იქ არ მოხვდით

მე არ ვიტრიალებ სამზარეულოში ციბრუტივით, სულაც არ მაინტერესებს რუტინული საოჯახო საქმეები…

მე არ გავრეცხავ ქმრის “ნასკებს”, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც თანახმა იქნება ჩემი “ნაკსების” გარეცხვაზე…

მე არ დაველოდები ქმარს გვიანობამდე და არ შევეხვეწები ტელეფონით “მალე მოდი –მეთქი”. ამის ნაცვლად წავალ სადმე კარგ წვეულებაზე და ქმარზე გვიან დავბრუნდები სახლში…

ქმარს არ გავუბურღავ ტვინს თხოვნებით “ბევრი არ დალიო”: მასზე ორჯერ მეტს დავლევ, ისე რომ მის ინტერესებში უფრო შედიოდეს ჩემზე ნაკლების დალევა.

არცერთი კაცის ღალატს არ გავამართლებ ფრაზით, რომ “ბოლო–ბოლო კაცია”.

არ ჩავიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მოკლე კაბას მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო.

მე არ დაველაპარაკები შეყვარებულს (ქმარს, ბოიფრენდეს, გულისსწორს…) დაყენებული სექსუალური ხმით და არასოდეს მოვისაყვარლებ თავს.

ჩემგან ვერ მოისმენთ ფრაზას “ყველა კაცი ერთნაირია” ან “ქალს არ უნდა ენდო”. ნურც ჩემთან საუბარში გამოიყენებთ მსგავს სულელურ წინადებებს.🙂

და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ რამეს არ ვიზამ. უბრალოდ ახლა არ მახსენდება.(ჩავასწორებ პოსტს როცა გავიხსენებ🙂 )

მე ვერ გავამართლებ თქვენს გენდერულ სტერეოტიპებს.

როცა ნომერი ეშლებათ და ჩემთან სახლში ხვდებიან დარეკვისას, დედაჩემი აქცენტით და ძალიან სასაცილოდ ეუბნება ხოლმე “ტკვენ იკ არ მოხვდიტ”. ხოდა ასე, რომ sorry, მაგრამ თქვენ იქ არ მოხვდით!

 

 

 

, , , , , ,

  1. #1 by Kate_AlukaЯD on November 16, 2010 - 10:55 pm

    +
    : )

  2. #2 by Sophie SUNNY Golden on November 21, 2010 - 10:34 pm

    შენ არც გჭირდება ასეთი რაღაცების გაკეთება, ისედაც sweetest thing ხარ, მაგრამ მახინჯებმა და შტერებმა რა ქნან, მარ? :პ

    • #3 by dreamar on November 23, 2010 - 11:35 pm

      გავწითლდი სოფი. არც ვიცი რა გითხრა. მადლობა :*🙂

  3. #4 by mwvanevashli on November 21, 2010 - 11:12 pm

    ზუსტადაც იქ მოვხვდი. ვოოოტ!

  4. #5 by niksologi on November 23, 2010 - 12:28 am

    მაპატიე, მაგრამ ხუმრობად ჩაგითვალე ეგ პოსტი😉

    • #6 by dreamar on November 23, 2010 - 11:37 pm

      ნახევრად–ხუმრობით დაწერილი პოსტია. თუმცა, ბევრ რამეს მართლა არ გავაკეთებ, სრული სერიოზულობით ვამბობ :))

      • #7 by niksologi on November 24, 2010 - 12:03 am

        კეთილი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ მერე სხვაგვარად გაგეფიქრება😉

      • #8 by dreamar on November 24, 2010 - 12:05 am

        შესაძლოა🙂 სხვაგვარად ფიქრში რას გულისხმობ?

  5. #9 by ლიბიკა სილვესტრის on November 23, 2010 - 5:05 pm

    🙂 გუთ🙂

  6. #10 by niksologi on November 24, 2010 - 12:10 am

    სხვაგვარად ფიქრი იმას გულისხმობს რომ ეხლა არ ხარ (სავარაუდოდ) შეყვარებული. სიყვარული კი ურთიერთგაგებაა და არა ის რომ მე ამას არ გავაკეთებ. თავად არ გესიამოვნება ურთიერთობებში პირველ ნომრად ყოფნა…
    შესაძლოა ვცდები, მაგრამ ასე მგონია რა გითხრა😉

    • #11 by dreamar on November 24, 2010 - 11:22 am

      uzomod var sheyvarebuli😛 es posti ki ufro garshemomyofta qcevis “shtagonebit” (gavlenit) davcere, im qcevis shtagonebit, romelsac yoveldgiurad vxedav da romelic magizianebs.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: