Tbilisi Open Air 2011

რამდენი ხანი ველოდი ამ ფესტივალს და როგორც იქნა, პირველი Tbilisi Open Air-დან 2 წლის შემდეგ 11 და 12 ივნისს კვლავ იპოდრომზე გაიმართა Tbilisi Open Air 2011. წინა ფესტივალთან შედარებით ნაკლებად მასშტაბური იყო, მონაწილეობდა ბევრად მეტი ქართული ბენდი (19 გამომსვლელი ბენდიდან მხოლოდ ოთხი იყო უცხოური) და კონცერტზე დასწრება ფასიანი იყო: ბილეთი სულ რაღაც 5 ლარი ღირდა. ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ როგორც პირველ Open Air-ზე წელს ფესტივალზე დასწრება უფასო არ იყო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო: პირველი, იმიტომ რომ ნაკლებად მოვიდოდა “ზედმეტი” ხალხი (მაგალითად, 2009 წელს კონცერტზე ბევრი ძველი ბიჭი იყო მოსული გაუგებარი მიზნით: მუსიკას არ უსმენდნენ, უბრალოდ იდგნენ და “როკერებს” აგინებდნენ. პ.ს “როკერებში” ყველა გრძელთმიანი და დახეულჯინსიანი ახლაგაზრდა მოიაზრება:დ) მეორე, ვისაც უნდოდა ფესტივალზე მოსვლა, 5 ლარი მათ ბიუჯეტს არ დააზარალებდა, პირიქით, ეს თანხა სხვა კონცერტების ბილეთის ფასებთან შედარებით მეტად მცირეა.

                        Mutual Friends

2009 წლის Open Air-მა ბევრად დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე და მაშინდელი უცხოური ბენდები უფრო მომეწონა. წელს დიდად არ აღვფრთოვანდი უცხოური გამომსვლელებით, მაგრამ, ნამდვილად კარგები იყვნენ.

                          The Smile

პირველ დღეს ვიყავი სრულიად ფხიზელი, ამიტომ ყველა გამომსვლელ ბენდს მოვუსმინე :დ მარტო The Benedicts ვერ მოვუსწარი: ამინდმა არ შეუწყო ხელი ფესტივალის ორგანიზატორებს, წვიმა წამოვიდა და ისიც კი ვიფიქრე, კონცერტს გადადებენ-მეთქი. მაგრამ, ფესტივალი ჩვეულებრივად გაგრძელდა და წვიმაც შეწყდა ცოტა ხანში.

                     Ketrine & Me

ყველაზე მეტად პირველ დღეს მომეწონა Me and My monkeys გამოსვლა. ამ ჯგუფში ცვლილებებია: ახალი გიტარისტი ჰყავთ.

ბევრის გული გაახარა Green Mama-ს გამოსვლამ ამ ფესტივალზე: მათ ხომ დიდი ხანია არ ჰქონიათ კონცერტი და საერთოდაც, მე დაშლილი მეგონა ეს ბენდი.

                         Green Mama

ნიკა კოჩაროვი გახსოვთ? ლონდონში რომ არის წასული და დროდადრო ჩამოდის ხოლმე თბილისში. მანაც მიიღო მონაწილეობა კონცერტში. ოღონდ ლოლიტები არ გამოდიოდნენ. დიდი ხანია Young Georgian Lolitaz წარსულს ჩაბარდა :დ ნიკას ახალი ბენდი ჰყავს – Z for Zulu.

             Z for Zulu

                           Z for Zulu

ფესტივალის მეორე დღე გახსნა LOUDspeakers-მა. თავდაპირველად ეს ბენდი არ იღებდა მონაწილეობას კონცერტში, თუმცა, ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ამ ჯგუფის მსმენელთა გამალებული მოთხოვნა და საბოლოოდ LOUDspeakers-მაც დაუკრა ფესტზე. სამწუხაროდ, მე ვერ მივუსწარი მათ გამოსვლას. როგორც მითხრეს, ძალიან კარგი იყო: კონცერტზე მოსულმა ხალხმა ზეპირად იცოდა მათი სიმღერები და შიგადაშიგ აყვა კიდევაც🙂

                              Salio

მეორე დღეს ბევრი დავლიე, ამიტომაც ნაკლებად მოვუსმინე გამომსვლელ ბენდებს. სამაგიეროდ ბევრი ვიმხიარულე და ვიცეკვე:დ არ შემიძლია არ აღვნიშნო უზომოდ მთვრალი და აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიმრავლე იპოდრომზე:დ სამწუხაროდ, “ჩხუბების” გარეშეც არ ჩაუვლია კონცერტს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ სახლში რომ მივდიოდი და ცარიელ და დაბინძურებულ იპოდრომს ვუყურებდი, რაღაცნაირად გული დამწყდა :დ Tbilisi Open Air დაგვემშვიდობა. იმედია ერთი წლით🙂

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by funnydreamermushi on June 14, 2011 - 11:25 am

    dasanania rom LOUDspeakers ver mouswari, ragac sxvanairad kargebi da ketilebi arian )))) pozitiurebi tbilebi .

  2. #2 by Lizka Zautashvili on June 17, 2011 - 10:40 pm

    loudspeakers da mamm kai iyo danarcheni araferi ar momewona … exit rom game gamoeyvanat albat momewoneboda..
    da vafshe situaciamac saertod ar gaaswora.. pirvel wels bevrad jobda!

  3. #3 by Mygreensun on June 20, 2011 - 8:23 pm

    auu shabats viayvi me😦 kviras uektesi yofila.. margam shabatsacc dzan magari iyo <33❤

  1. DDT vs Dub FX/Tbilisi Open Air 2012 « Dreamar's Blog
  2. Tbilisi Open Air 2013 | Dreamar's Blog
  3. დაუჯერებელი ამბავი – თბილისში Placebo ჩამოდის | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: