ევროვიზია და ნაგვის კარგად შეფუთვის ოსტატობა

ევროვიზია 2011-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია! გამარჯვება ჩვენს მეზობელს _ აზერბაიჯანს _ ხვდა წილად. ელისა და ნიკის სიმღერამ 43 ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე მეტი სიმპატია დაიმსახურა. აზერბაიჯანმა, რომელსაც არც კი მიაკუთვნებენ ხოლმე ევროპას, შეძლო ევროპელთა გულის მოგება! ზოგადად ცნობილია, რომ ევროვიზიას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს არა ის, ვინც საუკეთესოდ იმღერებს, არამედ ის, ვის ქვეყანასაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ევროპის ქვეყნებში. შემსრულებელს ყველაზე მაღალ ქულას ძირითადად მისი მეზობელი ქვეყნები ანიჭებენ ხოლმე. თუმცა წელს, ჩემი აზრით, ევროვიზიის კონკურსი ყველაზე ნაკლებად იყო პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი: აზერბაიჯანის გამარჯვება სიმღერისა და შესრულების შედეგია. აი, რა სურთ ევროპელებს! მელოდიური სიმღერა სიყვარულზე ქალ-ვაჟის შესრულებით, ნაზი მზერა-შეხედვებითა და შეხებებით!

ევროვიზიის წლევანდელ კონკურსის ჩემი შეფასებები:
შესრულება _ ძალიან კარგი,
ვიზუალური მხარე, სპეცეფექტები, სცენის გაფორმება _ ძალიან კარგი,
ტექნიკური მხარე, ორგანიზება _ ძალიან კარგი,
კონკურსანტები _ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდები,
სიმღერები _ სრული ნაგავი:/ (უმეტესობა)
მუსიკალურ შედევრებს არ მოველი ამ კონკურსისგან, თუმცა რამე თუნდაც Rihanna-ს ან Katy Perry-ს სიმღერების დონის ხომ შეიძლება. ძლივს გავუძელი მეორე ნახევარფინალის ყურებას. კარგად შეფუთული ნაგავი
_ ამაზეა ნათქვამი.

რაც შეეხება საქართველოს: ჯგუფმა Eldrine მე-9 ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ევროვიზიის შარშანდელმა მონაწილემ სოფო ნიჟარაძემ. მე-9 ადგილი საქართველოს საუკეთესო შედეგია ამ კონკურსზე. სხვებთან შედარებით Eldrine-ს სიმღერა მართლაც კარგი იყო. შესრულებითაც კარგად შეასრულეს. უფრო მეტს იმსახურებდნენ.

, , , , , , ,

  1. #1 by ethnorevaz on May 15, 2011 - 1:09 am

    +1
    ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა დღევანდელის მერე : ) მომეწონნენ..

    • #2 by dreamar on May 15, 2011 - 1:39 am

      მე ერთი პრეტენზია მაქვს ამ ჯგუფისადმი: ძველი ვოკალისტი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით🙂 ხო და კიდევ კარგი იქნებოდა გარკვეულიყო ჯგუფში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებული გაურკვევლობები.

  2. #3 by catherinemolko on May 15, 2011 - 4:57 am

    ეს აზერბაიჯანული ტაშ ტაშ ტაშ ტარამ ტარამ სადღაც მაქვს მოსმენილი აშარად :დ..
    ევროვიზია ყოველთვის მასე იყო.. ნორმალური შემსრულებლებით და ნაგავი სიმღერებით.

  3. #4 by სოფო on May 15, 2011 - 9:32 am

    ეჰ საქართველოს მერე დანიას ვგულშემატკივრობდი და არც მანდ გამიმართლა. ამ შვედეთზე კიდევ ალბათ თინეიჯერებმა მოიკლეს თავი რეკვით და მესიჯების გზავნით, ერთი უნიჭო ბიჭი იყო.
    აზერბაიჯანის სიმღერა ჩანაწერში ცუდად არ ისმინება, მაგრამ ლაივში ვერ გაქაჩეს საერთოდ.
    რუმინეთი და ფინეთიც ბოლოსკენ ჩარჩნენ და გული დამწყდა😦

  4. #5 by fsiQe on May 15, 2011 - 11:23 am

    mec dzveli vokalisti ufro momwonda

  5. #6 by ადო on May 15, 2011 - 11:41 am

    აქამდე თურქეთი მომწონდა და გავარდა ნახევარფინალიდან. გუშინ შვეიცარიას ვგულშემატკივრობდი (Switzerland) და ბრახხხხ, ჩემი ფავოტიტი ბოლო ადგილზეა :დ

  6. #7 by cinikosi on May 15, 2011 - 2:03 pm

    me aranairad ar momwons eg simgera😦

  7. #8 by varamski on May 15, 2011 - 5:22 pm

    posti sataurs ar pasuxobs

  8. #9 by Andy on May 15, 2011 - 5:55 pm

    ფინეთი კაი იყო
    მშვენიერი სიმღერა მშვენიერი ბექგრაუნდი უკანა ეკრანზე !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: