ჩემი ბავშვობის სიყვარული

ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, საზიზღარი 90–იანი წლების ყველაზე კარგი მოგონება. მასთან პირველი შეხვედრა გვიან ღამით მოხდა: აშშ–დან ძალიან დიიდი ამანათი მივიღეთ. მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. ხმაურში გამომეღვიძა და სამზარულოში გავედი. მაცივარზე ყუთი დავინახე, იმ ყუთიდან კი ულამაზესი ვინმე მიღიმოდა. მოვინუსხე მისი მშვენიერებით. ეს იყო ჩემი და ბარბის პირველი შეხვედრა. მაშინვე გავხსენი ყუთი და რამდენიმე წუთში ეს საოცარი თოჯინა ჩემს ხელებში იყო. ბარბიზე ბევრი რამ მსმენოდა, მაგრამ აქამდე ჯერ არ მენახა. პირველი რაც გავაკეთე, იყო მისი ფეხების ელასტიურობის შემოწმება: წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ამბობდნენ ბარბის ფეხები ეკეცებაო. ულამაზესი იყო ჩემი ბარბი: გრძელი და კულულებიანი ქერა თმა ჰქონდა, ცისფერი თვალები, გულის ფორმის ყელსაბამი და საყურეები ეკეთა, ფუმფულა, მოთეთრო–მოვერცხლისფრო კაბა და თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მე ის პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა. ის ღამე ბარბის თვალიერება–თამაშში გავათენე. უბედნიერესი ვიყავი.

პირველი ბარბი
ეს თოჯინა 50 წელზე დიდი ხნისაა. (მისი დაბადების თარიღია 1959 წლის 9 მარტი). ბარბის გამოშვებამდე ამერიკაში ბავშვებისთვის ძირითადად იყიდებოდა ახალშობილის მსგავსი თოჯინები. დიდმკერდიანმა და გრძელფეხება ბარბიმ, თავისი ფეშენ–ქალის იერით საზოგადოება შოკში ჩააგდო. თოჯინის გარეგნობამ ბევრი მშობლის უკმაყოფილებაც გამოიწვია. დროდადრო ბარბი უფროდაუფრო დაიხვეწა, მას გაუჩნდნენ ოჯახის წევრები: და–ძმები, ბიძაშვილ–მამიდაშვილები, მეგობრები და რაც მთავარია ბოიფრენდი სახელად კენი. მომრავლდნენ ბარბის შინაური ცხოველებიც: კატა, ძაღლი, ცხენი, ზებრა, ბოკვერი, პანდა. ბარბიმ აითვისა მრავალი პროფესია (პილოტი, მეხანძრე, პოლიციელი, ასტრონავტი, სტიუარდესა, ექიმი და ა.შ) და მოირგო მრავალი ეროვნება (ასამდე). დღესდღეობით ბარბი სათამაშოების ინდუსტრიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია. დაარსების დღიდან გაიყიდა მისი 1 მილიარდამდე ეგზემპლარი.

ბარბი თავის ბოიფრენდთან კენთან ერთად
ამ თოჯინასთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს. ზოგი მიიჩნევს, რომ ის უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვებზე: ვინაიდან ბარბი ძალიან გამხდარია და ტანის არაბუნებრივი პროპორციები აქვს, გოგონებს, რომლებიც შეეცდებიან მას დაემსგავსონ, ანორექსია ან კვების სხვა დარღვევა დაემართებათ. ბარბის დამსგავსების სურვილი კი ძალიან ბევრს აქვს. ზოგის აზრით, ბარბი პოზიტიურად მოქმედებს ბავშვებზე: ის ამძაფრებს წარმატების მიღწევის სურვილს და ერთგვარი სტიმულის როლს თამაშობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდოელი და აფროამერიკელი ბარბი

რუთ ჰენდლერი_ბარბის შემქმნელი. აღსანიშნავია, რომ თოჯინის სახელი უკავშირდება რუთის შვილს ბარბარას.

ბარბის შექმნის ისტორია:

მე–8 კლასამდე ვთამაშობდი ჩემი ბარბით. ერთერთი შეტაკების დროს ჩემი დების თოჯინების კლანთან, მას თავი წააცალეს😦 თანდათან გასცვივდა და გაუუხეშდა თმა, აქსესუარები დაეკარგა, კაბაც დაეხა. მაგრამ დღემდე ჩემს ერთერთ უსაყვარლეს თოჯინად რჩება.

და ბოლოს, ბავშვობის სიმღერა:

, , , , , , , , , , ,

  1. #1 by Nina Gorecki on November 30, 2010 - 9:14 am

    ჰაჰა ეს სიმღერა მახსოვს :))
    ბოიფრენდიც თუ ჰყავდა არ ვიცოდი, მე არ მყოლია ბავშვობაში (ბოიფრენდი კი არა, კენი)😀

  2. #2 by fsiQe on November 30, 2010 - 11:37 am

    მომენატრა❤

  3. #3 by Mari on December 2, 2010 - 2:56 pm

    ბარბი❤❤ როგორ მიყავრდა ოდესღაც. ალბათ 1000 ბარბი მყავდა. ახლაც მაქვს შემორჩენილი რამდენიმე😀

    • #4 by dreamar on December 2, 2010 - 5:50 pm

      me mxolod erti namdvili barbi myavda🙂❤

  4. #5 by Dissolved Girl on December 2, 2010 - 9:49 pm

    ეს კენი ვერ გამოუვიდათ, რაღაც🙂
    მეც ერთი ბარბი მყავდა, იგივე სახელწოდების მაღაზიაში ნაყიდი, ჭავჭავაძეზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: