რა კავშირია სოციალურ მედიასა და გამქრალ მანქანას შორის

ხართ დაინტერესებული სოციალური მედიით? გსურთ საკუთარი ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელს მსოფლიოსთან საუბარი? მაშინ წიგნი “სოციალური მედია სკოლაში” თქვენთვისაა განკუთვნილი. თუკი აქამდე სოციალური მედიის შესახებ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვება ბლოგებიდან და ვებსაიტებიდან შეგეძლოთ, ახლა ამას პირველი ქართული სახელმძღვანელოც დაერთო. “სოციალური მედია სკოლაში”-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. (ამ წიგნის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ) წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინტერნეტის შექმნის ისტორია, რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა ადამიანებზე, ტრადიციული და სოციალური მედია, როგორ ვითარდებოდა ბლოგოსფერო, ბლოგის ეფექტური გამოყენება, facebook-ის შექმნის ისტორია და ასე შემდეგ. ყოველ თავს თან ახლავს შემაჯამებელი მიმოხილვა და პრაქტიკული დავალება. წიგნის გაფორმებაც მის შინაარსზე არანაკლებ მიმზიდველია თანდართული ილუსტრაციების სიუხვის გამო. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორისაგან, სანდრო ასათიანისგან, მეტად საინტერესო ამბები მოვისმინე: მაგალითად, იცოდით, რომ ირანში ყველა ბლოგერი ვალდებულია თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს? თურქეთში დაბლოკილია youtube, თურქმენეთში კი პირველი ინტერნეტკაფე, თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წელს გაიხსნა! ჩინეთში არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებელი 24 ბლოგერი ციხეში იხდის სასჯელს. facebook-ის wall-ზე სხვადასხვა მოსაზრებების დაწერა კი “კარგად დავიწყებული ძველი ხერხია”: ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ქალაქ პომპეის მაცხოვრებლებს ახასიათებდათ ეგ ჩვევა _ შენობების კედლებზე წერა, რომლებიც ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა. youtube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო თუ გინახავთ? თუ არა, მაშინ ნახეთ:

აღარ დავიწყებ სოციალური მედიის თავისებურებებზე, კარგ თუ ცუდ მხარეებზე საუბარს. ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ, გაეცანით წიგნს “სოციალური მედია სკოლაში”. ამ სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლარი მეც შემხვდა, ისევე როგორც პრეზენტაციის სხვა დამსწრეებსაც.

ახლა რაც შეეხება პრეზენტაციის შემდგომ ამბავს: გამოვედით გარეთ და მეგობრის მანქანისკენ გავემართეთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე პარკირების ადგილზე გააჩერა. მივედით და მანქანა აღარაა😐 თან ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ: ერთგან გაჩერებული მანქანა სხვაგან აღმოჩნდა სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო. მე ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელებმა ხომ არ გადაწიეს-მეთქი😐 ვეძებეთ, ვეძებეთ და ახლო-მახლო ვერსად ვიპოვეთ. საგონებელში ჩავვარდით, ხოდა მერე გავარკვიეთ, რომ თურმე იმ ადგილზე არ შეიძლებოდა ავტომობილის გაჩერება და ევაკუატორით წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. არადა სხვა მანქანებიც იდგა გარშემო. მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა: მანქანა პატრონს ჩაბარდა.
გარდა იმისა, რომ დღეს (უკვე გუშინ) საინტერესო პრეზენტაციისა და “უჩვეულო” ამბის მომსწრე გავხდი, პირველად დავხატე ზეთის საღებავებით და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფუნჯის მოსმის პროცესი. ჩემი აზრით, ფუნჯით საღებავის მოსმა ტილოზე არის საუკეთესო დამამშვიდებელი თერაპია. ჩემს “შედევრს” არ გაგაცნობთ, ჯერ ადრეა ამისთვის :)))

, , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Mari on March 3, 2011 - 2:12 pm

    საინტერესო იყო პრეზენტაცია, მაგრამ სანამ სახლამდე მივაღწიე, კინაღამ გავიყინე, ამ ბლოგერების გადამკიდე😀
    ჰო, კიდევ იმ ინტერნეტ-კაფის ამბავი მომეწონა, სპეცნაზელები რომ ყარაულობენ😀

    • #2 by dreamar on March 3, 2011 - 11:03 pm

      ჰაჰა🙂 კიდევ იმაზე გამეცინა მე, პუტინი რომ იყო რომელიღაც ქალაქში ჩასული და აბრა წარწერით “პრივეტსტვუემ ვესელოგო გნომიკა” რომ ჩამოხსნეს:/ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: