როგორ შევხვდი მოცარტს

“თუ ქალაქში გამგზავრებას აპირებთ, და უნდა იცოდეთ, რომ უნივერსიტეტი დიდი ქალაქია, _ აუცილებლად შეხვდებით ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს. ამიტომ გირჩევთ შინ დარჩეთ. დარჩეთ შინ!” ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, ეს კურტ ვონეგუტის რჩევაა. იმ ვონეგუტისა, რომელიც მართლაც რომ ენამოსწრებულად ხუმრობდა. ხუმრობა კი როგორც თვითონ ამბობს, თავდაცვის კარგი საშუალებაა და სიცილს ძალიან ხშირად შიში იწვევს. აქამდე მხოლოდ ერთი ამერიკელი კურტი მხიბლავდა: ლამაზი და ცისფერთვალება, განწირული ხმით რომ გვიმღეროდა:”Come as you are, as you were, as I want you to be, as a friend, as a friend, as an old enemy”. დიახ, აბერდინში 1967 წელს დაბადებული Nirvana-ს გიტარისტი და ვოკალისტი, გრანჟის მამა _ კურტ კობეინი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი ამერიკელი კურტი გავიცანი: კურტ ვონეგუტ უმცროსი, 1922 წელს ინდიანაპოლისში დაბადებული მწერალი, იუმორის უბადლო ოსტატი (უბადლო – რა უცნაური სიტყვაა). ის, რაც ნამდვილად უნდოდა ამ მწერალს “ხალხისთვის სიცილით შვების მოგვრა იყო. ასპირინის აბის მსგავსად, იუმორიც შეიძლება შვებისმომგვრელი აღმოჩნდეს.” ვონეგუტის სიცილის აბები წარმატებული და შვებისმომგვრელი გამოდგა, რადგან მსოფლიო მასშტაბით მას უამრავი მომხმარებელი გაუჩნდა.



დავუბრუნდეთ ზემოთმოყვანილ სიტყვებს: ამქვეყნად ბევრი მოცარტია, რომელიმე მათგანს თქვენც შეხვდებით ოდესმე. ხომ იცით, მჯობის მჯობი არ დაილევაო. “მნიშვნელობა არა აქვს, რას ფიქრობს ახალგაზრდა, რისი გაკეთება ძალუძს ან არ ძალუძს. მთავარია, რომ ერთხელ აუცილებლად შეხვდება მასზე ძლიერ პიროვნებას”_ წერს ვონეგუტი “დროის რღვევაში”. ასეთ დროს დიდი იმედგაცრუების მსხვერპლი ხდება ადამიანი. ჩვენს უმეტესობას ხომ სჯერა, რომ ყველასგან გასნხვავებული და ორიგინალურია, ისიც კი, ვინც არ აღიარებს ამას, გულის სიღრმეში ასე ფიქრობს. ადამიანებს ახასიათებთ ე.წ. ყალბი უნიკალურობის ეფექტი. ყველას აქვს მოთხოვნილება იყოს ვიღაცაზე უკეთესი რაღაც სფეროში მაინც, ეს საკუთარი თვითშეფასების ამაღლების ერთერთი გზაა.
ჩემს მოცარტს მეც შევხვდი. უნივერსიტეტში. პირველ კურსზე. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ მარტო ერთი მოცარტი იყო. შეგრძნება მქონდა, რომ უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიაში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტები დაიარებოდნენ. სკოლაში ერთერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, მასწავლებლები ხშირად უთვლიდნენ დედაჩემს მადლობას “ასეთი კარგი და ჭკვიანი შვილის აღზრდისთვის”. უნივერსიტეტშიც იმ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელზეც იმ დროს ყველაზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა და ყველაზე მაღალი ქულა ავიღე კურსელთა შორის. მიხაროდა, თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა. მაგრამ წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ მალე დამემსხვრა: მაშინ როცა მოცარტები გამოჩნდნენ_ ჩემზე ბევრად ნიჭიერი და ჭკვიანი კურსელები. პირველ კურსზე თითქმის ყველა ფრიადოსნები ვიყავით და სტიპენდიაც გვერგო უმეტესობას, რამაც რექტორატში კითხვები წარმოშვა: როგორ შეიძლება ყველა ერთნაირ დონეზე კარგად სწავლობდესო? ლექტორებს მოსთხოვეს უფრო მკაცრნი ყოფილიყვნენ ჩვენი შეფასებისას. ჩემს კურსელთაგან ბევრი დღეს ძალიან საინტერესო ბლოგერია. თუნდაც Sophie שרה Golden, enia , Gvantsa Green, ქეთი, zurriuss, dance1234, თაზო, mkitxveli

ვერ დავეთანხმები კურტ ვონეგუტის რჩევას: თავიდან რომ აიცილოთ მსგავსი შეხვედრა მოცარტთან (ან მოცარტებთან :დ), შინ უნდა დარჩეთ. პირიქით ვიტყოდი, გამოდით გარეთ, ნუ ჩაიკეტებით შინ, შეხვდით თქვენზე ძლიერ ადამიანებს და ისწავლეთ მათგან, დაამსხვრიეთ თქვენი ყალბი უნიკალურობის შეგრძნება. საკუთარი თავის ობიექტური შეფასება ბევრად უფრო შეუწყობს ხელს ადაპტაციას გარემოსთან და კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებას.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Zurriuss on December 11, 2010 - 5:34 am

    მარი, სხვა არ ვიცი, ამიტომ ასე გეტყვი: ყველაზე ყველაზე ყველაზე მეტად მომენატრე :* :* :*

    • #2 by dreamar on December 11, 2010 - 8:05 pm

      :* მე ვიცი რომ მეც მომენატრე :*

  2. #3 by dv0rsky on December 11, 2010 - 7:10 am

    ყალბი უნიკალურობის ეფექტი მარტო თითოეულ ადამიანს კი არ ჭირს, არამედ ზოგჯერ მთელ ერებს🙂

    • #4 by dreamar on December 11, 2010 - 8:05 pm

      მაგალითად ქართველ ერს :პ

  3. #5 by mkitxveli on December 11, 2010 - 9:16 am

    ჩემი აზრით, “მოცარტებთან” ურთიერთობა ყველაზე საინტერესოა, მერე კიდევ უფრო გიჩენს იმის ამბიციას, რომ ვიღაცისთვის შენც გახდე “მოცარტი”. ხოდა, ვიზრდებით ასე🙂

    ვონეგუტი მეც ძალიან მომწონს, მასზე ვწერდი კიდეც ჩემთან

    • #6 by dreamar on December 11, 2010 - 8:22 pm

      გეთანხმები, ხშირ შემთხვევაში გმატებს ამბიციას🙂 ვონეგუტზეც წავიკითხე შენი პოსტი:)

  4. #7 by jazzmena on December 12, 2010 - 8:35 am

    მომწონს შენი მოწოდება!!! ვერც მე ვერ დავეთანხმები ვონეგუტს, მიუხედავად იმისა რომ მეც დიდ პატივს ვცემ მას… აუცილებლად უნდა გამოვიდეთ გარეთ, უფრო მეტსაც გეტყვით, მე ყოველდღე ვცდილობ “მოცარტები” ვიპოვო, აღნოვაჩინო და ვიურთიერთო მათთან… ამაზე სასიამოვნო და საინტერესო არაფერია… ჩემი აზრით, ყველა ადამიანში ძის “მოცარტი”, ოღონდ ვაცადოთ სანამ “დაუკრავს”…🙂

    “Beware of the man who works hard to learn something, learns it, and finds himself no wiser than before… He is full of murderous resentment of people who are ignorant without having come by their ignorance the hard way.”
    – Kurt Vonnegut –

    P.S. აშკარად კარგი პოსტია, მომეწონა…😉

    • #8 by dreamar on November 8, 2012 - 6:26 pm

      მადლობა🙂

  5. #9 by ანდან on December 12, 2010 - 6:28 pm

    რა მაგარი კურსელები გყოლია! მაგრამ მე ვერ გავიგე მთელ კურს რა ჯანადაბა ეტაკა, ყველას რომ ჰკიდია სწავლა?😦

    • #10 by dreamar on December 16, 2010 - 12:10 pm

      xo ar vici🙂 albat imitom, rom dziritadad iseti kurselebi myavda, vinc adreuli asakidan kargad scavlobda skolashi. tumca, dzalian cotam gaagrdzela ase me-4 kursamde:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: