რუსთავი2-ის ჟურნალისტმა პასუხი უნდა აგოს

ძალიან ბერვი მარაზმული სიუჟეტი მინახავს ქართველი “პროფესიონალი” ჟურნალისტების დამსახურებით. თუმცა, იმან, რაც ბოლოს ვნახე, ყოველგვარ ზღვარსა და მოლოდინს გადააბიჯა. რუსთავი2-ზე “კურიერში”, 19 მარტს 18 საათზე, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოგვითხრობს საკუთარი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალის შესახებ. ნაადრევი მშობიარობის შემდეგ გაჩენილი სისხლისდენის გამო ის საავადმყოფოში მოათავსეს. ქალის განცხადებით, მან მკვდარი 7 თვის ჩვილი გააჩინა და მიწაში დამარხა. არსებობს ეჭვი, რომ დედას სურდა ნაყოფის მოცილება, რამაც გამოიწვია ბავშვის სიკვდილი. ვისაც ეს სიუჟეტი არ გინახავთ, იხილეთ აქ. მისი ავტორია ეკა გაგუა.

წინა პოსტში ვწერდი ობიექტურობის პრინციპზე, რომლის დაცვაც ჟურნალისტს ევალება (ამ პოსტის “მუზა” იყო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი), დღეს, ეკა გაგუას სიუჟეტით შთაგონებულმა, მინდა დავწერო ჟურნალისტთა კიდევ ერთი, ძალიან მნიშველოვანი პრინციპის შესახებ: პირადი ცხოვრებისა და ღირსების პატივისცემა. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებისას უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა არ შელახოს ამ მოვლენაში ჩართულ ადამიანთა პირადი უფლებები. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე მართებთ მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის ან უბედური შემთხვევის აღწერისას. დაუშვებელია ეჭვმიტანილის, დაზარალებულის და მათი ნათესავების იდენტიფიცირება, თუკი ამას საზოგადოებრივი ინტერესი არ მოითხოვს.

ზემოთხსენებულ სიუჟეტში ჩვილის მოკვლაში ეჭვმიტანილი დედის შესახებ თითქმის ყველაფერი გავიგეთ: მისი სახელი და გვარი, წლოვანება, საცხოვრებელი ადგილიც კი! მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი:
მუხლი 49. 3. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მუხლი 35. 4. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

ჟურნალისტი ამაყად გვიყვება, როგორ მოახერხა მან შესვლა შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედის პალატაში: ” ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა შევსულიყავით იმ პალატაში, სადაც წევს … ჩვენ მას ძალიან ბევრი შეკითვხა დავუსვით, თუმცა მან არცერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, მან არც სახის გამოჩენა არ ისურვა კამერების წინაშე.” ეკა გაგუა ცდილობს როგორმე აალაპარაკოს დანაშაულში ეჭვმიტანილი და პალატაში შეჭრისთანავე კითხვებზე გადადის: “თუ შეიძლება, გვითხარით სახლის პირობებში მოხდა ხო ნაყოფის მოშორება? მხოლოდ ორი სიტყვა გვითხარით ამ ფორმით რატო გადაწყვიტეთ, რატო საავადმყოფოს არ მიმართეთ?” მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად:

მუხლი 35. 20. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.
მუხლი 35. 21. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე.

რუსთავი2-ს ჟურნალისტმა ამ სიუჟეტის გამო პასუხი უნდა აგოს!

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by ქეთი on March 20, 2011 - 8:55 am

    საერთოდ, რატომ უშვებენ “იმედის” და “რუსთავი 2ის” ჟურნალისტებს საავადმყოფოებში? ჩემია ზრით, ამ შმტხვევავში ჟურნალისტიც და საავადმყოფოს პერსონალიც არაეთიკურად იქცევა. იქნებ ადამიანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ახლობლებს არ უმხელს.

    • #2 by dreamar on March 20, 2011 - 10:39 pm

      გეთანხმები სრულიად. ჯერ ერთი, როცა ხედავ ადამიანი რა დღეშია, რატომ უშვებ მასთან ჟურნალისტებს? ასეთ დროს ახლო ნათესავებსაც არ უშვებენ ხოლმე. თავად იმ ქალისგან უნდა აეღოთ ნებართვა ჟურნალისტების შემოშვებაზე მის პაალტაში😐 როგორც ჩანს, საავადმყოფოს პერსონალიც ისეთივე არაპროფესიონალია, როგორც ეს ჟურნალისტი.

  2. #3 by Giochi on March 20, 2011 - 2:17 pm

    გეთანხმები, ეს სახალხოდ არის გამოსაჩენი.

  3. #4 by ninnaka on March 20, 2011 - 2:41 pm

    რომელ ქცევის კოდექსზეა საუბარი და რომელ პასუხისმგებლობაზე, როცა თავად გადაცემა “პატრული” არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და სიუჟეტის გაშუქებისას დაკავებულის სახეს და რეკვიზიტებს ფართო საზოგადოებას ამცნობს, მოსახლეობას წარუდგენს როგორც დამნაშავეს, ის კი ავიწყდებათ რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამნაშავედ მანამ, სანამ სასამართლო არ დაადგენს ამას…

    • #5 by dreamar on March 20, 2011 - 10:57 pm

      სამწუხაროდ ეს სიუჟეტი არაა პირველი :ს რუსთავი2-ს არაერთხელ დაურღვევია ადამიანის უფლებები და ეთიკური ნორმები. “პატრულზეც” გეთანხმები. უდანაშაულობის პრეზუმფციას რაც შეეხება, ამ სიუჟეტშიც თითქოს დარღვეულია ეს პრინციპი: ჟურნალისტი ქალს უსვამს კითხვებს მკვლელობის დეტალებზე და შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ქალი არა ეჭვმიტანილი, არამედ უკვე დამნაშავეა. თუმცა, მაინც სადავოა.

  4. #6 by Seymour Glass on March 20, 2011 - 7:11 pm

    ფუ რა, სენსაციას დახამებულები არიან : /

  5. #7 by dv0rsky on March 21, 2011 - 6:43 am

    ვაი რომ არავინ აქცევს ყურადღებას არც სტანდარტებს, არც არაფერს😦

  6. #8 by Jessie on March 21, 2011 - 7:19 am

    ეჰ, ჩემო კარგი.. ამ კოდექსს იცავენ ცივილიზებულ ქვეყანაში.. აქ ოღონდ უფრო სკანდალური სიუჟეტი გმოუვიდეთ და მგონი ღვიძლ დედასაც გაყიდიან😦

  7. #9 by TeTnuldi on March 28, 2011 - 8:27 am

    უკაცრავად და ვერ გავიგე მუხლი 49. 3. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.
    რას ნიშნავს საზოგადოებრივი ინტერესისი მქონე საქმე?ამ ქალაბტონის ამბავი თავისთავად საზოგადოებრივ ინტერესს არ ბადებს? ისე, რამდენჯერ აქვთ დარღვეული ჟურნალისტებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ღირსები არიან სასანრათლოში უჩივლონ რესპოდენტებმა.

    • #10 by dreamar on March 28, 2011 - 12:08 pm

      საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ამ ქალბატონის ვინაობის გაგების გარეშე შეიძლებოდა. მისი ვინაობის გამხელით კი მხოლოდდამხოლოდ ეს ქალბატონი დაზარალდა.

  8. #11 by g9gjeux on April 8, 2011 - 4:32 am

    xo aravin aravis ar indobs eg kodesi mato normanul qveynebshi moqmdebs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: