Fake Love


ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებსაცო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ ამ აზრს და მჯერა მარადიული გრძნობების, განშორება ორ ადამიანს შორის ისეთივე ჩვეულებრივ და გავრცელებულ მოვლენად მიმაჩნია, როგორც მათი დაწყვილება. ყველაზე მეტად ყველანაირი ურთიერთობის დროს ვაფასებ გულწრფელობას. გულწრფელობა საჭიროა არამარტო სასიყვარულო ურთერთობის დაწყებისას ან მიმდინარეობისას, არამედ ამ ურთიერთობის დასრულების დროს. ყველაზე მეტადაც კი. როცა ორ ადამიანს აღარ აკავშირებს სიყვარული, სჯობს ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გაესაუბრონ ერთმანეთს თავიანთ გრძნობებზე და მიიღონ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მომავალში მათი ურთიერთობის შესახებ. სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა ორიდან მხოლოდ ერთს უქრება სიყვარულის გრძნობა. ასეთ დროსაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შნო, რომ ერთ დროს ყოფილ შეყვარებულს აუხსნას ყველაფერი და რაც შეიძლება უმტკივნეულოად დაასრულოს ურთიერთობა. სამწუხაროდ, რეალობაში სხვანაირად ხდება ხოლმე.

განშორებისას ნათქვამი ყველაზე ყალბი ფრაზებია:

1) დავრჩეთ მეგობრებად _ ყველაზე უაზრო, ფართოდგავრცელებული და ყალბი შემოთავაზება. თუკი შეყვარებულთაგან არცერთს აღარ უყვარს ერთმანეთი და სურთ მეგობრებად ყოფნა, ეს თავისთავად მოხდება. ყველანარი პირობის მიცემის გარეშე. მაგრამ როცა ერთერთს კვლავინდებურად უყვარს მეორე და სურს მასთან ურთიერთობა როგორც შეყვარებულს, მას კი ამ დროს მეგობრობას სთავაზობენ, ასეთი ურთიერთობა ნაძალადევი და ყალბი გამოდის. მე ასეთ “მეგობრობას” ეჭვის თვალით ვუყურებ.

2) მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის _ დაშორების ეს არგუმენტი ჩემთვის ცოტა გაუგებარია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი ადამიანი მეორისგან მეორე დღესვე ან უახლოესი კვირების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვს ოჯახის შექმნას :დ თუკი ოდესმე თქვენი გოგოსგან (ბიჭისგან) მსგავს ფრაზას მოისმენთ, ჩათვალეთ, რომ არ უყვარხართ. მზადყოფნა/მოუმზადებლობა არაფერ შუაშია. ამ საკითხის გადაჭრა დაშორების გარეშეც შეიძლება, მაგალითად, თუნდაც იმის გარკვევით, როგორი ურთიერთობა სურს თქვენს გოგოს (ბიჭს).

3) შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მე არ ვარ შენი ღირსი _ ამ წინადადების ავტორები ვერ გიბედავენ იმის თქმას, რომ უბრალოდ აღარ უყვარხართ, რადგან არ უნდათ “ცუდები” გამოვიდნენ თქვენს თვალში და “გაგაბოროტონ” (სიყვარულისგან გამწარებული ადამიანი რაზე არ არის წამსვლელი :დ), ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებენ. მსგავსმა ფრაზამ შეიძლება თვენი აღფრთოვანებაც კი გამოიწვიოს (“როგორ ვუყვარვარ, საკუთარ თავზე უკეთესი უნდა ჩემთვის”). მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ როცა ადამიანს მართლა უყვარხარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს შენი თავი და “შენი ღირსი” გახდეს.

4) მიყვარხარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, არ მგონია ჩვენი ურთიერთობა გამოვიდეს _ შეყვარებულთაგან ერთერთი იწყებს იმის მტკიცებას, რა კონფლიქტები და ჩხუბები გადაიტანეს ამ განსხვავებების გამო და მიდის დასკვნამდე, რომ მათ მომავალი არ აქვთ. სინამდვილეში (მითუმეტეს მაშინ, როცა მსგავს თემაზე საუბარი ურთიერთობიდან ორ-სამ თვეში შედგება), ამ ყველაფრის მიზეზი არის მობეზრება.

5) მიყვარხარ, მაგრამ ახლა რთული პერიოდი მაქვს _ რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს ადამიანს, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შვების მომტანი. ამიტომ ამ ფრაზის მთქმელი ადამიანი ტყუის და უბრალოდ უნდა თავისი გოგო (ბიჭი) თავიდან მოიცილოს ზედმეტი კითხვებისა და დადანაშაულებების გარეშე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაშორდეს ორი ადამიანი, თუკი მათ ისევ უყვართ ერთმანეთი. ჩემი აზრით, განშორების ერთერთი ყველაზე ნამდვილი მიზეზი არის გადაყვარება. მე მჯერა სიყვარულის უსაზღვრო ძალის :დ

პ.ს თუ გაგახსენდებათ კიდევ რამე მსგავსი ყალბი ფრაზები, მომწერეთ კომენტარებში.

, , , , , , , , , ,

  1. #1 by dv0rsky on April 2, 2011 - 6:38 am

    კიდევ ერთი ფრაზაა – “მოდი დროებით აღარ შევხვდეთ ერთმანეთს” ან “დროებით იქნებ სხვა ხალხთან შეხვედრა გვეცადა ორივეს”

    მაგრამ ისე არ გეთანხმები, რომ მარადიულია.

    სიყვარული არის ხესავით – დათესავ, მორწყავ, მოუვლი და კარგადაა. როგორც კი აღარ უვლი, დაჭკნება და გახმება – ასე რომ, თუ დაშორდი ვინმეს, მისი სიყვარულიც გადაგივლის.
    რა თქმა უნდა, ის გამხმარი ხე კი ჩაგრჩება სადღაც გულის სიღრმეში, მაგრამ… ეგ არაფერი😉

    • #2 by Lord Vader on April 3, 2011 - 9:09 am

      ან ასე – წადი, გაიგულავე, სხვებიც ნახე და თუ ჩემზე უკეთესი შეგხვდა ვინმე, რა გაეწყობა, თუ არადა, გასაღები საფოსტო ყუთში იქნება.

      • #3 by dreamar on April 28, 2013 - 3:16 pm

        😀😀

  2. #4 by Here Comes The Sun on April 2, 2011 - 4:55 pm

    მომეცი დრო საკუთარ თავში (გრძნობებში) გავერკვიო __ განსაკუთრებით ნმაშინ ჟღერს ყალბად უკვე რამდენიმე თვიანი ურთიერთობა თუ გაქვთ.. რაღა გარკვევა გინდა.. ჰმმ

  3. #5 by ირინა on April 2, 2011 - 10:38 pm

    მართალი ხარ, მარ, მაგრამ ხანდახან სხვანაირად მაინც არ გამოდის :|:|:| მე მინდა, რომ როცა პარტნიორს ეუბნები: “აღარ მინდა შენთან” ის არ გპასუხობდეს “რატომ?” ნუ კაი, ერთხელ მოჟნა, მეორედ, მესამედ, მეოთხედ და მეასედ მაინც აღარ ამბობდეს😐 :))))) კი გამოვედი მოძალადეს და აფერისტის როლში, მაგრამ არც “მსხვერპლები” აკლებენ ხოლმე რა😛

  4. #6 by Lord Vader on April 3, 2011 - 9:08 am

    მეძალიან კარგი ადამიანი ვარ, შენ არ ხარ ჩენი ღირსი

  5. #7 by Zurriuss.GE - მიყვარხარ, მაგრამ მინდა, გამოვცადო, უშენოდ რამდენ ხანს გავძლებ :)))) on April 5, 2011 - 9:19 am

    მე უფრო ამ პოსტის დაწერის მიზეზი მაინტერესებს🙂

  6. #8 by Jessie on April 11, 2011 - 10:37 am

    არასოდეს შევთავაზებ ყოფილს მეგობრებად დარჩენას. და არც მისგან მივიღებ ამ შემოთავაზებას… სისულელეა და მარაზმია. ჩემს თავზე გამოცდილი ვარ… არაფერი გამოვა ამისგან🙂

  7. #9 by rtlspiele on April 14, 2011 - 7:15 am

    zalian rtuli satqmelia ver viyvi verafers

  8. #10 by g9gjeux on April 14, 2011 - 7:17 am

    kargi postia magram vin dawera da ra mizezit tu dawers ufro intrignuli iqneba da ufro bevri gadaikitxavs mizezi mainteresebs ufro metad dawert?🙂

  9. #11 by giochiwinx on April 14, 2011 - 7:18 am

    shemitavazebia me poradad megobrad darchena mara aseo iseo mara arao da exla tavs xom ar moviklavdi🙂

  10. #12 by mahjong on April 14, 2011 - 7:19 am

    cota ar iyos rtuli temaa ver ityvi kaci magas tu piradad ar gadagxdomia egeti rame tavs mgoni swori var xo?

  11. #13 by 1001giochi on April 14, 2011 - 7:20 am

    modit ra ra siyvaruli ris siyvaruli glaobs sruliad planeta xalxo me gulaobas araferi mirchevnia erti eg shegvrcheba🙂 tqveni natkaa

  12. #14 by catherinemolko on April 21, 2011 - 2:09 pm

    ისე მამენტ ეგ ბანალური ბრტყელი ფრაზები ერთხელ მაინც ხომ გვითქვამს ყველას :დ

  13. #15 by beqex on May 14, 2011 - 8:47 pm

    ვაი რომ ვეთანხმები ამ პოსტს…

  14. #16 by zodiacvirgo on July 20, 2011 - 1:41 pm

    ამ პოსტს ყველა უნდა დაეთანხმოს )))89,9% მეტი თუ არა ასე იქცევა და ასეთი ფრაზებით ცდილობს ვიღაცის მოშორებას ,რომელიც თითქოს ადრე უყვარდა:დ მაგარამ თვითონ ადამიანი უნდა დაფიქრდეს სანამ ვინმეს ეტყვის სიტყვას “მიყვარხარ” და იმ გრძნობაზე დაუწყებს ლაპარაკს,რომელიც არ იცის …(ამ გრძნობას ყველაზე ადვილად სახმარი და ძალზედ გაცვეთილი სიტყვით გამოხატავენ???!!!) ერთ ადამიანს მეორე თუ ნამდვილად უყვარს რაც არ უნდა დიდმა დრომ გაიაროს ის არ იტყვის “მიყვარდა” და შემეზიზღაო,ან მომბეზრდაო ან რაიმე ეგეთი :@
    შეიძლება ასეთი სიტუაცია იყოს გოგო ეუბნებოდეს ბიჭს შემხვდიო და ბიჭი ისტუმრებდეს ასეთი პასუხით დაიცა ხო უნდა მოგენატროო :@ ეს ჩემთვის მაგალითად სრული აფსურდია(მე ის ადამიანი რომელიც მიყვარს ყოველთვის მენატრება გინდ 2 წუთის წინ მყავდეს ნანახი და ასეთი რამ რომ მითხრას ვიფიქრებ რომ ჩვენ გრძნობას სიყვარული არ ერქვა და უბრალოდ მიჩვევის ან გატაცების ამბავი იყო :))

  1. “აწეული თრახი” და “ვაი-სადღეგრძელოების” პოპური

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: