მცირე საყვედური ქართველ მამებს :)

ამასწინათ უცხოეთში მყოფი მეგობარი მიყვებოდა როგორ აძინებს თავის ორი წლის შვილს: ჯერ ერთ ჭიქა რძეს ასმევს, აბანავებს, კბილებს უხეხავს, პიჟამოს აცმევს, ლოგინში აწვენს დათუჩასთან ერთად, აკოცებს და ღამემშვიდობისას ეუბნება. ერთი საყვარელი ძილისწინა რიტუალია მოკლედ🙂 რა კარგი მამა ყოფილხარ, შენს შვილს გაუმართლა-მეთქი,_ ვუთხარი. რას ამბობ, ეს ხომ იგივეა რომ გითხრან, რა კარგი ქმარი ხარ შენს ცოლს ყოველდღე რომ არ ცემო. შეიძლება ასეთი ქცევა და ზრუნვა შვილზე მართლაც ელემენტარული იყოს. თუმცა, საქართველოში რომ ასე არ არის და მამებს შვილებთან (მცირეწლოვნებს ვგულისხმობ) უფრო დისტანციური დამოკიდებულება რომ აქვთ, ეგეც ხომ ნათელია. მიიჩნევა, რომ ბავშვის ჩაცმა, ბანაობა, მისთვის პამპერსების გამოცვლა, დაძინება, ჭმევა (თუ ჭამა?) დედის საქმეა. მამის ფუნქცია კი ოჯახში ფულის შემოტანით შემოიფარგლება. ერთი-ორჯერ შვილს თავზე ხელი თუ გადაუსვა, ეგეც საკმარისია. თუ არ მეთანხმებით,თქვენ თავს კითხეთ: რამდენად ხშირად გაბანავებდათ მამა? რამდენად ხშირად გიცვლიდათ პამპერსებს? გაძინებდათ? გეთამაშებოდათ? გასეირნებდათ? გიკეთებდათ საჭმელს და გაჭმევდათ?გიკითხავდათ ზღაპრებს ძილის წინ ან გიმღეროდათ? დაყავდით ბაღში? მცირე გამოკითხვა ჩავატარე ჩემს მეგობრებში და ამ კითხვებზე უმეტესწილად უარყოფითი პასუხი მივიღე.

არ ვიცი, რისი ბრალია ეს, მამებს უტყდებათ მსგავსი ქცევები (თუნდაც პამპერსის გამოცვლა შვილისთვის), ეზარებათ, დრო არ რჩებათ თუ უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არაა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ დამოკიდებულებას სტერეოტიპები იწვევენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია შეიცვალა: ახლა ბევრად უფრო ხშირად დაინახავთ პარკებში შვილთან მოსეირნე ან მოთამაშე მამებს. ნაცნობებშიც უფრო მეტად მოიძებნებიან მზრუნველი და ყურადღებიანი ახალგაზრდა მამიკოები : )

ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში. მხოლოდ გენდერული თანასწორობის გამო არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შვილის გამო _ სრულყოფილ პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს და კიდევ, თავისუფალი იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან. ცოლისთვისაც დიდი მხარდაჭერაა, როცა ხედავს როგორ უვლის შვილს მისი ქმარი. ასე, რომ მე მიყვარს მზრუნველი მამიკოები! :))

, , , , , ,

  1. #1 by catherinemolko on April 29, 2011 - 9:39 pm

    მამა ძუძუ მინდა … ნამუ ნამუ

    • #2 by dreamar on April 29, 2011 - 10:07 pm

      :დ ისე მე ბავშვობაში მეგონა, რომ როგორც დედას რძე აქვს ძუძუებში, მამას ჰქონდა მაწონი :დ :დ :დ მაწონი მამაა :)))

  2. #3 by Nina Gorecki on April 29, 2011 - 9:53 pm

    ახლა მივხვდი რა საყვარელი მამა მყავს🙂 ბავშვობაში ზღაპრებს მიყვებოდა და ისე მაძინებდა ხოლმე :))❤ მიმღეროდა კიდეც, მაგრამ ეგ არ ითვლება, რადგან პროფესიით მუსიკოსია :დ

  3. #4 by Ray on May 1, 2011 - 9:32 am

    ეჰ მე მამაჩემზე ხმას არ ამოვიღებ :|| ვფიქრობ უფრო უტყდებათ იზრუნონ შვილზე… მიაჩნიათ ეს კაცის საქმე არაა და თუ თვითონ მიხედავს შვილსაც და ფულსაც შემოიტანს მაშ ცოლი რაღას უკეთებს??! რისთვის მოიყვანა სახლში?? რაც შეეხება გენდერს :დ ეგ მემგონი კონსტიტუციაშიც ვერ გაიგო ქართველობამ არა ეხლა ცხოვრებაში კიდე ეგღა აკლიათ :დ:დ:დ;დ:

  4. #5 by PRSchool on May 4, 2011 - 5:15 am

    სტოპ! ეგ ის უცხოეთი არ არის, შვილი რომ გაიზრდება და მშლობლები რომ არ ახსოვს? რატომღაც მგონია, რომ უცხოეთში ყველაფერი ეგ ინსტინქტების დონეზე აქვთ დაყვანილი. პატარებზე ზრუნავენ, მერე შვილები მიდიან, იწყება გაუცხოება და შვილები მშობლებს მოხუცთა თავშესაფარში ადარებენ. იწყება ახალი რგოლი…

    • #6 by dreamar on May 4, 2011 - 12:48 pm

      ჩემი აზრით, ეგ მეორე უკიდურესობაა. ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც შვილის მიმართ მცირე ყურადღება და კონტაქტი. თუმცა, ძალიან მომწონს, მაგალითად, ამერიკული ოჯახები, სადაც შვილები რომ გაიზრდებიან, სასწავლებლად მიდიან, მშობლები კი მარტონი რჩებიან. დედ-მამას უფრო მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის, მათი შვილი კი უკვე დამოუკიდებელი ადამიანია, რომელმაც საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მართოს. მერე შვილები საკუთარ ოჯახებს ქმნიან და დღესასწაულებზე ერთად იკრიბებიან ხოლმე🙂 ანუ დავაკონკრეტებ: მომწონს ის დამოუკიდებლობა, რომელიც ამ ოჯახებს გააჩნიათ; არ არსებობს ტრადიცია, რომ შვილმა (ბიჭზეა საუბარი) მშობლებთან ერთად უნდა იცხოვროს, რომ შვილს ცხოვრების ყველა ეტაპზე ჭირდება მშობლის დახმარება, რასაც ხშირად პირად საკითხებში უხეში ჩარეა მოჰყვება ხოლმე.

    • #7 by エカ (aka Katiee) on May 9, 2011 - 9:07 pm

      სტერეოტიპია ეგეც, ისეთ შვილებს და მშობლებს ვიცნობ უცხოელებს, არ დაესიზმრება ბევრ ქართველს.
      შვილებს თუ საწოლში არ უვარდებიან და ზურგს არ უხეხავენ ბანაობის დროს, ამით დამოუკიდებლობას აჩვევენ და უუნაროებად არ აყალიბებენ.
      თუმცა, თუ ზომიერებას ვერ იცავენ, ისევე იღებენ ზედმეტად დისტანცირებულ შვილებს, როგორც ჩვენ ვიღებთ – დედიკოს ბიჭებს და მონა-მორჩილ გოგოებს.

  5. #8 by beqxx on May 22, 2011 - 11:40 am

    ნამდვილად არ ეკუთვნის ეს საყვედური მამაჩემს🙂 ყოველთვის ძალიან მაგარი მამა იყო და არის ჩემთვისაც და ჩემი დისთვისაც, ასეთი ვიქნები მეც,დარწმუნებული ვარ )

  6. #9 by irina on June 18, 2011 - 9:17 am

    arc mamachems exeba eg ambavi: sul mamachemis kiserze vijeqi mteli bavshvoba sanam mdzravda, marto mamachems vucherdebodi tmis dasavarcxnad, sxva ver mvarcxnida da cirktan rom bushtebi iyideboda, imas myidulobda, mere acharastan nayins vyidulobdit da ase bednierebi vbrundebodit xolme saxlshi.😛 ertxel kide saxlshi vtamashobdit da sxva ro vegaraferi moifiqra da mtelifantazia amowura, adielebisgan karavi agviwyo😀 magari kacia, prosta kamati ar icis da tavis azrs dzalis gamoyenebit gaxvevs tavze😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: