აკრძალული კოცნა

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველად ჩატარდა კოცნის ფესტივალი. წყვილი, რომელმაც ყველაზე დიდ ხანს იკოცნავა (დაახლოებით 3.5 სთ), თურქეთში ეთკვირიანი საგზურით დაჯილდოვდა. მე და ჩემს შეყვარბულსაც გვინდოდა მონაწილეობის მიღება ამ კონკურსში. ერთხელ, როცა “ახალი შეყვარებულები” ვიყავით, 5 საათის განმავლობაში ვიკოცნავეთ შეუჩერებლივ :პ საბოლოოდ მაინც არ წავედით kiss party-ზე: იმ დღეს ძალიან დაღლილები ვიყავით. კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ფესტივალის ამსახველ ვიდეოს კომენტარებში კი საჯაროდ კოცნით შეშფოთებულმა ადამიანებმა არ დაიშურეს სალანძღავი სიტყვები კონკურსის მონაწილეებისთვის:

“პუუუუ დქვენი გამზრდელი მო…..ან ჯოგი ხარტ”

“თქვენ მოგიტკანთ პატრონი”

“უფალმა შეგინდოსთ და გაგინათოთ გონებააა უფალს ვთხოვ ყველა თქვენნაირს გონება გაუნათოს დაა ეს ქართველებს არ შეშვენის რომ საჯაროდ ეროტიულ სცენებს დგამენ უფალმა დაგლოცოთ და გაგინათოთ გონება”

“თქვე გარყვნილების “მქადაგებლებო” და ეშმაკის მოციქულებო ათი მცნება მაინც არ წაგიკითხავთ,ქართველმა ქართველობა დაკარგა…გულწრფელად მეცოდება ყველა ასეთი ადამიანი . . “

“თქვენი დედას ***ი ეს რა არის და მე შენი დედა ***ან ირაკლი ქაჩავა ხარ თუ ვიგაც გასიებული ***. ქართულ მენტალიტეტს რომ დაკარგავ კაცი დედა კი არ უნდა გაგინონ თვალ წინ უნდა მოგი***ან. თქვენი დედა ***ან ქართველები კი არა ღორები ხართ ნაბოზვრებო ფულის გამო სულსაც კი გაყიდით მე თქვენი დედას ***ი”

“მალე მინეტი კეთებას დაიწკებენ სახალხოდ ამათი დედას ***ი”

მეტად ზრდილობიანად გამოხატავენ ხომ თავიანთ აღშფოთებას? მთელი 153 გვერდი სულ ამგვარი კომენტარებით იყო გავსებული :))

Tbilisi Open Air -ის ფეისბუქის გვერდზე ვიღაცამ დადო ორი წყვილის ფოტო, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ კონცერტის დროს (უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი მოზასავე წყვილის ნახვა შეგეძლოთ Open Air-ზე). აქაც ვერ დამალა ბევრმა კდემამოსილმა “ნამდვილი ქართული სულის” პატრონმა საკუთარი აღშფოთება და სულ “ბომჟურ სექსს დახამებული ადამიანები” უწოდა მოსიყვარულე წყვილებს. არადა მე მეგონა, რომ ყველა ნორმალურმა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ კოცნა და სექსი განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ლიბერალის ვებ-გევრდზე სტატია წავიკითხე, რომელიც რიყეზე ახლადგახსნილ პარკში მოქმედ აკრძალვებს ეხებოდა. ავტორი წერს: “რიყის “ყველაზე თანამედროვე და დასავლური სტანდარტების” პარკში კოცნაც აკრძალულია და დაცვის მრისხანე თანამშრომელი ამ აკრძალვის სისწორეს ასე ასაბუთებს: “აი, მე რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გამომევლო, ეს ხომ არ მომეწონებოდა?!” თავიდან ვიფიქრე, რომ ავტორი აჭარბებდა, ვერ წარმომედგინა, რომ მსგავსი კურიოზული შენიშვნის მიცემა შეიძლება ვინმესთვის, სანამ თავად არ დავრწმუნდი: მზიურის პარკში დაცვისგან შენიშნვა მივიღე ჯდომის წესის გამო.

მერე ეს სიუჟეტი ვნახე და სრულიად გაოგნებული დავრჩი.

რატომაა ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელი, თუკი ჩემს შეყავრებულს ვაკოცებ? რატომ უნდა იყოს აკრძალული სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა ისეთი უწყინარი ფორმით, როგორიცაა კოცნა?:/ არავითარი კანონიერი შეზღუდვა საქართველოში საჯაროდ კოცნასთან დაკავშირებით არ არსებობს! მეტი საქმე არ გაქვთ წყვილების თვალთვალის გარდა, არიქა როდის დაიწყებენ კოცნაობას შენიშვნა რომ მვცეთო?

საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა, საქართველოში კი, თუ ასე გაგრძელდა, მალე კოცნა აღარ იარსებებს :დ

საზოგადოებაში კოცნა აკრძალულია შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში… სამხრეთ კორეაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის არამარტო კოცნა, ჩახუტებაც კი მიუღებელია! პაკისტანში მოკოცნავე წყვილს ქორწინების დამადასტურებელ ცნობას თხოვენ. ქორწინებაში მყოფ მოსიყვარულე წყვილს უფრო მსუბუქი სასჯელი ელის ქორწინებაში არამყოფ წყვილთან შედარებით. რა მარაზმია :ს მარტო ამის გამო არ ღირს ამ ქვეყნებში ცხორვება!

კოცნის მოწინააღმდეგენო: გარდა იმისა, რომ კოცნა ძალიან სასიამოვნოა, ის მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის! ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაძაბულობას, კოცნის დროს ხდება კალორიების დაწვა და ადრენალინის გამოყოფა, რაც ხელს უწყობს გულის მუშაობას.

და მაინც, აღშფოთებულო, ფრიად პატივცემულო და პატიოსანო მოქალაქეებო! მე არ მოვერიდები საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვას ქუჩასა თუ პარკში და დიახაც ბევრს ვაკოცებ , თქვენ ჯინაზე! :პ

Kiss :***

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Dissolved Girl on June 20, 2011 - 7:30 am

    მოიცა, რეალურად იკრძალება კოცნა პარკებში?🙂
    ნუ, მართალია, ხშირად 18+ სცენები იმართება და ძალიანც არ მომწონს ყურება, მაგრამ აუკრძალო და რაღაც ძალიან სასაცილოა🙂

    • #2 by dreamar on June 20, 2011 - 10:11 am

      დაცვის წარმომადგენლები შენიშვნას იძლევიან :ს საიდან აქვთ ეს მითითება ან რის საფუძველზე არის მსგავსი აკრძალვა, ვერ ვხვდები :/

  2. #3 by Lord Vader on June 20, 2011 - 9:31 am

    რიყეს ეკლესია გამოყურებს და ტეხამს.
    მტლაშა-მტლუშის ხმით ლოცვაში ხელი ეშლებათ.

    • #4 by dreamar on June 20, 2011 - 10:13 am

      რა ცუდი სიტყვაა “მტლაშა-მტლუში” :დ

  3. #5 by Lord Vader on June 20, 2011 - 10:15 am

    საინტერესოა ეს აკრძალვა მარტო საყვარლებს ეხებათ თუ მართლმადიდებლურად ჯვარდასხმულ წყვილებსაც?
    აი, მოდის დაცვა და შენ ქორწინების მოწმობას გააძრობ უცებ…🙂 და კიდევ შეიძლება ლოცვა-კურთხევის ფირმანიც გქონდეს თან.

  4. #6 by kanarioo on June 20, 2011 - 10:30 am

    “და მაინც, აღშფოთებულო, ფრიად პატივცემულო და პატიოსანო მოქალაქეებო! მე არ მოვერიდები საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვას ქუჩასა თუ პარკში და დიახაც ბევრს ვაკოცებ , თქვენ ჯინაზე! :პ ” +1 შენ!

  5. #7 by Morticia on June 20, 2011 - 3:58 pm

    ამ სისულელეების წერა არ გეზარება??? ვინ რა უნდა ამიკრძალოს ერთი??? კანონით არაა აკრძალული და ეგ დაცვა ვინ ჩემი ფეხებია?

    • #8 by dreamar on June 20, 2011 - 5:02 pm

      აი რო გაგიყვანს დაცვა ხელკავით პარკიდან, მერე იტყვი ვინ ჩემი ფეხებიაო🙂

      • #9 by dreamar on June 20, 2011 - 5:03 pm

        სიუჟეტი მაინც არ ნახე? :პ

  6. #10 by Morticia on June 21, 2011 - 4:47 pm

    ra siujeti?

    • #11 by dreamar on June 21, 2011 - 9:58 pm

      ლინკი მითითებულია პოსტში :პ

  7. #12 by Zurriuss.Ge on June 21, 2011 - 10:51 pm

    შენ რა სურათებიც გიდევ, პრინციპში, არც ერთია აკრძალული კოცნა🙂

    • #13 by dreamar on June 22, 2011 - 12:46 pm

      აბა, პარკების დაცვას ჰკითხე :)))

  8. #14 by tatatatuli on June 23, 2011 - 5:42 am

    “პაკისტანში მოკოცნავე წყვილს ქორწინების დამადასტურებელ ცნობას თხოვენ” :D:D:D:D

  9. #15 by tatatatuli on June 23, 2011 - 5:44 am

    ფოტოებიდან რაც ჩანს, კოცნა წელზე შეხტომით განსაკუთრებული აღვირახსნილობაა :დ:დ:დ:დ :))))))

  10. #16 by Lord Vader on June 23, 2011 - 9:11 pm

    “საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.”

    ესეც ასე🙂

    • #17 by dreamar on June 24, 2011 - 2:29 pm

      ვინმე ღვთისნიერმა ადამიანმა ამიხნას, რას ნიშნავს “საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა”?:/

  11. #18 by Nina Gorecki on June 24, 2011 - 2:02 pm

    საზოგადოებრივ ზნეობას შეურაცხვყოფ კოცნით ჰო?:/ ძალიან ჩამორჩენილ აზიურ ქვეყნებს დავემსგავსებით ასე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: