდგინეთ!!!) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაშიც გამოუჩნდა ჯგუფს მსმენელი” _ ვკითხულობთ RAP RISE–ის ბიოგრაფიაში “. რას ვიფიქრებდი ქართველი რეპერები ამდენს თუ “გაქაჩავდნენ” და ევროპასა და აზიაშიც კი მოიპოვებდნენ პოპულარობას :))
თურმე ეს ბენდი მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ–სამყაროს: “ამჟამად ჯგუფი RAP RISE მოიცავს მრავალ რეპ ჯგუფს, კლანსა და ორგანიზაციებს და მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ სამყაროსა და სხვა და სხვა გაერთიანებებს.” :))

თუკი თქვენ გაგინჩნდათ ამ ჯგუფის კონცერტზე დასწრების სურვილი, მაშინ მოდით 30 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გამართულ Tbilisi AlterVision/newcomers/2010–ზე! მიუხედავად იმისა, რომ რეპის მოძულე არ ვარ, RAP RISE–ის კონცერტზე წასვლა მაინცდამაინც დიდ სიამოვნებად არ მიმაჩნია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ალტერვიჟენზე მათ გარდა კიდევ 11 ჯგუფი გამოვა.

შოუქეისების საფუძველზე ჟიურიმ აარჩია ის 12 ბენდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს Tbilisi AlterVision/newcomers/2010–ში. ვინ არიან რჩეული ჯგუფები? (ერთი უკვე ზემოთ დასახელდა)

2. Lila Land

ამ ჯგუფის ვოკალისტი ქალია, მღერის გერმანულ ენაზე. მის სიმღერებს შეგიძლიათ მოუსმინოთ მაისფეისზე: http://www.myspace.com/LillaLand საინტერესო ჯგუფია, თუმცა მსგავსი სტილის მუსიკა (Gothic-Darkwave) მე პირადად ნაკლებად მიზიდავს.

3. Eldrine

ამ ბენდის ვოკალისტი ასევე გოგოა სახელად Eldrine. მას მეტად საოცარი ამბავი გადახდა თავს: Eldrine-ს ამნეზია დაემართა. მუსიკოსმა მეგობრებმა, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ მისი ვოკალი, ბოროტად ისარგებლეს ამით: მოატყუეს, რომ თითქოს Eldrine მათი ბენდის ვოკალისტი იყო. (წარსულში მათ მართლაც შესთავაზეს Eldrine–ს სიმღერა, მაგრამ მან უარი უთხრა). დღითიდღე აჯერებდნენ ამ ტყუილს. ხოდა საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც საკუთარ მიზანს: Eldrine–მ “კვლავ” დაიწყო “საკუთარ” ბენდთან რეპეტიციები და სიმღერების ჩაწერა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ბენდის ვოკალისტს დაუბრუნდა მეხსიერება. სიმართლის გაგების შემდეგ მან ჯგუფიდან წასვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ დეპრესიაში ჩააგდო. საბოლოო ჯამში Eldrine–ს არც მუსიკალური კარიერისთვის დაუნებებია თავი და არც ჯგუფიდან წასულა.

4. P.I. Light

ამ ბენდის ვოკალისტიც (მანჩო კოხრეიძე) გოგოა. ჯგუფი ჩამოყალიბდა 2007 წელს. მიმდინარეობა Metal / Rock / Experimental. ალბათ ბევრი იცნობს P.I. Light–ს შემდეგი ვიდეოკლიპით:

5. Greenbeam and Leon

ესაა ორი მეგობრსიგან შემდგარი ელექტრონული ბენდი. მათ მუსიკის წერა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყეს. Greenbeam and Leon წარდგენილი იყო ელექტრონავტ 2009–ზეც ნომინაციაში “საუკეთესო დიჯეი”. მოკლედ მიუხედავად ნიუქამერობისა, ამ ბიჭების შემოქმედებას ელექტრონული მუსიკის მოყვარულები კარგად იცნობენ.

6. Mutual Friends

ეს ჯგუფი Drunk Monkey-ით შემიყვარდა, კიდევ მათი I think I am not in love მიყვარს. მათი მხიარული სიმღერები ფანკის სტილში კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე.

7. Loudspeakers

ამ ბენდის მშვიდი და მელოდიური მუსიკით შექმნის დღიდანვე მოვიხიბლე. მათი “კლავიშნიკი” შეიძლება Play paranoid-დან გეცნოთ. ადრე იქ უკრავდა🙂

8. Snatch ბენდი შეიქმნა 2009 წელს. უკრავენ Garage/Indie/Experimental. პირველი თრექი Run დუბლინის რადიოში ტრიალებდა. ამ თრექს პირველად რომ მოვუსმინე, ვერც მივხვდი, რომ ქართული ბენდის სიმღერა იყო. არადა სულაც არაა რთული ქართული ინგლისურენოვანი ჯგუფის გარჩევა უცხოურისგან.

9. ShuSha

ნიჭიერი გოგონების ბენდი. მხოლოდ დრამერია ბიჭი. (მოკლედ გაუმართლათ ამ ალტერვიჟენზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. გენდერული თანასწორობის პრინციპით იხალმძღვანელა ალბათ ჟიურიმ.) ტელე–პროექტ “ნიჭიერიდან” გეცოდინებათ ალბათ ეს ბენდი. ShuSha–მ უკვე დაუკრა გასულ წელს Alter\Vision–ზე, ოღონდ სპორტის სასახლის გარეთ მოწყობილ სცენაზე.

10. U.R.

სულ რაღაც ერთი წლის წინ ამ ბენდის ვოკალისტი _ ნიკა ლეშენკო_ Altervision/newcomers-ში იღებდა მონაწილეობას თავის ძველ ჯგუფთან_რემასთან_ ერთად. დრამერი კი უკრავდა ერთ დროს პოპულარულ ბენდში “ნინას დიმენშენ”. ამ ლინკიდან შეგიძლიათ გადმოიწეროთ U.R.–ის ორი სიმღერა: http://allshares.ge/download.php?id=273B177613

11. The Smile

ეს ბენდი ასევე მონაწილეობდა Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers 2009–ში, თუმცა, ისევე როგორც ShuSha–მ, მათაც სპორტის სასახლის გარეთ მოწყობილ სცენაზე დაუკრეს.

12. Exit ამ ჯგუფზე აქამდე არაფერი მსმენია. სამწუხაროდ ვერსად ვერ მოვიძიე მათ შესახებ რამე მცირე ინფორმაცია მაინც. თუკი თქვენ ფლობთ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში. დიდი ინტერესით გავეცნობი.

სამწუხაროდ ამ სიაში ვერ მოხვდა ბევრი კარგი ნიუქამერი ჯგუფი. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმებზე, ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია. რადგან “ჟიურის წევრები: აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახო ბაბუნაშვილი (ჯგუფებს) არჩევენ საკუთარი გემოვნებით, საკუთარი ფესტივალისთვის.” ვინ თქვა საქართველოში უმცირესობათა უფლებები ირღვევაო? უმცირესობები მართავენ მათი გემოვნებით ორგანიზებულ ფესტივალებს, უმცირესობებს ჩამოჰყავთ მათი საყვარელი უცხოური ბენდები, უმცირესობის ხელშია ფინანსები. მოკლედ უმცირესობის “ზეიმობის” ხანაა🙂 მე კი ვზივარ და ვფიქრობ, მეღირსება ოდესმე საქათველოში საყვარელი უცხოური ბენდის ხილვა? (დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მოსდის ეს ფიქრი თავში). მაგრამ სანამ აქ Rap Rise მეფობს, ეს შეუძლებელი იქნება :))

, , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Nina Gorecki on October 16, 2010 - 9:31 am

    უცნაურია, მაგრამ Greenbeam and Leon-ის შესახებ შენი პოსტიდან გავიგე. Cool!

  2. #2 by nastasia on October 17, 2010 - 9:22 am

    greembeams da leons და mutual friends ვაფავორიტებ მე.
    ხოოდა, კიდე რამდენიმე სხვა ბენდი მინდოდა 30 ში მენახა, მაგრამ ზოგმა საბუთები საერთოდ არ შეიტანა, ზოგმა შეიტანა და რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა და ეგრე.
    ხოოდა, Exit-ს რაც შეეხება, 16 წლის ბიჭია, ელექტრონშიკი და თან ძალიან, ძალიან მაგარი.
    რამდენიმე დღეში მუზამეზე დაიდება ფოტო,ვიდეო, და ინფორმაციული მასალა უფრო მეტი დოზით : )

    • #3 by dreamar on October 17, 2010 - 1:53 pm

      რა კარგია, შეივსება ჩემი ინფორმაციული ვაკუუმი Exit–თან დაკავშირებით :))

  3. #4 by Qilipa on October 20, 2010 - 7:34 am

    ვაიმეეე (suicide) ეს რა უბედურება დაგვტყდომია თავს:/ სარშანდელი ,,რემას” ვოკალის მერე ბათუმურს ჩლიფინს უნდა ვუსმინო?.. გამიტყდა… :შ

    • #5 by RAP RISE on September 12, 2011 - 6:29 am

      SHEN CHEMI DEDAVATIRE DZMA XO UZRDELI BICHI XAR DA MAGISTVIS SAXES AGAXSNIDI DIDI SIAMOVNEBIT GAMIGE!! AGICHLIPINEBDI MAG SAXES UZRDELI BICHI XAR DZMAO SRULI AM SITYVIS MNISHVNELOBIT.

  4. #6 by mariami on June 29, 2012 - 4:11 pm

    lodspeakers martla gasayvani iyo :))) gemovneiani simgerebi aqvt namdvilad :)) u.r-c kargia

  1. Tbilisi AlterVision/newcomers/2010 « Dreamar's Blog
  2. საქართველოს ევროვიზიაზე Eldrine წარადგენს « Dreamar's Blog
  3. AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: