Aivani 2010 winner

“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ხმა მისცეთ ….. . უბრალოდ შედით ამ ლინკზე და დააჭირეთ “I like It” http://www.mgi.ge/ka/index.php?p=aivani
წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ!”

ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ მიუღია ამ ბოლო დროის განმავლობაში მსგავსი შინაარსის გზავნილები ფეისბუქზე. ხმები პროექტ “აივნის” კონკურსში გასამარჯვებლად ჭირდებოდათ. საბოლოოდ რამდენიმე ქართულ ჯგუფს შორის ყველაზე მეტი “like” (4566) დააგროვა The Georgians-მა, შესაბამისად ის 2010 წლის გამარჯვებულიც გახდა. შეგახსენებთ, რომ აივანი არის მუსიკალური ონლაინ–შოუ, რომელიც გვთავაზობს ჯგუფებისა და მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას.(ჩემი პოსტი ამ პროექტის შესახებ).

8 იანვარს კლუბ 33ა–ში აივნის პირველი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც გამარჯვებულ ბენდ The Georgians–თან ერთად ასევე მონაწილეობდა აივანზე გამოსული შვიდი ჯგუფი.

პროექტ აივანს მივესალმები, თუმცა გავამახვილებ ყურადღებას იმ მხარეზე, რაც მე არ მომწონს ამ შოუში. ესაა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი: ყველაზე მეტი ხმის (like–ს) დაგროვება. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა მიღებული თხოვნებით ხმის მიცემაზე, მეორეც _ ამ კრიტერიუმმა შეიძლება არაობიექტურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ბევრი “like”-ს იმიტომ აჭერდა ამა თუ იმ ვიდეოზე, რომ მართლა მოსწონდა, ბევრი კი მხოლოდ მეგობრის ხათრით. შედეგად შეიძლება მივიღოთ ის, რომ გაიმარჯვოს არა იმ ჯგუფმა, რომლის შესრულებაც ყველაზე მეტ მაყურებელს მოეწონა, არამედ ყველაზე მეტი “აქტიური” ნაცნობის მქონე ბენდმა, რომლის ნაცნობ–მეგობრებსაც არ დაეზარებათ მისთვის ყოველდღე ხმის მიცემა. ამის თავიდან ასაცილებლად და უფრო ობიექტური შედეგების მისაღწევად კარგი იქნებოდა მთელი ჩარტის განმავლობაში ხმის მიცემა ერთი ადამიანის მიერ შესაძლებელი იყოს ერთხელ და არა ყოველდღე, ასევე ვიდეოს ლინკი ყოველ გაგზავნაზე იცვლებოდეს, რომ არ მოხდეს მისი მეგობრებთან გაგზავნა ზემოთმოყვანილი თხოვნით. (ან შეუძლებელი იყოს ლინკის დაკოპირება).

რაც შეეხება 33ა–შ გამართულ კონცერტს: მასზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. პუბლიკა მეტად მოკრძალებული იყო: მსხდომარე ჩუმად ადევნებდა თვალს მუსიკოსთა შესრულებას სცენაზე. როგორც ერთერთმა მეგობარმა აღნიშნა: “ლელა წურწუმიას კონცერტზე უფრო მეტი დრაივი წამოვიდოდა მაყურებლისგან, ვიდრე იქ იყოო”😐


კონცერტის პირველი მონაწილე ავთანდილ კრავეიშვილი

ჯგუფი Mutual Friends. მის ერთერთ წევრს ზურას აცვია მაისური წარწერით Sour Skin. ეს ბენდიც მონაწილეობდა აივნის კონკურსში და შესაძლოა გამარჯვებულიც გამხდარიყო, მაგრამ  დაიშალა.😐

Noise Expiration

The Smile

 

LandMark

 

Electromouse

 

Shusha

გოგონების გულთამპყრობელი ბენდი Loudspeakers

გამარჯვებული ბენდი The Georgians!!!

აივნის 2010 წლის გამარჯვებული გამოვლენილია.  ჩარტი კი კვლავ გრძელდება: ახალი შემსრულებლებითა და სიმღერებით.

 

 

, , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Nina Gorecki on January 10, 2011 - 4:48 pm

    რაღაც ძალიან ნაფტალინის სუნი უდის ამ სიმღერებს და ყველა ერთნაირია:/ სადღაც 90-იანების ბოლოში ნორმ. მოსასმენი იქნებოდა )))

    გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი კი მართლა ცუდად არის არჩეული:/:/

    p.s. შენ რომ არა, აზრზე არ ვიქნებოდი თანამედროვე ქართულ მუსიკაში რა ხდება, thnx for keeping us posted )

    • #2 by dreamar on January 10, 2011 - 8:58 pm

      p.s. შენ რომ არა, აზრზე არ ვიქნებოდი თანამედროვე ქართულ მუსიკაში რა ხდება, thnx for keeping us posted ) – ეს იცი რამხელა კომპლიმენტია ჩემთვიის :))) მადლობა!

  2. #3 by anina on January 10, 2011 - 11:02 pm

    sour skin რატო დაიშალა? მე მაგას ვაძლევდი ხოლმე ხმას : )

    • #4 by dreamar on January 11, 2011 - 6:13 pm

      პირადი პრობლემების გამო🙂 მეც მაგათ ვაძლევდი ხმას😐

  3. #5 by irakli on January 25, 2011 - 9:14 pm

    ra mainteresebs icit??😀 sul dachagruli ratom var???🙂 vinac es suratebi daagdo mixvdeba da tu ver mixvdeba kidev mkitxos da vetyvi😀 an vinac es suratebi gadaigo?😀 sul ratom mchagravt??

    • #6 by dreamar on January 26, 2011 - 10:08 pm

      არ გჩაგრავ ირაკლი არა :პ ეგრე მაშინ Loudspeakers-ის კლავიშნიკიც დაიჩაგრა. ვერ ჩაგტიეთ ყველა :შ

  4. #7 by vaniKo on February 6, 2011 - 10:56 pm

    chemi favoriti jgufia ELectromouse !!! :)) xmis micemas rac sheexeba dzalian gamixarda ro sheicvala sistema. ! mainteresebs rodis dadebt 33 a shi gadagebul jgufebis livebs , an sad dadebt ro shemdegshi vnxao?

    • #8 by dreamar on February 10, 2011 - 3:14 am

      vaniKo სამწუხაროდ ხმის მიცემის სისტემა იგივეა: იმარჯვებს ის, ვისაც მეტი “ლაიქი” ექნება. 33ა-ში გაადღებულ ლაივები როდის დაიდევა მეც მაინტერესებს, ეს “აივნის” წარმომადგენლებს უფრო ეცოდინებათ :)) მე თუ გავიგე ამასთან დაკავშირებით რამე, დავწერ🙂

    • #9 by dreamar on March 26, 2011 - 4:01 pm

      ამ კონცერტის ვიდეოები დაიდო უკვე აივანის ფეისბუქზე http://www.facebook.com/Aivanitv

  1. The Georgians 5 წლისაა! « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: