როცა მოსიყვარულე ლუზერი ქმარი გბეზრდება

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთი სიმპატიური და მოსიყვარულე  ქმარი გყავთ. ის უზომოდაა თქვენზე შეყვარებული, არის საუკეთესო მამა და საკუთარ ოჯახს არაფერი ურჩევნია.  გყავთ უსაყვარლესი შვილი. ნორმალური შეძლების ოჯახი გაქვთ. ბევრი საერთო და ტკბილი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან. თქვენი თავრბუდამხვევი რომანი 6 წლის წინ დაიწყო. როგორ ფიქრობთ, იქნებით თუ არა 6 წლის მერეც ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ? გეყვარებათ თუ არა ისევ ისე ის, ვისაც წლების წინ შეჰფიცეთ, რომ მუდამ მის გვერდში იდგებოდით, ჭირშიცა და ლხინშიც?

შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ყველაფერი ასეთი იდეალურიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თქვენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი მუშაა, არც კარგი განათლებითა და არც წამრატებული კარიერით გამორჩეული. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე  ლუდს სვამს და მიუხედავად მისი პოტენციალისა, არაფრის შეცვლა არ სურს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ლუზერია…  პროვინციულ ქალაქში ცხოვრობთ. ადრე ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ აქ დარჩენა მოგიწევდათ. მეტად ნიჭიერი სტუდენტი იყავით და დიდ იმედებს ამყარებდით საკუთარ მომავალზე. მწვერვალების დაპყრობას გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენს პროფესიაში. მაგრამ აწმყო სხვანაირია: რიგითი მომსახურე პერსონალი ხართ და ამაოდ ცდილობთ უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებას. როგორ გგონიათ კმაყოფილი იქნებოდით ასეთი ცხოვრებით? ისევ ის გრძნობა გექნებოდათ თქვენი ქმრის მიმართ, როგორც ექვსი წლი წინ?

ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები ფილმში Blue Valentine (2010): წყვილს უყვარდება ერთმანეთი და წლების შემდეგ ეს უსაზღვრო სიყვარული სადღაც ქრება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ ფილმის ყურებისას, განსაკუთრებით ფინალურ სცენაზე მომაწვა ემოციები.😀 შემზიზღდა სინდი (ცოლი) და მისი როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი. როგორ უნდა მიატოვო ასეთი ქმარი! მითუმეტეს, როცა მის როლს რაიან გოსლინგი თამაშობს😛 თუნდაც ამ დიალოგის გამო ღირდა მასთან მთელი ცხოვრების გატარება: როცა მიშელი საყვედურით ეკითხება რაიანის გმირს: შენ ხომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რატომ არ გინდა რამე სხვა საქმეს მოკიდო ხელი (გულისხმობდა უფრო პრესტიჟულ სამუშაოს), რატომ არ გინდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, რაიანი პასუხობს, რომ მას მოსწონს საკუთარი სამსახური, რადგან ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს. “რაში უნდა გარდავქმნა ეს პოტენციალი, მაინცდამაინც მაღალ ანაზღაურებაში?…  ქმრისა და მამის როლი არის ის ერთადერთი რამ, რაც მე მინდა.” ასეთი არაეგოისტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მთელი საკუთარი პოტენციალი მხოლოდდამხოლოდ ოჯახს შეალიონ,  მაშინ როცა შეიძლება ბევრ სხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ძალიან ცოტანი არიან. განსაკუთრებით კაცებში, რომელთა უმეტესობისთვის პირადი მიღწევები ყველაზე ღირებული რამაა. რაიანი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და წინანდელი ურთიერთობა ცოლთან: “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”.

რაიან გოსლინგს უხდება ასეთი მგზნებარე შეყვარებულის იმიჯი. The Notebook (2004) შიც მსგავსად იწვოდა მისი გმირი სიყვარულით, მაგრამ იქ, Blue Valentine-სგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ამ ფილმში პირველად ვიხილე და იმთავითვე დაიმსახურა ჩემი გულისწყრომა. სინდის როლისთვის ის ოსკარზეც წარადგინეს ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. რაც შეეხება ფილმის რეჟისორს – Derek Cianfrance-ს – აქამდე მისი არცერთი ნამუშევარი არ მქონდა ნანახი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაუარესდა და საბოლოოდ დასრულდა. განშორების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, სიყვარული თავისით არ გაქრება, ამას აუცილებლად აქვს სხვა მიზეზები.

Blue Valentine-ში ზუსტად ეს მიზეზებია ნაჩვენები. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მკაცრ რეალობას: რამდენად ეგოისტები  და ბრმები არიან ადამიანები, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მათ ყურადღებას. ამ ფილმის ნახვა კიდევ იმიტომ ღირს, რომ ძალიან კარგადაა ნაჩვენები ყოველდღიური ურთიერთობების პატარ-პატარა და საყვარელი მომენტები: თუნდაც, როგორ ეთამაშება რაიანის გმირი შვილს, როგორ ცდილობს მის მიერ მოწონებული გოგონას ყურადღების მიპყრობას, როგორ უნდა მცირე სიხარული მიანიჭოს პანსიონატში გადმოსახლებულ მოხუცს და ა.შ.

“როგორ უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს, როცა ერთ დღეს გიყვარს და მეორე დღეს აღარ” – კითხულობს საკუთარი მშობლების ცივი ურთიერთობის შემხედვარე მიშელის გმირი. ამ შეკითხვას თავადვე გასცემს მოგვიანებით პასუხს საკუთარი საქციელით. მართალია, მე კი დავეჭვდი მისი გრძნობების გულწრფელობაში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს?

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Sophie SUNNY Golden on February 10, 2011 - 2:12 pm

    მარ, ერთერთი საუკეთესო პოსტია შენს ბლოგზე. სად იყავი აქამდე?🙂
    არ მინახავს ფილმი, მაგრამ ისე საკაიფოდ მოყევი… უილიამსის გმირი არც მე მომეწონა, როგორც შენ აღწერე, მაგრამ ზოგჯერ ქალებს უნდათ ძლიერი კაცი, მიზანდასახული და არა მხოლოდ ოჯახზე მიწებებული… ზუსტად არ ვიცი, როგორ და რატომ, მაგრამ ყველაფერი ცალსახოვანი არ არის.

    მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ძალიან კარგი მსახიობია, ყოველთვის ძლიერი როლები აქვს და ვაფასებ. ბევრნაირი სახის შექმნა შეუძლია. გოსლინგი რომ კაი ტიპია, ეს ხომ ვიცით და ვიცით🙂

    • #2 by dreamar on February 10, 2011 - 2:58 pm

      მადლობა სოფიი :* როგორ გამახარე, არადა მე რაღაც არ მომეწონასავით ეს პოსტი, ვფიქრობდი დამეშეარებინა თუ არა. ხოდა ახლა დავაშეარებ :))) კაცებს რაც შეეხება, ჩემი აზრით ასეთი ქმარი , როგორიც სინდის ჰყავს ფილმში, სანატრელია :))

  2. #3 by fsiQe on February 10, 2011 - 3:07 pm

    “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”. ყველაზე ცუდი შეკითხვაა. საშინელი.
    ფილმს რაც შეეხება, მე დიდად არ მომეწონა (იმ ზოგიერთ მომენტს თუ არ ჩავთვლით რაზეც შენც გიწერია აქ), მაგრამ მართლა ისე კარგად გიწერია, ნანახი რომ არ მქონდეს, აუცილებლად ვნახავდი. მიშელმა კიდევ მართლა დამსახურა წლევანდელი ნომონანტობა🙂

    • #4 by dreamar on February 10, 2011 - 10:58 pm

      მადლობა🙂 “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი” ჩემი აზრით, აქ ყველაზე მეტად ჩანს როგორ უყვარს რაიანს მიშელის გმირი: მზადაა საკუთარ თავზე, პიროვნებაზეც კი უარი თქვას. შეიძლება ეს ცუდია. მაგრამ ჩემთვის იდეალური სიყვარულია: როცა საკუთარ თავზე მეტად სხვა გიყვარს🙂

  3. #5 by knuti on February 10, 2011 - 3:10 pm

    რომ ვკითხულობდი მეც პროტესტი გამიჩნდა ცოლის მიმართ, ასეთი კარგი ქმარი და როგორ მობეზრდა –მეტქი? მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები,. მართლაც რომ ლუზერია ეგ კაცი. და სულაც არ მიდნა ჩემი ქმარი ოჯახსაადდა ცოლზე იყოს მოწებებული.

    შეემშევას რა😀

    • #6 by dreamar on February 10, 2011 - 11:02 pm

      შეიძლება ქმარი რომ მეყოლება მეც ასე ვიფიქრო, მაგრამ დღესდღეობით ჩემ წარმოსახვაში იდეალური ზუსტად რაიანისნაირი ქმარია :დ

  4. #7 by tatia on February 10, 2011 - 3:21 pm

    ბევრ რამეზე დააფიქრებს ეს ფილმი გოგოებს და არა მარტო გოგოებს, მაგრამ დიდად არ აღვფრთოვანებულვარ…
    ძალიან მომაგონა the notebook_ი, რამდენიმე ეპიზოდი კი ზუსტად იგივეა, რაიანის ორივე გმირიც გავს ერთმანეთს… აქაც პერსპექტიული სტუდენტი უყვარდება, იქაც…:P

    • #8 by dreamar on February 10, 2011 - 11:10 pm

      მე რითაც მომაგონა the notebook იყო რაიანის გმირი და თვითონ ფილმის თემა (სასიყვარულო ამბები), სხვა დანარჩენი განსხვავებულია: თუ the notebook-ში ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, Blue Valentine-ში ეს გრძნობა ცალმხრივია, იქ წყვილი თავიდან იწყებს ურთიერთობას, აქ – ასრულებს, იქ ძირითადად ხაზგასმული იყო ორი განსხვავებული სოციალური ფენის ურთიერთობების პრობლემა, Blue Valentine-ში კი ზოგადად სიყავრულის გაქრობასა და ამის მიზეზებზეა საუბარი. მსგავსებაც არის და განსხვავებაც. ორივე ფილმი მომწონს :)))

  5. #9 by ირინა on February 10, 2011 - 5:22 pm

    ღრრრრ ჩემმა ყოფილმა ბიჭმა ამ ქალს შემადარა:| :(((((((((((((((((((((

    • #10 by dreamar on February 10, 2011 - 11:13 pm

      :დ მიშელს თუ მიშელის გმირს? მიშელის გმირთან შედარებას არავის ვუსურვებ :დ

      • #11 by ირინა on February 12, 2011 - 4:23 pm

        მიშელის გმირს!:(((((((((((( მისურვე რამდენიც გინდა, შემადარა უკვე და😀

  6. #12 by tatia on February 11, 2011 - 3:37 pm

    თემა რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგრამ რეჟისორს თუ სცენარისტს მეტი ფანტაზია რომ ქონოდა, მაყურებელს მისი the notebook-თან შედარების აზრიც არ გაუჩნდებოდა…
    ზუსტად იგივეა ეპიზოდები, როცა რაიანის გმირი ღობიდან გადახტომით იმუქრება _ the notebook-ში კი კარუსელიდან. ქუჩაში რომ ცეკვავენ, მაგრამ აქ ეყოთ ფანტაზია და მარტო გოგო ცეკვავს😛 თვითონ რაიანიც როგორც მსახიობი იგივე იყო ჩემთვის…
    მოკლედ ”გემოვნებაზე არ დაობენ” გამოვიდა ბოლოს:)))

  7. #13 by Mallorie on February 17, 2011 - 8:18 am

    ნაყურები არ მაქვს, ვაპირებ ვუყურო.
    ისე, ახლა რომ დავფიქრდი, არ მინდა ეგეთი ქმარი. როდესაც თავის საქმეში წარმატებულია, უფრო მაღალი მწვერვალის დაპყრობა აქვს გეგმებში, მის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა მექნება. დროის გადანაწილება შესაძლებელია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: