რატომ ქორწინდებიან საქართველოში


1) სექსის გამო. რადგან საზოგადოებას ქროწინებამდელი სექსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ამიტომ წყვილი, რომელსაც უბრალოდ სექსი სურს, ამ სურვილს “ნიღბავს” ოჯახის შექმნის სურვილით. ეს ერთგვარად თავის მოტყუებაა. სინამდვილეში ოჯახის შექმნა ბევრად საპასუხისმგებლო რამეა და ასეთ ოჯახებს ხშირ შემთხვევაში დიდი მომავალი არ აქვთ.

2) საზოგადოებაში არსებული ნორმის გამო. დავუშვათ, ხარ 30 წლის ადამიანი, გაქვს საშუალო შემოსავლის მქონე სამსახური და სახლი. ყოველდღე შორეული თუ ახლო მეგობრებისა ან ნათესავების ნახვისას იძულებული ხარ პასუხი გასცე შემდეგ კითხვას: ცოლი როდის მოგყავს? ან როდის თხოვდები? შეიძლება შენ სულაც არ გინდა ოჯახის შექმნა, მაგრამ მაინც ქორწინდები: იმიტომ რომ უკვე დროა და იმიტომ, რომ წესია ასეთი. აბა, ოჯახის გარეშე ხომ არ დარჩები?!

3) მშობლების თხოვნით. ზოგჯერ მშობლებს ძალიან უნდათ რამე სიახლე, უნდათ მოესწრონ საკუთარი შვილის ოჯახს, პატარა ბავშვის დანახვისას გულში სითბო ეღვრებათ და ერთი სული აქვთ საკუთარ შვილიშვლს როდის იხილავენ, ან სულაც მობეზრდათ ოჯახური საქმეები: სახლის დალაგება-საჭმლის დამზადება და ვინმე დამხმარე სურთ. ამიტომაც გულს უწვრილებენ შვილს თხოვნით: მეიყვანე ცოლიიი. ცოლის მოყვანა ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია! ის ხომ უფასო დამლაგებელ-მზარეულია! თან ერთგვარ სიახლესაც შეიტანს ოჯახში და უფრო საინტერესოს გახდის ცხორვებას. ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმარი შვილს დედამთილის ან მამამთილის სახელს არქმევს. ასეთ წყვილს გარანტირებული აქვს საკუთარი ოჯახური ცხოვრების მშობლების ნება-სურვილის მიხედვით განგება. დიდი ალბათობაა, რომ დამოუკიდებელ ერთეულად მათი ოჯახი ვერ ჩამოყალიბდება.

4) ქორწნდებიან იმიტომ, რომ უწევთ _ სამწუხაროდ, არაფერი სმენიათ კონტრაცეფციის საშუალებების შესახებ. თუმცა, ეს საუკეთესო შემთხვევაში ხდება. სხვა შემთხხვევაში ეს ამბავი ბევრად ცუდად _ აბორტის გაკეთებით_ შეიძლება დამთავრდეს.

5) ფინანსური მდგომარეობის გამო _ იმ ადამიანისთვის, რომელსაც უნდა ბევრი ფული, ეზარება მუშაობა და კომფორტულად გრძნობს თავს სხვის ხარჯზე, საუკეთესო გამოსავალია შეძლებული ქმრის/ცოლის მონახვა.

6) იძულების გამო _ ამ შემთხვევაში საუბარია მდედრობითი სქესის წამომადგენლებზე. მართალია, “ქალის მოტაცება” ცოტა არ იყოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ეს ჩვეულება მაინც შემონახულია, განსაკუთებით პროვინციებში.

ესაა იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალი, რის გამოც, ჩემი აზრით, ოჯახი არ უნდა შექმნა, თუმცა, რეალობაში ხშირად ზუსად ამის გამო ქორწინდებიან. თქვენ რას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

Advertisements

, , , , , , , ,

  1. #1 by ჭიამაია on ივნისი 17, 2011 - 12:47 PM

    სრულ სიმართლეს ღაღადებთ 🙂

  2. #2 by ავთო on ივნისი 17, 2011 - 12:57 PM

    სრულად გეთანხმები შენს პოსტს, მეც მინდოდა ამთემაზე პოსტის დაწერა მაგრამ სიზარმაცის გამო სულ ვდებდი ხოლმე. ეგ ვიდეო კიდევ ძაან საცოდაობა იყო შემეცოდა უფრო ვიდრე გამეცინა… აქტუალური თემაა და დავიწყოთ ბრძოლა ძალად ქორწინების წინააღმდეგ. ნეტა გვეშველება რამე ქართველებს ამ მხრივვვვვვვვ

  3. #3 by catherinemolko on ივნისი 17, 2011 - 3:12 PM

    გეთანხმები. კიდევ შემჩნეული მაქვს რომ როცა წყვილს ცალკე ცხოვრება უნდა, აუცილებლად ქორწინდებიან. სხვანაირად ეს უბრალოდ შეუძლებელია :დ

    • #4 by dreamar on ივნისი 20, 2011 - 10:18 AM

      ხო აბა, ხალხი რას იტყვის :დ ხომ უნდა “გააპრავონ” ერთმანეთთან ინტიმური კავშირის უფლება საზოგადოების თვალში :/

  4. #5 by 4rrr4 on ივნისი 17, 2011 - 9:18 PM

    კარგი ჩამონათვალია, გეთანხმები ყველაფერში, მხოლოდ ამას შევცვლიდი >> ”ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმარი შვილს დედამთილის ან მამამთილის სახელს არქმევს. ასეთ წყვილს გარანტირებული აქვს საკუთარი ოჯახური ცხოვრების მშობლების ნება-სურვილის მიხედვით განგება.” ზოგჯერ შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ გარანტირებული ნამდვილად არ არის, პატივისცემის ამბავია უბრალოდ : )

    • #6 by dreamar on ივნისი 20, 2011 - 10:23 AM

      თუ შვილისთვის სახელის დარქმევაზე ამბობ _ რა თქმა უნდა, ეს პატივისცემის ამბავია 🙂 მაგრამ, ჩემი აზრით, თუკი ისეთ სერიოზულ და პირად გადაწყვეტილებს, როგორიცაა ქორწინება, იღებ მხოლოდდამხოლოდ მშობლების სურვილით, მომავალშიც, ოჯახი რომ გექნება, მათზე იქნები დამოკიდებული. ცალკე _ შვილისთვის მშობლის სახელის დარქმევის_ შემთხვევით ვერ იტყვი, რა თქმა უნდა, რომ ახლადშექმნილი ოჯახი არაა დამოუკიდებელი 🙂

      • #7 by 4rrr4 on ივნისი 20, 2011 - 10:36 AM

        შვილიშვილისთვის სახელის დარქმევა ვიგულისხმე 😉

  5. #8 by Romanovskaya on ივნისი 17, 2011 - 9:26 PM

    ჰაჰაა ))))) მაგარი თემა “გააცოცხლე” 😀 ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამაზე – რადგან შეკითხვა “უი არ თხოვდები?!” უკვე ყელშია 😀 ფანტაზიაც ამომეწურა უკვე ამათი პასუხების მოფიქრებაში 😀

    კიდევ ერთ პუნქტს დავამატებდი : – საქართველოში ქორწინდებიან ხშირად უსაქმურობის გამო )))) რა ვქნა?! რა ვქნა?! მოდი ცოლს მოვიყვან )))))))) ძალიან ხშირია და სასაცილოც იქნებოდა სატირალი რომ არ ყოფილიყო ))))))

    • #9 by dreamar on ივნისი 20, 2011 - 10:25 AM

      ხო ეგეც კარგი პუნქტია 🙂 ქორწინება დაოჯახის შექმნა ხომ ახალ თავგადასავლებთანაა კავშირში :დ
      პ.ს. უი ნატ მართლა, არ თხოვდები? :დ :))

      • #10 by Romanovskaya on ივნისი 20, 2011 - 6:57 PM

        ვის შევეტენო ? :D:D:D:D:D:D:D:D:D

  6. #11 by თათია on ივნისი 17, 2011 - 9:51 PM

    რა აუტანელია, როცა ვიღაცას მარტო იმისთვის სჭირდები, რომ ოჯახში მიეხმარო და თუნდაც ერთი ადამიანის მოვლა გადაიბარო 😛

    • #12 by dreamar on ივნისი 20, 2011 - 10:26 AM

      ნამდვილად! იმ ადამიანებისაც არ მესმის, ვინც ამას თანხმდება :/

  7. #13 by irina on ივნისი 18, 2011 - 9:04 AM

    saqme ar aqvt, swavlis gagrdzeleba ezarebat da gasartobi gatxovebaa. oficialuri seqsia, bolosdabolos :D:D:D
    P.S. bodishs vixdi latinuri shriftis gamo, samsaxuridan vwer da aq unicods ver vayeneb, bosi administratorit ar mishvebs kompshi 😀 😀

    • #14 by Morticia on ივნისი 20, 2011 - 4:09 PM

      oficialuri seqsi momewona :D:D:D

  8. #15 by Mari on ივნისი 18, 2011 - 11:40 AM

    ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ მგონი მთლად მასეც არ არის. ყოველ შემთხვევაში, თუ ოდესმე გავთხოვდი, ვიცი, რომ ეს არც ერთი ამ მიზეზის გამო არ მოხდება. 😀

    • #16 by dreamar on ივნისი 20, 2011 - 10:28 AM

      ღმერთმა დაგიფაროს მარი, რომ ამ რომელიმე მიზეზის გამო გათხოვდე :დ :))

  9. #17 by globopress on ივნისი 21, 2011 - 3:35 PM

    ეს ექვსივე მიზეზი ნამდვილად დღემდე მოქმედია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგრჩა – სიყვარულის გამოც ხომ ქორწინდებიან?! 😉

    • #18 by dreamar on ივნისი 21, 2011 - 9:38 PM

      რა თქმა უნდა! უბრალოდ ამ პოსტში დაქორწინების მხოლოდ “ნეგატიურ” მიზეზებზე ვსაუბრობ 🙂

  10. #19 by tatatatuli on ივნისი 23, 2011 - 5:53 AM

    მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ამ კუთხით. თითოეული პუნქტის არსებობის მიზეზი შესაძლოა, არასწორ აღზრდასა და არასათანადო განათლებაშიც ვეძებოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: