“ოროსნები” კონფორმისტების წინააღმდეგ

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მეთორმეტეკლასელების პროტესტს სკოლის დამამთვარებელი გამოცდების დანიშვნასთან დაკავშირებით, “ოროსნების” რევოლუცია უწოდა, ქართულმა საზოგადოებამ მყისვე აიტაცა ეს სიტყვები და არ მოაკლო კრიტიკა მოსწავლეთა პროტესტს. გამოჩდნენ განათლებული, ბეჯითი და ჭკუისდამრიგებელი მოქალაქეები, რომლებმაც არ დაიშურეს რჩევები მეთორმეტეკლასელთათვის: აქციების გამართვას სჯობს ისწავლოთო. ბევრმა საკუთარი წარსულიდანაც მოიყვანა მაგალითები: გაიხსენეს, როგორი ძნელი იყო მათ დროს გამოცდების ჩაბარება, როგორ დააკლეს თავი საგნების სწავლას და საბოლოოდ როგორ ჩააბარეს ურთულესი გამოცდები. ზოგმა ვერ დამალა საკუთარი აღშფოთება მოსწავლეების პროტესტთან დაკავშირებით და ამბოხებული მეთორმეტეკლასელები შეამკო ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “უვიცები”, “ხეპრეები”, “კეკელკები” და ა.შ.

პირადად მე გამიხარდა ამ პროტესტის შესახებ რომ შევიტყვე: საქართველოში მოსწავლეები მაინც აღმოჩნდნენ იმდენად გაბედულები, რომ საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვას არ მოერიდნენ. მათგან განსხვავებით სტუდენტები დუმან. მიუხედავად იმისა, რომ დუმილისა და მშვიდად ყოფნის მიზეზს თუნდაც თბილისის მერიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება არ უნდა აძლევდეთ. ვგულისხმობ ავტობუსის მთელი რიგი ნომრების გაუქმებას, რამაც სტუდენტებს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა (გაორმაგებული სამგზავრო ხარჯები + გაორმაგებული დრო დანიშნულების ადგილზე მისაღწევად). მოკლედ კონფორმისტი სტუდენტების შემხედვარე ამ მცირე საპროტესტო აქციამ მომცა იმედი, რომ საქართველოში არსებობს ახალგაზრდა თაობა, ვისაც შეუძლია ღიად გამოხატოს საკუთარი კრიტიკული აზრი.

განვიხილოთ სკოლის მოსწავლეთა პროტესტის საკითხი უფრო დაწვრილებით:

რამდენად სამართლიანია მეთორმეტეკლასელების პროტესტი?

დავიწყოთ თავიდან: ბოლო სამი წლის განმავლობაში განათლების მინისტრი სულ რაღაც 5–ჯერ შეიცვალა (ამ ხუთიდან მახსოვს ნიკა გვარამია, ნოდია და შაშკინი). დღევანდელი მეთორმეტეკლასელები უამრავი სიახლის “მსხვერპლნი” გახდნენ. მეათე კლასში ისინი საბუნებისმეტყველო საგნებს ტრიმესტრულად სწავლობდნენ: ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლოდბნენ მხოლოდ ერთ საბუნებისმეტყველო საგანს, შემდეგ სემესტრში _ მეორე საბუნებისმეტყველო საგანს, მესამეში კი მესამეს. მე–11 კლასში ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სწავლა არჩევითი იყო. ბოლო წელს კი მათ გამოუცხადეს, რომ უნდა ჩააბარონ 8 გამოცდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ერთი უცხო ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია. არადა მე–11 კლასში ზოგს საერთოდ არ უსწავლია საბუნებისმეტყველო საგნები. დიდი ალბათობაა იმისა, რომ წინა კლასებშიც არ აქვთ შეძენილი ამ საგნებში ღრმა ცოდნა: დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ სკოლათა უმრავლესობაში სწავლების ხარისხი ძალიან დაბალია.

მეთორმეტეკლასელებს ერთი წელი დარჩათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად. ეს პერიოდი კი იმისთვის, რომ ისწავლო რამდენიმე წლის მასალა, თანაც რამდენიმე საგანში, ძალიან მცირე პერიოდია. განსაკუთრებით  რთულ მდგომარეობაში არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება. ახლა კიდევ გამოჩნდებიან ზეჭკვიანი ადამიანები და იტყვიან, რომ რეპეტიტორთან მომზადება სულაც არაა საჭირო, რომ ადამიანს თვითონაც შეუძლია სწავლა. არსებობს ბევრი საგანი, სადაც მართლაც არც ისე რთულია მასწავლებლის, რეპეტიტორის დახმარების გარეშე წიგნების საშუალებითა და საკუთარი მონდომებით აითვისო მასალა. მაგრამ არსებობს რთული საგნებიც, სადაც მხოლოდ წიგნის საშუალებით ძნელად რამეს თუ მიხვდები. ბოლოსდაბოლოს, თუკი  ადამიანი ასეთი ჭკვიანია, რომ სხვის დაუხმარებლად შეუძია ყველაფრის სწავლა, მაშინ  რაღა საჭიროა სკოლები და უნივერსიტეტები.

დასკვნა: მოზარდებს სთხოვენ იმ საგნებში გამოცდების ჩაბარებას, რომლებიც სასწავლო პროგრამიდან ამოღებული იყო. განა უსამართლობა არ არის? არავინ ამბობს, რომ გამოცდები არაა საჭირო. უბრალოდ სანამ გამოცდებს დანიშნავდნენ, სჯობდა სკოლაში სწავლების ხარისხი აემაღლებინათ. მოსწავლეები კი გამოცდების შესახებ უფრო ადრე უნდა გაეფრთხილებინათ. ასე, რომ პროტესტი ძალიან სამართლიანია.

დავუშვათ, რომ მეთორმეტეკლასელების პროტესტი ყოველგვარ სამართლიან მიზეზს მოკლებულია. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და ამისთვის არ უნდა დაატოვებინონ თანამდებობები დირექტორებს, როგორც ეს ჩვენთან მოხდა. სულაც რომ არ ეთანხმებოდე ზემოთხსენებულ პროტესტს, როგორ უნდა გაამართლო დირექტორების მოხსნა თანამდებობებიდან, მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ მათი მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ!
 

ვინ არიან “ოროსნები”?

ძალიან დავინტერესდი ვინ იყვნენ რევოლუციონერი “ოროსნები”. რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გავეცანი ინტერვიუს ერთერთ ‘ოროსანთან”: ანიმ მშვენიერი წარმოდგენა დამიტოვა _ მოაზროვნე ადამიანისა და საინტერესო მოსაუბრის. მოკლედ, სამწუხაროა, რომ ტენდენციური შეფასებების ავტორად პრეზიდენტი გვევლინება და საზოგადოებამაც, პირველ რიგში მედიამ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აიტაცა ეს შეფასებები.

ასე, რომ პატივი ვცეთ ამ მოზარდების აზრს და მოვუსმინოთ.
მათ საყუდარღებოდ, ვინც ამ პროტესტში მხოლოდდამხოლოდ “ოროსნების” რევოლუციას ხედავს: შეეშვით დემაგოგიას, ნუ (ჰ)კიცხავთ განსხვავებულ აზრს!

, , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by mirandulino on November 22, 2010 - 7:44 am

    მომეწონა ზააან.ზუსტია და ნამდვილი მეც ეგრე ვფიქრობ მაგრამ დღეს ვერაფერს ვერ შეცვლი გარდა იმისა რომ გულში მაინც ილანძღო და თკვა რომ ეს ყველაფერი არ მოგწონს:)

  2. #2 by mirandulino on November 22, 2010 - 7:45 am

    და კიდევ ის რომ ბილ გეითსი სკოლაში ოროსანი იყო მაგრამ დღეს მილიარდერია

  3. #3 by niksologi on November 22, 2010 - 9:01 pm

    აბსოლუტურად ვუერთდები პოსტში გატარებულ პათოსს და მთლიანად ვარ მეთორმეტე კლასელებისადმი სოლიდარული.
    თუ სწავლის დონის ამაღლებაზეა საუბარი, მოდი ჯერ სწწავლის ხარისხი გამიუმჯობესე სკოლაში და მერე მომთხოვე გამოცდები – ეს ერთი.
    მერე მეორე – ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორები ქართული ვაისაზოგადოების. ა) ”რახან ტელევიზიით გადმოცეს (გადმოცეს – როგორ ვერ ვიტან ხოლმე ამას ტო) ე.ი. მართალია. ბ) იარლიყების ამზრზენად სწაფად მიტყეპება! მიმიფურთხებია ასეთი საზოგადოებისათვის.
    მე მიკვირს! სად არიან სხვა მეთორმეტე კლასელები? რატომ არიან მიჩუმათებულები! აქედანვე რომ ესე კურდღლებივით მოიქცევიან მერე რომელ სოლიდარობასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა საერთოდ საუბარი სამომავლოდ…
    როგორ არ მესიამოვნა დირექტირებმაც რომ გაუპროტესტებლად გადაყლაპეს ეს ამბავი…
    მერე ნუღა გვიკვირს რომ რაღაც არც თუ ისე სახარბიელო დღეში ვართ და ქვეყანაც მაინც და მაინც წინ ვერ მიიწევს!

    მოითხოვეთ და მოგეწოდებათ! როდემდე უნდა ვიყოთ მონები, როდემდე ტო!

  1. ვის გავლენას განიცის თანამედროვე ლიტერატურა და რამდენად “პიდარასტულია” ვისკონტის ფილმები | vlogge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: