ბუნებრივი სილამაზე vs ხელოვნური სილამაზე

უკმაყოფილო ხართ თქვენი მკერდის მცირე ზომით? პლასტიკური ქირურგები შეძლებენ მისი ფორმისა და ზომის დახვეწას.
გრძელი და უშნო ცხვირი გაქვთ? ცხვირის რინოპლასტიკა გიშველით.
გაღიზიანებთ ცხიმოვანი ქსოვილები თქვენს სხეულზე? არც დიეტა და არც ვარჯიში გშველით? ლიპოსაქციაა თქვენი მხსნელი.

განსხვავებით წინა საუკუნეებისგან დღეს ადამიანს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეცვალოს საკუთარი გარეგნობა. ძალიან ბერვი ადამიანი აკრიტიკებს გარეგნობის შეცვლის ხელოვნურ მეთოდს: პლასტიკურ ქირურგიას. ეს მეთოდი ადამიანს ბუნებრიობას ართმევს და მის გარეგნობას ერთფეროვანსა და სტანდარტულს ხდის. პლასტიკური ქირურგიის ცუდი შედეგების დასამოწმებლად ხშირად შემდეგი მაგალითები მოჰყავთ:

ჯექსონი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი ცხვირის გამო

56 წლის იტალიელი დიზაინერი დონატელა ვერსაჩე

სილვესტერ სტალონეს დედა ჯეკი სტალონე

მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ყველაზე ლამაზებად და სასურველებად მივიჩნევთ, მრავალს გამოუცდია პლასტიკური ქირურგის სკალპელის “გემო”. თუმცა, მათ ამ ნაბიჯის გამო არ მაინცდამაინც არ აკრიტიკებენ _ ოპერაციის გარეშე ბევრად უფრო ლამაზი და ბუნერბივი იყოო.

25 წლის მსახიობი მეგან ფოქსი არაერთი გამოკითხვის შედეგად აღიარეს ერთერთ ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და სასურველ ქალად. თუმცა, სანამ ამ ტიტულებს მოიპოვებდა,მეგანმა რამდენიმე ცვლილებაც მოახდინა საკუთარ გარეგნობაში.

პლასტიკური ქირურგის სტუმრები იყვნენ:

salma hayek2

სელმა ჰაიეკი

ნატალი პორტმანი

ანჯელინა ჯოლი, რომელსაც ხშირად “აბრალებენ” ტუჩების დაბერვას. თუმცა, მისი ტუჩები ნამდვილად ბუნებრივია, განსხვავებით ცხვირისგან, რომელიც ოდნავ შეთხელებულია.


სკარლეტ იოჰანსონი

ჟიზელ ბიუნდჰენი

ქეით მოსი

ashlee simpsonეშლი სიმფსონი

nicolekidman_may23ნიკოლ კიდმანი

blake livelyბლეიქ ლაივლი

კოკო შანელს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი “Nature gives you the face you have at twenty; it is up to you to merit the face you have at fifty”. იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანი არ უვლის საკუთარ თავს და მაინც ისეთი ლამაზი რჩება, როგორც ახალგაზრდობისას იყო. დღეს უამრავი მეთოდი არსებობს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. მე მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბუნებრივ მეთოდებს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვერაფერი, გარდა პლასტიკური ქირურგიისა, ვერ გიშველის: ცხვირი ვერ დაგიპატარავდება თავისთავად, მშობიარობის შედეგად გაჩენილ სტრიებს ვერანაირი კრემი ან მასაჟი ვერ გააქრობს და ა.შ. პლასტიკური ოპერაციების გამო ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან და ერთფეროვანნი ხდებიანო. თუმცა, ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგ სპეციალისტთან გაიკეთე ოპერაცია. მაგალითად, კარგი პლასტიკური ქირურგი ცდილობს შეცვალოს პაციენტის ცხვირი არა სტანდარტული ცხვირით, არამედ ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე იმით, რაც მოუხდება პაციენტს. ზემოთ მოყვანილი პოპულარული პიროვნებებიდან რომელს ეტყობა, რომ რაიმე სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუკი წინანდელ ფოტოს არ შევადარებთ?

ბუნებრივობის დამცველებსა და ხელოვნურობის მოძულეთ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანის დაბერებაც ბუნერბივი პროცესია. მაშინ ნუ შეებრძოლებიან ამ პროცესს: ნუ წაისვამენ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს, ნუ გაიკეთებენ წარბების კორექციას, საერთოდ იარონ “ბანჯგვლიანებმა”, გაჭაღარავდნენ, გამელოტდნენ, მაკიაჯსაც ნუ იხმარენ და ნურც სუნამოებს დაისხამენ: სხეულის ბუნებრივი სუნით დაკმაყოფილდნენ!

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by mar on May 5, 2011 - 1:46 am

    me brma var tu scarlletze da natalize da verc meganis saxeze did gansxvavebas ver vxedav ))
    me bunebrivobis momxre var, da eg tavis armovlas ar nishnavs, es high stardartebi agijebs xalxs😀

    • #2 by dreamar on May 5, 2011 - 10:45 am

      ძალიან მცირე ცვლილებებია, ისეთი ვერც შეამჩნევ. სამივეს ცხვირები აქვთ ოდნავ დაპატარავებული

      • #3 by dreamar on May 5, 2011 - 10:46 am

        რაც შეეხება ბუნებრივობას: მეც მაგის მომხრე ვარ, თუმცა, თუკი სხვა საშუალება არ არსებობს ხელოვნურ მეთოდს რომ მიმართო, არაფერი დაშავდება🙂

      • #4 by mar on May 6, 2011 - 2:32 am

        heheh, egre dzvlis shesamchnevad da shen stilshi ro aketebdnen rhinoplasy-as mec gaviketebdi :D:D

  2. #5 by knuti on May 5, 2011 - 11:28 am

    ნატალის რა აქვს გაკეტებული? არარფერი შემიმჩნევია

    დაზოგი ფტო ასე მგონია პირიქით, ძველი ვერსიაა დამუსავებული და ცხვირი გაფართოებული, იმდენად არაბუნებრივად ჩანს.

    • #6 by dreamar on May 5, 2011 - 12:00 pm

      ნატალის ცხვირის ზომების უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს ფოტოები მოვძებნე :))

      http://imageshack.us/photo/my-images/369/telerama049is3vv.jpg/

      http://izismile.com/2009/02/13/pictures_of_celebrities_in_their_childhood_189_pics-39.html

    • #7 by dreamar on May 6, 2011 - 8:07 am

      სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცუდად აკეთებენ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას. რომ შეხედავ ადამიანს, ეგრევე ხვდები, რომ ცხვირი შეცვლილი აქვს. ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. თუმცა, ძალიან მცირე გამონაკლისებიც არსებობს. უცხოელი “სთარები” კიდევ შემდეგნაირ მეთოდს მიმართავენ ხოლმე, რომ არ დაეტყოთ ოპერაცია: ცხვირის იმავე ფორმას იტოვებენ, უბრალოდ იპატარავებენ. თუ არ ვცდები ბრიტნი სპირსს აქვს ეგრე გაკეთებული.

  3. #8 by Nina Gorecki on May 7, 2011 - 10:47 am

    გალამაზებული სკარლეტი და ჟიზელი მეჩვენება, სხვებს ის ნაკლი ინდივიდუალურობას უფრო შემატებდა

    ვაიმე ეს დიორის მოდელები კი არიან ფაიფურის თოჯინები, მაგრამ ეს საბჭოთა ქალები რა კოშმარია, სოფლის დედაკაცებს გვანან

    • #9 by dreamar on May 11, 2011 - 12:09 pm

      მე კი ყველა გალამაზებულად მეჩვენება🙂

  4. #10 by Sophie SUNNY Golden on May 9, 2011 - 12:18 pm

    სკარლეტს და ნატალის რა აქვთ შეცვლილი ვერ მივხვდი. პირველ ფოტოზე ორივე მოზარდია და ბუნებრივია სახე ორივეს ჩამოუყალიბებელი აქვს, შესაბამისად ამ ასაკში თინეიჯერებს ცხვირები საშინლად გაბუშტული აქვთ ხოლმე. მეორე ფოტოზე უკვე დიდები არიან, მაკიაჟიც მეტი აქვთ და ცხვირიც “დამშვიდებული”.

    ისინი მართლა სოფლის დედაკაცები და მუშა ქალები არიან, სხვა რას ელოდებიT? თან სპეციალურად არიან აშკარად შერჩეული, თორემ ლამაზი რუსი ქალები რომ დაეყენებინათ, მაშინ ხომ ასეთი კონტრასტი აღარ იქნებოდა.

    • #11 by dreamar on May 11, 2011 - 12:08 pm

      გეთანხმები სოფი🙂 ზუსტად ამიტომაც შევარჩიე ეს სურათები: ერთ მხარეს არიან სრულიად ბუნებრივი ქალები, რომელთაც არც მაკიაჟი აქვთ, არც იმაზე ფიქრობენ ბევრს რა ჩაიცვან და როგორი ვარცხნილობა გაიკეთონ, არც ზედმეტ კილოგრამებს უჩივიან და საერთოდ საკუთარ გარეგნობას ვეჭვობ რომ ცოტა დროს უთმობენ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ცოტას, ვიდრე ფრანგი ქალები. შეიძლება ამ ფრანგ ქალებს იმავე პირობებში და იმავე ცხოვრებით რომ ეცხოვრათ, დიდად განსხვავებულები არ იქნებოდნენ საბჭოთა ქალებისგან. ასევე, საბჭოთა ქალებს მეტი დრო რომ დაეთმოთ საკუთარი თავებისთვის, დიეტა რომ დაეცვათ, მაკიაჟი გაეკეთებინათ, უფრო მოხდენილი ტანსაცმელი შეერჩიათ, მოკლედ მიემართათ გალამაზების ხერხებისთვის (თუნდაც არაბუნებრივი ხერხებისთვის!), ბევრად უფრო ლამაზები იქნებოდნენ, ვიდრე ამ ფოტოებზე არიან🙂

  5. #12 by catherinemolko on May 15, 2011 - 4:52 am

    არადა ნატალი პორტმანი ლეონში ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე დღეს :დ

  6. #13 by ჭიამაია on May 15, 2011 - 12:54 pm

    natali-ზე მართლა არ ვიცოდი. იმდენად მცირე ცვლილებაა რომ ვერც იფიქრებ. მიყვარს ძალიან ეს გოგო❤

  7. #14 by cinikosi on May 25, 2011 - 9:12 pm

    am anjelinaze ar vicodi😦

  8. #15 by daft litter on May 26, 2011 - 11:54 am

    ანჯელინამ მართლა გაიკეთა ოპერაცია??O_O თითქოს არც ეტყობა განსხვავება.. მაგრამ მაინც perfectia ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: