საქართველოს ევროვიზიაზე Eldrine წარადგენს


19 თებერვალს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გამართულ ევროვიზიის ეროვნული ფინალში გაიმარჯვა ბენდმა Eldrine. ის 10 მაისს გერმანიაში გამართულ ევროფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგება. ჩემი პოსტი არ იქნება ეროვნული ფინალის ობიექტური განხილვა, არ მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რაც ისედაც იცით ან რასაც შეიძლება სხვაგან გაეცნოთ. თუ გაინტერესებთ რა ხდებოდა სცენაზე ჩემი სუბიექტური შეხედულებების გარეშე, უყურეთ myvideo-ზე ან tvali.ge-ზე 1 არხის19 თებერვლის ეთერის ჩანაწერს 6.30-საათიდან დან 7. 30-მდე.

ევროვიზიის ეროვნულ ფინალში მონაწილეობის სურვილი 50-მა მუსიკოსმა გამოთქვა. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში 10 თებერვლამდე
სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერის, ავტობიოგრაფიისა და ფოტოსურათის მიტანა. 50-დან თავდაპირველად შეირჩა 10 კონკურსანტი, შემდეგ სამი კონკურსანტი (ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ქეთი ორჯონიკიძე ) გამოეთიშა ევროვიზიის შესარჩევ ტურს: თაკო გაჩეჩილაძე ავად ყოფნის გამო, დანარჩენმა ორმა რატომ თქვა უარი მონაწილეობაზე, უცნობია. კითხვები ეროვნული ფინალის მიმართ თავიდანვე გაჩნდა. ცნობილი იყო, რომ “ნაციონალურ ფინალისტს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. ხმის მიცემის პროცედურა ათივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გასტანს. ამ დროის განმავლობაში მაყურებელს საშუალება მიეცემა თავის რჩეულს დაურეკოს ან დაუმესიჯოს. ზარის ღირებულება – 1 ლარი იქნება, თითოეული ნომრიდან – 20 ზარისა თუ სმს –ის დაფიქსირება მოხდება.” ანუ ვინ გაიმარჯვებდა დამოკიდებული იყო ჟიურიზეც და მაყურებელზეც. მაგრამ უცნობია, როგორ უნდა შეთანხმებულიყო ჟიურისა და მაყურებლის აზრი. მაგალითად, რა მოხდებოდა, თუკი ხალხის სიმპათია და ჟიურის ფავორიტი არ დაემთხვეოდა ერთმანეთს: ჟიურის გადაწყვეტილებას მიენიჭებოდა უფრო დიდი მნიშვნელობა თუ მაყურებლისას? გამარჯვებულის გამოცხადებისას არ დაუკონკრეტებიათ რომელმა შემსრულებელმა რამდენი ხმა მიიღო მაყურებლებისგან. ეჭვი მეპარება, რომ Eldrine-ს აეღო ყველაზე მეტი ხმა. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ჯგუფია. უბრალოდ მგონია, რომ თემო საჯაიასა და ნინი შერმადინს უფრო მეტი მსმენელი ჰყავთ, ვიდრე Eldrine-ს. ამიტომ ვინ იქნებოდა გამარჯვებული, ალბათ ჟიურიმ უფრო გადაწყვიტა, ვიდრე ხალხმა. უბრალოდ, რა საჭირო იყო მაშინ ამ “ხმის მიცემის პროცედურის” გამართვა, ვერ ვხვდები😐

ყველაზე სასაცილო და კურიოზული რამ! შეიძლება იცით კიდევაც, მაგრამ მე ახლახანს გავიგე: ევროვიზიაზე გამოსული შემსრულებლები მღერიან მინუს ფონოგრამაზე! ის, ვინც ინსტრუმენტებით გამოდის, ჩათვალეთ, რომ ტყუილად უკავია. რუსულ მუსიკალურ შოუებში არის მსგავსი შემთხვევები ხშირად და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, როგორ ცდილობენ შეგიქმნან ილუზია, რომ უკრავენ. ძალიან არაბუნებრივად გამოსდით.🙂

ხშირად მსმენია, რომ ნამდვილი მუსიკოსი არ უნდა იღებდეს ისეთ კონკურსებში მონაწილეობას, როგორიც ევროვიზიაა. ეს ხომ, პირველ რიგში, კომერციული და პოლიტიკური შოუა. “ჭეშმარიტ” ხელოვანს კი მსგავსი “პაპსავიკური” პროექტები არ უნდა აინტერესებდეს. მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ევროვიზია არის ევროპულ მუსიკალურ ბაზარზე გასვლის, კარგი პროდიუსერის პოვნისა და უცხოური ქვეყნის სცენაზე გამოსვლის საშუალება. ამიტომ ევროფესტივალში მონაწილეობის მიღება, ჩემი აზრით, სულაც არაა დასაძრახი.

მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია შარშან ევროვიზიისთვის გამოყოფილმა ფინანსებმა. “უღირს თუ არა საქართველოს “ევროვიზია” 802 100 ევროდ?” ამ საკითხზე ბევრი იდავეს. ეტყობა ორგანიზატორებმა ფინანსებთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინეს და ევროვიზიის ეროვნული ფინალისთვის რაც შეიძლება მცირე ხარჯები გამოყვეს. ეს ყველაფერი აისახებოდა: სცენის გაფორმებაზე, კონცერტისას დადგმულ შოუზე, მომღერალთა ტანსაცმელზე (მათ თვითონ იზრუნეს ჩაცმულობაზე)… თავად მუსიკოსებს უხდებოდათ აპარატურის ატანა-ჩამოტანა სცენაზე. მოკლედ, “სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ” :დ


პირველი მაყურებლის წინაშე თემო საჯაია წარსდგა. სწორედ ის თემო, რომელმაც სულ ახლახანს საქართველოს პრეზიდენტად წარმოგვიდგინა თავი: “მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ,მე ვიბრძვი რომ შენც მითხრა “მიყვარხარ”- გვიმღეროდა ის თავის ბოლო კლიპში. ევროვიზიის შესარჩევ ტურზე თემო სამშობლოს დამცველ ჯარისკაცად წარმოგვიდგა:

არ მეგონა თუ ასეთი მაღალი იქნებოდა თემო საჯაია. დახვეწილი მანერებითა და საუბრით მაჩოს შთაბეჭდილება დატოვა :დ

სიმღერა, რომელიც იყო ჩემი ერთერთი ფავორიტი და რომელიც, ჩემი აზრით, მინიმუმ გაჰიტებას მაინც იმსახურებს, არის სალომე კორკოტაშვილისა და სემის Love. და საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კორკოტა ძალიან საყვარელი გოგოა თავისი ბავშვური იმიჯით🙂 სემიც და სალომეც ბევრს იღიმებოდნენ. მიყვარს მოღიმარი ხალხი :პ

ჯგუფმა, რომელმაც იმთავითვე მიიქცია ყველას ყურადღება, განსაკუთრებით კი მამაკაცებისა, იყო სუპერსექსუალური ბენდის იმიჯზე პრეტენზიის მქონე „ტკბილი აბები“ (Sweet Pills). ყოველ ჯერზე როგორც კი ჩემს სამეგობრო წრეში ჩამოვარდებოდა საუბარი ევროვიზიაზე, სულ ამ გოგონებს ახსენებდნენ🙂 ვინ უფრო ლამაზი, გამხდარი ან მაღალი იყო – კონკურსის დროსაც კი ამის გარჩევა მიმდინარეობდა :დ

“ვარსკვლავების აკადემიის” გამარჯვებული_ დიტო ლაგვილავა_ თუ გახსოვთ ? თავისუფალი, უკომპლექსო და მხიარული ადამიანი, როგორც თავის თავს ახასიათებს🙂 ჯგუფ November-თან ერთად მანაც მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის შესარჩევ ტურში სიმღერით ,,ამ ახალ დღეს”.

საბერძნეთიდან დაბრუნებულმა ნინი შერმადინმა კონკურს x factor-ის გამარჯვებულის ტიტული და მავანთა თქმით ახალი სიყვარულიც _ მარკუს მეტრეველი_ მოიპოვა. ნინიმ ევროვიზიის კონკურსშიც სცადა ბედი, მაგრამ ცდა წარუმატებელი გამოდგა. არადა ბევრი სწორედ მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას. სხვათაშორის მარკუსიც თან ახლდა კონცერტზე :პ

კონკურსზე ყველაზე სიმპატიური ბიჭები ყველაზე არაქართული ჟღერადობის მქონე ჯგუფის (როგორც წამყვანმა აღნიშნა), The Georgians-ის, წევრები იყვნენ. “შეხედე, შეხედე რა საყვარელია” ჩურჩულებდნენ ჩემ უკან ვიღაც გოგოები მათი გამოსვლისას. კინაღამ მივუტრიალდი და ვუთხარი “დაწყნარდით, ოთხივეს შეყვარებული ჰყავს” :დ

გამარჯვება ყველაზე ბოლოს გამოსულ ბენდ Eldrine-ს ერგო. ამ ბენდს პირველად Tbilisi AlterVision-ზე მოვუსმინე. რადგანაც ერთერთ ძველ პოსტში მიწერია Eldrine-ს შექმნის ამბავი (ამბავია სწორი და არა ისტორია:პ) აქ აღარ დავწერ. კონკურსის დღეს ჯგუფის ვოკალისტს მაღალი სიცხე ჰქონდა და ამის გამო არც წინა დღეებში გამართულ რეპეტიციებს დაესწრო. თუკი საქართველოს ევროვიზიაზე წარმდგენი წინა სამი კონკურსანტი სოლო-შემსრულებელი იყო, ამჯერად მას პირველად ბენდი წარადგენს. მოიპოვებს თუ არა წინა წლებთან შედარებით უფრო მაღალ ადგილს საქართველო ევროვიზიაზე, ამას 10 მაისს გავიგებთ. წარმატებას ვუსურვებ Eldrine-ს!

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by sofo on February 21, 2011 - 9:37 am

    ამ სიმღერის სტუდიური ჩანაწერი ძალიან მომეწონა, თან რაღაცით ლინკინ პარკს წააგავს. ერთი სიტყვით თუ მოუვიდა ხმა და მართლა ისე იმღერა, როგორც სტუდიურ ჩანაწერში, ცუდი არ უნდა იყოს.

  2. #2 by Mary on February 21, 2011 - 11:45 am

    რატომღაც ამ ჯგუფზე ალტერვიზიონიდან დაწყებული სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც მიათრევს და ქაჩავს ძალით ) არ ვიცი რატომ )
    თუმცა მე იმითაც ძალიან ბედნიერი ვარ ჯორჯიანსმა რომ არ გაიმარჯვა =))
    დანარჩენი ვინც გინდა იყოს ის, დიდი წარმატების მომპოვებელი არ იყო მაქედან არცერთი )
    ნუ აი შერმადინს შეეძლო კიდევ რაღაც ალბათ:/

  3. #3 by Mary on February 21, 2011 - 11:48 am

    ეს ფილსი კიდევ სუფთა სფაის გერლსია😐

    • #4 by dreamar on February 21, 2011 - 1:57 pm

      xo mec zustad igive asociacia gamiCnda pirvelad rom movusmine maT simReras🙂

  4. #5 by mkitxveli on February 21, 2011 - 10:12 pm

    მე კიდევ სულ დავკარგე ინტერესი ამ კონკურსის მიმართ, ფორმალობა მგონია, არაოგანიზებული და რაღაცნაირად საცოდავი.
    სულ ვაპირებ მოვუსმინო მონაწილეებს მაგრამ მეზარება, ახლა შენთან მოსმენაც დამეზარა და სხვა დროისთვის გადავდე🙂

  5. #6 by Dora on February 23, 2011 - 7:38 pm

    საკმაოდ კარგიაა )))

    ალბათ შანსები გვაქვს )))

    იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის ))

  6. #7 by egoisti on February 27, 2011 - 1:01 am

    კორკოტა ძალიან მომწონს.
    “ტკბილი აბები” საოცრება იყო, იმით რომ მოსმენა არ შეიძლებოდა და მხოლოდ მამრობითი სქესი უყურებდა.
    დიტო ლაგვილავა და November მომეწონა, კარგად იმღერეს.
    ნინი შერმადინი არ მომწონს. რით გაიმარჯვა საბერძნეთში ვერ ვხვდები.
    The Georgians ნამდვილად კარგები არიან :))
    Eldrine-ს evanescence-ს ადარებენ. მე არ ვიცი ჯერ რას ვფიქრობ მაგათზე. შუაში გავიჭედე :)))

  7. #8 by gaygeo on February 28, 2011 - 11:28 pm

    კარგად შეფუთვა უნდა ეხლა ამ ჯგუფს – სიმღერას და ეგაა😉 ათეულში გარანტირებული გვექნება ადგილი😉
    მომეწონა!

  8. #9 by mariami on March 1, 2011 - 11:44 am

    tako martla shecvales? auuuuu tako jobia sofos ra……tako gaushvitttt!!!!!!!

  9. #11 by GiochiWinX on March 15, 2011 - 7:00 pm

    რავიცი რავიცი =[

    იმედია ვიზამთ რამეს ))

  10. #12 by Kon Mu on April 27, 2011 - 6:09 pm

    რატომ ხმის მიცემა და ფული შეუვიდათ სმს-ებიდან

  1. The Georgians 5 წლისაა! « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: