შთაბეჭდილებანი Tbilisi AlterVision/newcomers/2010–ზე

სპორტის სასახლესთან მდგომი შიშველი მზეჭაბუკის ძეგლი აგერ უკვე მეორე წელია ოქტომბრის თვეს რამდენიმე დღით ტანსაცმლით იმოსება. წინასთან შედარებით წელს მას უფრო თბილად ეცვა: მის მაისურს წარწერით AlterVision “კაპიშონკაც” დაემატა. ეტყობა მისმა შემმოსავებმა ამინდის პროგნოზი გაითვალისწინეს. მინდა ავღნიშნო, ძალიან მოუხდა. ალბათ მიხვდით, რომ მზეჭაბუკის ჩაცმა დაკავშირებულია Tbilisi AlterVision/newcomers/2010-ის ფესტივალთან, რომელიც უკვე მეორედ იმართება სპორტის სასახლეში.

Tbilisi altervision 2010–სთვის შერჩეულ ბენდებზე ადრე დავწერე პოსტი. დიდი ინტერესით წავედი კონცერტზე ამ ჯგუფების უკეთ გასაცნობად.  წელს ბევრად უფრო მეტი რეკლამა და პიარი ჰქონდა ფესტივალს, ამიტომაც მოლოდინი მქონდა, რომ წინა ალტერვიჟენზე ბევრად უკეთესი იქნებოდა. მოვყვები ჩემს ალტერვიჟენისეულ შთაბეჭდილებებზე. ვეცდები ვიყო ობიექტური ჩემს სუბიექტურ აზრებში.🙂

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ კონცერტი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ეს ჩვეული ამბავია. ამ ერთი საათის განმავლობაში უამრავი ნაცნობის ნახვა, გადაკოცნა და მოკითხვა მოვასწარი. ხო სცენის დათვალიერებაც. მომეწონა მისი გაფორმება: ზემოთ დაკიდული ეკრანები, განათება, ამომავალი “ცეცხლები” და “ბოლები”, და კიდევ ფეიერვერკი❤

როგორც იქნა ერთი საათის მერე დაიწყო კონცერტი. სცენაზე გამოჩნდა საინტერესო კოსტუმში გამოწყობილი გოგონა, რომელიც Lila Land–ის ვოკალისტი აღმოჩნდა. როგორც კი Lila Land–მა “საკრავები ააჟღარუნა”, მაშინვე მიხვდვი, რომ ჩემი გეგმა ბენდების უკეთ გაცნობისა, ჩაიშალა. მოკლედ რომ ვთქვა, საშინელი ხმის ჟღერადობა იდგა. ხშირად ვოკალი საერთოდ არ ისმოდა. ადრეც მითქვამს, რომ ყველაზე დიდი მინუსი საქართველოში გამართული კონცერტებისა არის ხმის ჟღერადობა. რით ვეღარ ისწავლეს ნორმალური ხმის დაყენება? რით ვეღარ გამოჩნდა ვინმე პროფესიონალი ხმის რეჟისორი? თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს მაღალხარისხიანი კონცერტის გამართვისა, პირველ რიგში ხმის დაყენებაზე უნდა იზრუნოს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, ვინ გამოვა კონცერტზე. გინდ ლელა წურწუმიასთვის მოგისმენია ასეთ “ზვუკზე” და გინდ Metallica -სთვის. (შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია).

Lila Land

ახლა ბენდების შეფასებას მხოლოდდამხოლოდ ვიზუალით, სცენაზე მიხვრა–მოხვრითა და ჟესტიკულაციით თუ შევძლებდი. მთავარს: შესრულებასა და მუსიკას რაც შეეხება, ამ კუთხით ასეთი საუნდის პირობებში ბენდებზე ჩამოყალიბებული ჩემი შთაბეჭდილებები მთლად სწორი ვერ იქნება ალბათ.

Loudspeakers

კონცერტის ბოლომდე არ დავრჩენილვარ, თუმცა ვის გამოსვლასაც ვუყურე, მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ჩაცმულობასა და სცენაზე თავის დაჭერაში ჩემგან ყველას დიდი პლუსები :)) მომეწონა Loudspeakers და  Greenbeam and Leon-ის გამოსვლა. როგორც კონცერტზე დარჩენილთა უმრავლესობამ აღნიშნა, ფურორი U.R.-მა მოახდინა. კიდევ ExiT  (რომლის ვინაობის გარკვევას ვცდილობდი წინა პოსტში) მიქეს. (ცნობისთვის, ამ ახალგაზრდა ყმაწვილს facebook–ზე მივაგენი)

Greenbeam and Leon

კონცერტის წამყვანი იყო დათო ლომიძე. ჩემი აზრით, სიმღერა ბევრად კარგად გამოსდის ვიდრე წამყვანობა. სულ “გავხურდეთ”–ის ძახებაში იყო. თანაც გამომსვლელ ბენდებთან უფრო საინტერესო დიალოგის წარმართვა შეიძლებოდა.

ქართველი პუბლიკის უცნაურობაზეც დამაფიქრა კონცერტმა: სლემი კარგია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სპორტის სასახლეში სლემით გართულ ახალგაზრდობას სულ ფეხებზე ეკიდა მუსიკა. ელექტრონულ მუსიკაზე სლემი არ გამიგია მე😐

მაინტერესებდა RAP RISE-ს გამოსვლა, მაგრამ ვერ ვნახე. თუ იყავით, კომენტარებში მომწერეთ როგორი იყო.

Special guest-ს Tom Novy–ს რაც შეეხება: ისევე როგორც შარშანდელი “განსაკუთრებული სტუმრების” დროს, ახლაც ნახევრად დაცარიელდა დარაბზი. მგონი უნდა მიხვდნენ ორგანიზატორები, რომ მსგავსი სტუმრებით ვერ მოახერხებენ მაყურებლის შეტყუებას კონცერტის დასასრულამდე. უფრო სხვა და უკეთესი სტუმრები გვინდა😛

ბევრმა აღნშნა, რომ დაენანა ბილეთში გადახდილი 10 ლარი. თქვენც ხომ არ ხართ მათ რიგში? მომწერეთ🙂

დრო გვიჩვენებს, გახდებიან თუ არა ნიუქამერები სთარები და საერთოდ როგორ განვითარდება მათი კარიერა. მე კი ერთ რამეზე ვნერვიულობ: მალე მზეჭაბუკს ისევ გახდიან იმ ტანსაცმელს და არ გაცივდეს😦

“ალტერვიჟენისეული” ფოტოები

, , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by mariefille on November 1, 2010 - 1:10 pm

    ადრე წამოვედი, მეც ჟღერადობამ შემაწუხა. რაც ვნახე,საკმაოდ საინტერესო იყო,ასე რომ,მე არ დამნანებია ბილეთში გადახდილი ფული🙂 მიხარია,რომ ხანდახან მაინც,რაღაც ხდება. ნელ-ნელა ალბათ გამოსწორდება ყველაფერი

    • #2 by dreamar on November 2, 2010 - 10:20 pm

      გეთანხმები რომ ყველაფერი გამოსწორებადია. მთავარია შეცდომების დანახვა და შენიშვნების გათვალისწინება. მართალია ზედმეტად ბევრი კრიტიკა იწვნიეს საკუთარ თავზე ამ ფესტივალის ორგანიზატორებმა, მაგრამ ალბათ რაღაც მხრივ ეს წაადგებათ.

  2. #3 by ნასტასია on November 2, 2010 - 10:21 am

    tom movamde არ დავრჩენილვარ, სამაგიეროდ რეპ რაიზს ვუსმინე,და ისედაც კი ვიცოდი, რაც არიან, მაგრამ კონცერტზე კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ კი არ რეპავენ, ყვირიან, კი არ მღერიან, ჩხუბობენ და კი არ უკრავენ, ინსტრუმენტებთან ურთიერთობას ვერ არკვევენ…
    მოკლედ…
    ლაუდსპიკერი და ექზითი ჩემი ფავორიტებია, ტექმიკურ გაუმართაობაზე ისედაც იმდენს ლაპარაკობენ, მე ხმას აღარ ვიღებ და ბილეთში ფული არ გადამიხდია, პრესა ფულს არ იხდის :დ
    მაგრამ, ვთვლი, რომ 10 ლარი არ იყო ძვირი, იმიტომ რომ როკ კლუბშიც იგივე ფასი აქვს ბილეთებს და იქაურ გარემოს კი ჯობდა ეს, შოუ მაინც იყო. თან ობის სუნიც არ გაწუხებდა🙂

    მოკლედ, თუ ცუდი მხარეები გამოსწორებადი იქნება, პროექტი იდეაში კაია🙂

    • #4 by dreamar on November 2, 2010 - 10:14 pm

      ბილეთში მეც არ გადამიხდია ფული და რომ გადამეხადა ალბათ არ ვინანებდი :)) რა კარგი რამ გამახსენე როკ კლუბშიც რომ იგივე ფასი ადევს ბილეთებს. მართლაც, მაგ გადასახედიდან სულაც არაა ძვირი 10 ლარი. პროექტის იდეას რა თქმა უნდა მეც მივესალმები🙂

  3. #5 by Lasha Chanturia on November 4, 2010 - 12:34 am

    თუ საუბარი რეპ რაიზზე ჩამოვარდა ვიტყვი ერთს…მე საუბარს მათ რეპზე არ დავიწყებ ხოლო რაც შეეხება ინსტრუმენტალიზმს ძთხოვნით გამოვალდა ვითხოვ რომ დემაგოგიას მოვუკლოთ…(((… და კი არ უკრავენ, ინსტრუმენტებთან ურთიერთობას ვერ არკვევენ…))) ამ ფრაზას მინდა კომენტარი გავუკეთო… რეპ ღაიზი არ უკრავდა…და მათ კომპეტენციაში არ შედის დაკვრა…ასე რომ თუ ვინმეს არ მოეწონა ინსტრუმენტალიზმი ან შესრულების დონე დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ ჯვაროსნებს მიაწერთ ამას…და არა სხვებს…ამ პროექტში რეპ რაიზი მარტო არ გამოდიოდა…ეს იყო დუეტი ღეპ რაიზისა და ჯვაროსნების მიერ შესრულებული…მე პირადად არ მქონია შესაძლებლოება რომ მომესმინა წინიდან როგორ ისმოდა ხალხში ნაწარმოები რადგან ვუკრავდი…მაგრამ უნდა ავნიშნო რომ თვითონ რეპერებს სასტიკად არ ესმოდათ საკუთარი ხმა სცენაზე და უწევდათ ”ყვირილი”…რაც შეეხება ზოგადად ”ზვუკს” მე უკმაყოფილო არ ვარ…ინსტრუმენტალიზმი სცენაზე კარგად გვესმოდა…და არც ცუდი ორგანიზება იყო – ეს შიდა სამზარეულოს ფონზე…ერთადერთი რაც რეპ რაიზსა და ჯვაროსნების დუეტში იყო დანაკლისი ეს იყო დროის სიმცირე , რაც ჩვენს ჯგუფებს ქონდათ ძალიან ცოტა ერთმანეთთან შესახმატკბილებლად…იმედია ოდესმე მოისპობა ტრადიცია ამ ჩვენს ვეყანაში როდესაც უკიდურეს მომენტში გირეკავენ და თითქოს გახარებენ პროექტში მონაწილეობას…მე ვფიქრობ კვირა ნახევარში და სარეპეტიციოებში დღე ღამე ნათევი დუეტისთვის იდეალური თუ არა საკმაოდ მაღალი დონის ”ვეში” გამოვიდა…
    პ.ს. ვარ ჯანსაღი კრიტიკის მომხრე და ძალიან გამიხარდება თუ ფეისბუქზე პირადად გამიზიარებთ საკუთარ აზრს…სახელი და გვარი მითითებულია…
    გისურვებთ მაღალ და მაღალი დონის კონცერტებს თუ ზოგადად კულტურულ ღონისძიებებს…;))))))

    • #6 by dreamar on November 4, 2010 - 2:17 pm

      Raprisesa da jvarosnebis gamosvlaze verafers vityvi, radgan ar davscrebivar. sakmaod araertgvarovani azri movismine mat gamosvlastan dakavshirebit.
      zvukze ar emtxveva chveni shexedulebebi: me sastikad ar moemcona.
      rac sheexeba jansag kritikas: mec magis momxre var🙂

  4. #7 by Lasha Chanturia on November 4, 2010 - 7:05 pm

    ზვუკზე მე იმას ვამბობ რომ ცენაზე ნორმალურად ისმოდა…ანუ შიდა არ იყო ცუდი…გარათაზე ვერაფერს გეტყვით…

  5. #8 by TUZI MAQCIA (rap rise) on November 6, 2010 - 11:54 am

    RAP RISE KI AR MGERIS AN UKRAVS ARAMED RAPS KITXULOBS ASE ROM TU VINMES RAIME AR MOSWONS JER NAXOS SIMGEREBI ROMELAGANAC GAMOITANS AZRS DA SHEMDGG SHEMOIGDOS ENA MXAXARZEVISAC INTERESI GAUCHNDEBA SHEUDZLIA MOMMARTOS mail – ZE : batumirap@mail.ru DA MIVAWVDIT SIMGEREBSROOMLEBIC AZRS SHEUCVLITMAT CHVENZE DA CHVENS SHEMOQMEDEBAZE NU DEBILEBZE AR MAQ SAUBARI….

  1. AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: