გლდანიდან დაწყებული თბილისი

თბილისობა ჩემთვის ასოცირდება მწვადებთან, ჩურჩხელებთან, მთვრალ ადამიანებთან, გარეთ გამოფენილ ღორის თავებთან, ქართული ესტრადის “ვარსკვლავებთან”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გლდანთან და როკ–კონცერტთან. წლევანდელი თბილისობა 21 ოქტომბერს გლდანში გაიხსნა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანის ახალ პარკში გაიმართა კონცერტი, შემდეგი ჯგუფების მონაწილეობით: The Nali Band, Shadow’s Eye, String, U.R., Comic Condition.

კონცერტის წამყვანი ვინი

გლდანში სულ 2ჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ გავლით და მეორედ ძველით ახალ წელს. ის ახალი წელი კარგად მახსენდება: შუა ტრასაზე ვცეკვავდით მე და ჩემი მეგობრები, ხალხი კი გიჟებივით გვიყურებდა მანქანებიდან🙂 მიუხედავად ასეთი კარგი მოგონებებისა, ამ უბანზე მაინც სტერეოტიპული შეხედულება მაქვს: ვფიქრობდი, რომ თბილისობის კონცერტზე პარკში ბევრი გლდანელი ძველი ბიჭი მოვიდოდა (“როკელებს” ცუდად რომ უყურებენ)  და აუცილებლად მოხდებოდა რამე მცირე კონფლიქტი მაინც. არც იმის იმედი მქონდა, რომ მაყურებელი სცენაზე გამოსულ მუსიკოსებს აყვებოდა. მოკლედ დიდი ხანია აღარ მჯერა იმის, რომ უფასო კონცერტზეც შეიძლება მიიღო სიამოვნება. მაგრამ საბედნეროდ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა: ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ხმის ჟღერადობაც ნორმალური იყო (იმასთან შედარებით რაც არის ხოლმე მსგავს კონცერტებზე).

Shadow’s Eye

ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა Shadow’s Eye–ს _ პუბლიკა გამოაცოცხლეს და “დრაივის მარცვალი დასთესეს”, რომელიც შემდეგ U.R.–მდა გააღვივა. “კიდევ, კიდევ” _ ყვიროდა ხალხი  Shadow’s Eye–ის გამოსვლის შემდეგ. ერთი რამ ვერ გავიგე ოღონდ: U.R.–ის ვოკალსტი ნიკ ლეშჩენკო მაყურებელს ინგლისურად მიმართავდა სულ: “Are You ready? I can’t hear u! Make some noise! ” და ა.შ. მაშინ როცა დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ქართულ ენაზე საუბრობს, ასეთი მიმართვები ცოტა არ იყოს ყალბად ჟღერს.

 

U.R.

String–ს რაც შეეხება: ეს ის String არ იყო, წლების წინ რომ დავდიოდი მათ კონცერტებზე.   მომეჩვენა, რომ ცოტა დრაივი შემოაკლდათ. შეიძლება ვცდები. ყოველ შემთხვევაში, წლების წინ უფრო დიდი სიამოვნებას ვიღებდი String–ის გამოსვლებიდან.

String

მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ასეთი გრანდიოზული სახალხო დღესასწაულები, კონცერტი მომეწონა. პ.ს ყველას გილოცავთ თბილისობას!

, , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by nastasia on October 23, 2010 - 11:09 pm

    მმ, ბენდებს რომ გადავხედე, ვიფიქრე, რომ ცუდი კონცერტი არ იქნებოდა, მაგრამ ჩემი სნობური დამოკიდებულებების, გლდანის სიშორის და საშინელი დღის რეჟიმის გამო, წასვლაზე არ მიფიქრია…
    მწვადებს და ათასი ჯურის ხალხს რაც შეეხებოდა, დღეს უკვე მრავლად შეინიშნებოდნენ😦

    ხოოდა, აი, U.A. ჩემი ბოლო აღმოჩენა ქართული ბენდია, რომელიც უბრალოდ ძალიან მაგარია, 4ივე წევრმა გადასარევად იცის, რას აკეთებენ, რატომ, და გადასარევია…იმდენად გადასარევი, რომ მზად ვარ, ლეშჩენკოს ქრონიკულად ინგლისურად ლაპარაკიც კი ნორმალურ მოვლენად მივიჩნიო :დ

    • #2 by dreamar on October 23, 2010 - 11:23 pm

      U.R.-s vusmen zustad am cams🙂

  2. #3 by nastasia on October 23, 2010 - 11:12 pm

    xooda, kide, fotoebi momecona🙂

    • #4 by dreamar on October 23, 2010 - 11:24 pm

      მადლობა🙂 მე კიდევ იმაზე ვწუხდი რა ცუდი ფოტოები გამომივიდა–მეთქი😐 თურმე არც ისეთი ცუდი ყოფილა🙂

  3. #5 by ნასტასია on November 2, 2010 - 10:23 am

    არა, არა, მშვენიერი ფოტოებია,რას ერჩი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: