საახალწლო განწყობა

სულ არ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა ბლოგებს რომ გადავხედე და საახალწლო თემაზე პოსტთა რაოდენობის მომრავლება დავინახე, ჩემი ბლოგი რაღაც ბლოგოსფეროს ცხოვრებისგან მოწყვეტილი მომეჩვენა😦 . ხოდა გადავწყვიტე დამეწერა ამ პერიოდისათვის აქტუალურ თემაზე: ახალ წელზე, უფრო კონკრეტულად კი საახალწლო განწყობაზე.

ბავშვობიდანვე გვინერგავენ, რომ ახალი წელი სასწაულების მოხდენის, სურვილების ასრულების დროა, გვაჯერებენ თოვლის ბაბუის არსებობას, გვაწერინებენ მასთან წერილებს. ყოველ ახალ წელს გვაქვს იმედი, რომ მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იქნება, ვზეიმობთ და გვიხარია. ერთმანეთს ვულოცავთ. გვჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია.
ხანდახან გამოჩნდებიან ზედმეტად რეალისტი თუ პესიმისტი ბიძია–დეიდები, რომლებიც ცდილობენ ეს მხიარული საახალწლო განწყობა გაგვიუფერულონ და ბრძნული და დამცინავი სახით გვეუბნებიან: “ახალი წელი? ეს ხომ სისულელეა. ჩვეულებრივი თარიღია, რომელიც ადამიანებმა ერთფეროვნებისგან თავის დაღწევისთვის დღესასწაულად აქციეს. სინამდვილეში ახალ წელს არც არაფერი იცვლება. სასწაულებს ნუ ელოდებით.” (მსგავსი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც გიგა ზედანიას სტატია წავიკითხე)
რაღაც მხრივ ასეთი მსჯელობები სიმართლეს შეიცავს. თუმცა, ჩემი აზრით, დიახაც უნდა გვიხაროდეს ახალი წლის მოსვლა, ნაძვის ხესაც უნდა ვრთავდეთ, სუფრასაც ვაწყობდეთ, საზეიმო განწყობასაც ვიქმნიდეთ, მომდევნო წელთან დაკავშირებულ გეგმებსაც ვალაგებდეთ და რა თქმა უნდა, იმედიც უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. თუნდაც ამ მიზეზთა გამო:

1. ხალხს პრობლემები ისედაც არ აკლია და თუკი ახალი წლის დადგომა მცირე პოზიტივს შეიტანს ადამიანთა ცხოვრებაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა სჯობია იმას, როცა ადამიანი იმედით შეჰყურებს მომავალს და ხვალინდელი დღისგან (მომავალი წლისგან) უკეთესს მოელის. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრი “იმედის ქონას” ფუქსავატი ადამიანების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს, თითქოს იმედის მქონე ადამიანი არის ზედმეტად ოპტისმისტი და ეს მისი მხრიდან ხელს უშლის მრავალი პრობლემის დანახვასა და შესაბამისად მოგვარებას. არადა იმედს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქცევის განხორციელებისათვის. ამისთვის მცირე ფსიქოლოგიურ ახნას მოვიყვან: ობიექტს, რათა ის გახდეს რაიმე ქცევის მამოტივირებელი, უნდა ახასიათებდეს სასურველობა და მოსალოდნელობა ანუ 1)ინდივიდს უნდა უნდოდეს მისი შეძენა (ფლობა), მისთვის ღირებული უნდა იყოს და 2)ინდივიდს უნდა სჯეროდეს, რომ ამ ობიექტის შეძენა არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ადამიანმა იმოქმედოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, მას უნდა სჯეროდეს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია, მოსალოდნელია გარკვეული აქტივობების შემდეგ. ანუ ინდივიდს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფრის გაკეთებას არ ეცდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალი წლის სიხარულითა და იმედებით შეხვედრა სულაც არაა აზრს მოკლებული.
2. ახალი წლის დადგომისას ადამიანთა უმეტესობა ძალაუნებურად დაფიქრდება ხოლმე განვლილ წელზე. ახალი წელი გვიბიძგებს გავიაზროთ წინა წლის მოვლენები და დავაწყოთ სამომავლო გეგმები. მართალია, ამ პერიოდში მიღებულ გეგმათა უმრავლესობა ზედმეტად პოზიტიური განწყობის გამო არის უტოპიური, მაგრამ ზოგადად გეგმების დაწყობა მაინც დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს უფრო ზრდის დასახული მიზნის მიღწევის შანსს.

ასე რომ ახალ წელს სიხარულიც საჭიროა და საზეიმო განწყობაც. მთავარია რეალობას არ მოვწყდეთ.

ამ დღეებში ძალიან მაკლდა საახალწლო განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა და ყველაფერი ახალი წლის მოსვლას იუწყებოდა, მე არ მქონდა ამის შეგრძნება. ყველანაირად ვეცადე გამეჩინა საზეიმო განწყობა ჩემში. ამ განწყობის გაჩენის ჩემეულ ხერხებს შემოგთავაზებთ: (:დ)

1. მორთეთ სახლი: დაალაგეთ, დადგით ნაძვის ხე, შეიძინეთ საახალწლო სუვენირები და გაალამაზეთ თქვენი სახლი.
2. მოუმზადეთ საჩუქრები თქვენს საყვარელ ადამიანებს. (საჩუქრებზე გამახსენდა სიმფსონების ერთი სერია, სადაც ჰომერი ცდილობს ოჯახის წევრებისთვის საშობაო საჩუქრების ყიდვას, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან საკმარისი თანხა არ აქვს. ხოდა საბოლოოდ დამწუხრებული ჰომერი ქუჩაში ნაპოვნ ძაღლს მიიყვანს სახლში საჩუქრის მაგიერ და ამით ძალიან გაახარებს ოჯახის წევრებს. საყვარელი სერიაა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სულაც არაა აუცილებელი ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა)
3. უყურეთ საახალწლო (საშობაო) ფილმებს. ამ კატეგორიიდან ჩემი უსაყვარლესი ფილმია “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”. მაგრამ ამჯერად “მარტო სახლშის” ყურება ვამჯობინე.
4. შეარჩიეთ რას ჩაიცვამთ ახალი წლის ღამეს. იზრუნეთ, რაც შეიძლება ლამაზად გამოუყურებოდეთ.
5. გაამდიდრეთ თქვენი ფლეილისტი საახალწლო (საშობაო) სიმღერებით.


პ.ს. გილოცავთ ახალ წელს! წარმატებული და ბედნიერი წელიწადი ყოფილიყოს!🙂

, , , , , , , , , , ,

  1. #1 by nastasia on January 3, 2011 - 6:09 am

    ეს რა ეშმაკობები გცოდნია საახალწლო განწყობის “გამოსაძახებლად” :დ
    კი არადა, მართლა კაი მეთოდებია, რამდენიმეს მეც ვიყენებ ხოლმე, ხოოდა, ბედნიერი ახალი წელი შენ🙂

    • #2 by dreamar on January 3, 2011 - 1:15 pm

      😀 gaixare nastasica :* shenc aseve bednier axal cels gisurveb :*

  2. #3 by mecmikvarkhar on January 3, 2011 - 6:25 am

    გილოცავ მარი! ბედნიერი 2011 წელი შენ და სურვილების ასრულება :*

    • #4 by dreamar on January 3, 2011 - 1:16 pm

      teo didi madloba :* mec gilocav :*

  3. #5 by Dandellion on January 5, 2011 - 2:09 pm

    pirveli blogeri xar, romlis posti, axal welTan dakavSirebiT, gansxvavebuli da saintereso iyo.
    kargad wer, momewona.

    • #6 by dreamar on January 5, 2011 - 11:33 pm

      :)) ასეთი კომენტარები გულს ახარებს🙂 მადლობა დიდი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: