სიყვარულს მალვა უნდა?!


არ მესმის იმ წყვილების, რომლებიც ფეისბუქის (ან სხვა რომელიმე სოც.ქსელის) ერთი ექაუნთით სარგებლობენ შემდეგი სახელებით “თაკო და იკა”, “ნატუკა და გიუნა” ან სხვა. არ მესმის ყოველი ფოტოს, ყოველი სტატუსის კომენტარებში რომ ეფიცებიან ერთმანეთს სიყვარულს. მგონია, რომ ამას სხვების დასანახად უფრო აკეთებენ. ცოტა არ იყოს, ყალბად მეჩვენება მსგავსი ქცევა :ს “როცა, ადამიანი, საჯაროდ იწყებს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარს და ისე შედის როლში, რომ თავად საუბრის პროცესი აღაგზნებს, პირადი ცხოვრება ინტიმურობასა და განუმეორებლობას კარგავს, სიტყვა აუბრალოებს გრძნობას.” _ ამ აზრსაც ვეთანხმები.


თუმცა, არც იმ შეყვარებულების მესმის, რომლებიც ცივები არიან ერთმანეთის მიმართ, როგორც რეალობაში, ისე სოციალურ ქსელებში, არ ეხუტებიან, არ კოცნიან ერთმანეთს, იშვიათად თუ დადიან ერთად ივენთებზე, კვირაში ერთი შეხვდერით შემოიფარგლებიან, არასდროს ჩხუბობენ, არასდროს ამბობენ, რომ უყვართ ერთმანეთი, უფრო მეტ დროს “დაქალებსა” და “ძმაკაცებთან” ატარებენ, ფეისბუქზე დადებულ უამრავ ფოტოს შორის ერთიც არ აქვთ ერთად გადაღებული, ყოველ ღამე ტკბილ ძილს არ უსურვებენ ერთმანეთს:/ ეგეთი “იდუმალი” შეყვარებული წყვილებიც არ მხიბლავს :ს

უნდა კი სიყვარულს მალვა? იქნებ, ვინც გაურბის საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვას, ამას არა გრძნობის გაუბრალოების თავიდან ასაცილებლად აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ არაა საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული?

, , , ,

  1. #1 by თორნიკე on June 29, 2011 - 3:08 pm

    “”არასდროს ჩხუბობენ””
    უნდა ჩხუბობდნენ? : ))

    • #2 by dreamar on June 29, 2011 - 3:30 pm

      ხანდახან მაინც :პ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის დასაწყისში. მე არ მინახავს ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე ერთნაირი აზრი აქვთ. ასე მგონია, რომ წყვილი, რომელიც არ და(ვ)ობს ან არ ჩხუბობს, ამას აკეთებს არა იმიტომ , რომ მეწყვილეებს ერთნაირი აზრი აქვთ ყველაფერზე, არამედ იმიტომ, რომ კონფლიქტისა და სამომავლო პრობლემების შიშით არ ამბობს თავის სათქმელს ბოლომდე. აქედან გამომდინარე არ არის ბოლომდე გულწრფელი. ხო და კიდევ, როცა ადამიანს იშვიათად ხედავ, მასთან ჩხუბის ალბათობაც ნაკლებია.

      პ.ს “ჩხუბში” ხელჩართულ ბრძოლას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა და არც ლანძღვა-გინებას :))

      • #3 by თორნიკე on June 29, 2011 - 3:32 pm

        შეიძლება რამეში არ ეთანხმებოდე ერთმანეთს, მაგრამ ისეთი თემა არ იყოს, რის გამოც ჩხუბი ღირს და დანარჩენ თემებში იდილია გქონდეთ. მეკიდე ის მგონია, რომ ვინც ჩხუბობს, ხელოვნურად აჩენს ჩხუბის საბაბს, როცა სხვანაირად ვერ ერთობიან ურთიერთობაში.

      • #4 by dreamar on June 29, 2011 - 3:41 pm

        გეთანხმები, ზოგიერთი ადამიანები ამრთლაც ერთობიან “ჩხუბებით”.
        ალბათ, “ჩხუბი” ხმამაღალი ნათქვამია, სჯობდა “უთანხმოება” დამეწერა: “არასდროს ჰქონიათ უთანხმოება”🙂

  2. #5 by Mari on June 30, 2011 - 10:57 am

    ისეთ თემებზე წერ ხოლმე, საერთოდ რომ არც დავფიქრებულვარ არასდროს.😀
    აი, პირველი კატეგორიის წყვილი ბევრი ვიცი. ძირითადად უმცროსი ასაკისები არიან. და ისა კიდე, ერთმანეთს რომ პაროლებს სთხოვენ და ერთმანეთის ექაუნთებით რომ შედიან და ვერ გაიგებ ვინ გწერს😀😀
    აი, მეორე კატეგორია სრული მარაზმია. მასეთებს არც ვიცნობ და არც ვიცოდი თუ არსებობდნენ.

  3. #6 by anina on June 30, 2011 - 6:49 pm

    ,,ფეისბუქზე დადებულ უამრავ ფოტოს შორის ერთიც არ აქვთ ერთად გადაღებული” მე ვარ ასე:/ არ მინდ,ა რომ ფოტო ნახონ სხვებმა და გარჩევა დაიწყონ რაღაცების. მეშინია, რომ ყველაფერი აირევა

  4. #7 by Zurriuss.Ge on July 2, 2011 - 7:11 am

    ერთი რამ დაგრჩენია: ადგე და შენ მიერ ჩამოთვლილ ტიპებს ფეისბუკზევე მისწერო, რატომ არიან ასეთები🙂

  5. #8 by Mygreensun on July 7, 2011 - 11:01 am

    ჩემს ნაცნობებს ქონდათ ერთი “ოდნო” და კომენტარებში თხოვა ბიჭმა ცოლად გამომყევიო :))
    ოღონდ მართლლა.. მერე მართლა დაინიშნენ, მაგრამ საბედნიეროდ მალევე დაშორდნენ )))

  6. #9 by Katiee on April 25, 2013 - 2:05 pm

    მუდამ აქტუალური🙂 პირველ კატეგორიაში არ ვყოფილვარ, მეორეში – კი. სოციალურ ქსელში სიცივეს ვგულისხმობ ანუ, ლაივში არა🙂. სხვებსაც ვიცნობ მასე.
    ცუდად მთავრდება როგორც წესი. ასეთ დროს რაღაც რიგზე ვერ არის უბრალოდ, თავიდან კი მუღამი აქვს სოცქსელში კონსპირაციას, მაგრამ რაღაც ზღვარს რომ ცდება, სავარაუდოდ რომელიმე მათგანი უბრალოდ რაღაცას მალავს. ჩემს ხელთ არსებული საკმაოდ ბევრი ფაქტი მაძლევს განზოგადებული დასკვნის გაკეთების საშუალებას:/

    • #10 by dreamar on April 26, 2013 - 11:54 am

      გეთანხმები, ყოველ შემთხვევაში, მეც მრავლად ვიცი ასეთი ფაქტები. თუმცა, სოც. ქსელებში ყოველთვის გამოიძებნება ურთიერთობების მალვის სხვა მიზეზებიც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: