პოკერ რინგის ფინალი – ყველაზე ცუდად ორგანიზებული შოუ

2 ივლისს სიღნაღში გაიმართა Europe Bet – ის პოკერის ტურნირის ფინალი. პოკერ რინგისთვის შეგეძლოთ თვალი გედევნებინათ 9 კვირის განმავლობაში “იმედის” ეთერში. ყოველ კვირას ვლინდებოდა ერთი გამარჯვებული, რომელიც ფინალში ითამაშებდა. ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღო 9 მოთამაშემ, მათ შორის იყო 3 “ცნობადი” სახე _ “იმედის” წამყვანები: ლაშა ხარაზიშვილი, მამუკა გოგლიძე და ნანუკა ხაზარაძე. წლის ყველაზე ცუდად ორგანიზებული შოუებს შორის პოკერ-რინგი ნამდვილად დაიკავებდა პირველ ადგილს :))

შოუ მცირე დაგვიანებით დაიწყო. ქართული ბომონდის წარმომადგენლები ამაყად მიაბიჯებდნენ წითელ ხალიჩაზე. მათ უმეტესობას პოკერთან ზუსტად ისეთი კავშირი ჰქონდა, როგორც მე _ “ალ-ყაიდასთან”. თამაში, როგორც მივხვდი, დიდად არ აინტერსებდათ: ჭამისა და სმის მერე, მაქსიმუმ 2 საათში მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი რესტორანი ქართული ელიტის ღირსეულმა წარმომადგენლებმა დატოვეს. რას იზამ, შოუ შოუა, ტელევიზიები ვერ ძლებენ “ცნობადი” სახეების გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით ჩართეს თამაშში “იმედის” წამყვანებიც. დარწმუნებული ვარ, ჭოკით ხტომის ტელეშოუ რომ გიმართოს, მაშინვე გამოჩნდებიან ბომონდის წევრები, რომლებიც ჭოკით ხტომის “პროფესიონალები” გამოდგებიან და ვისთვისაც ეს უსაყვარლესი საქმიანობა იქნება.

მზადება პოკერ რინგის ფინალური შოუსთვის

თამაში ღია ცის ქვეშ გაიმართა. გულშემატკივრებსა და რიგით მყურებლებს მეტად არაკომფორტულ მდგომარეობაში მოუწიათ ყოფნა: ვერსად ვერ დაჯდებოდი, ფეხზე მდგარს უნდა გედევნებინა თვალი თამაშისთვის. წესით, ორგანიზატორებს ეს დეტალი უნდა გაეთვალათ: პოკერი ხომ ძალიან დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს (საბოლოო ჯამში მართლაც ასე მოხდა). ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შოუზე , რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, მაყურებლისთვის 30 სკამს მაინც არ დადგამდნენ. ეს რომ მცოდნოდა, სახლიდან აუცილებლად წამოვიღებდი სკამს :დ დავაზუსტებ: რიგით მაყურებელში ვგულისხმობ ჩვეულებრივ, “არაცნობად” სახეებს, რომლებიც მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულნი და ყველაზე მეტად აინტერესებდათ თამაშის ბედი.

დილერის ხმა ცუდად, მოთმაშეებისა და კომენტატორების ხმა კი _ საერთოდ არ ისმოდა. ეკრანზე ჩანდა მხოლოდ ის კარტი, რასაც დილერი შლიდა. ვერ გაიგებდი, რომელმა მოთამაშემ რა თქვა და რა კარტი დადო მაგიდაზე. ეკრანზე არც ის ჩანდა, ვის რამდენი ჩიპი ჰქონდა (chip count), ვინ იყო ჩიპლიდერი.

ყველაზე დიიდი რამ, რამაც გამაოცა თამაშის მიმდინარეობისას: თქვენი აზრით, ვინ მღეროდა შესვენებებზე და ართობდა პუბლიკას? ვერც წარმოიდგენთ! ყოველ შემთხვევაში, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შორეული 90-იანების მერე ამ ხალხს კიდევ ვიხილავდი სცენაზე. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქუჩის ბიჭები დაბრუნდნენ! ისევ იგივე სიმღერები (შეიძლება რამდენიმე ახალიც იმღერეს, მაგრამ ძველებისგნ არაფრით განსხვავდებოდა), ისევ ფონოგრამა, იგივე “დახვეწილი” მოძრაობები სცენაზე და ჩაცმულობაც კი იგივე:” საროჩკები”, წვეტიანი ტუფლები და სათვალეები🙂 მეგონა, რომ დრო უკან დაბრუნდა.

თამაში ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, ამინდიც არ იყო მთლად შესაფერისი _ ოდნავ წვიმდა, თამაშის დასრულების მერე კი უფრო ძლიერად გაწვიმდა. კიდევ კარგი თამაში ძლიერ წვიმამდე დასრულდა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, ჩაიშლებოდა.

შოუს მაყურებლებად თბილისიდან წამოიყვანეს ხალხი, რომელთაგან ზოგიერთმა არც იცოდა, რომ პოკერრინგის ჩაწერაზე მიდიოდა. ერთი ბიჭი დანანებით აღნიშნავდა, რომ ეგონა, რომ აბსოლუტურად სხვა შოუს ჩაწერაზე მიჰყავდათ. თან გააფრთხილეს, რომ ჩაწერა ღამის 2 საათამდე მორჩებოდა და ამ დროისთვის თბილისში წაიყვანდნენ. თუმცა, თამაში გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ხალხმა სახლში წაყვანა მოითხოვა. ამასთან დაკავშირებით მცირე კონფლიქტი მოხდა თბილისიდან ჩამოყვანილ მაყურებელსა და შოუზე მომუშვე პერსონალს შორის.

რაც შეეხება თამაშს: საინტერესო იყო. დაახლოებით საღამოს 10-ის 15 წუთზე დაწყებული დილის 6-ის ნახევრამდე გაგრძელდა. ბოლოს დილერიცა და შოუს წამყვანი გიორგი ყიფშიძეც ისე გადაიღალნენ, რომ თხოვდნენ მოთამაშეებს დაემთავრებინათ თამაში.

პირველი მოთამაშე, რომელმაც დატოვა თამაში, იყო ნანიკო ხაზარაძე. ფინალური ბრძოლა კი ლევან დვალიშვილს, იგივე დადუსა და ოთო გურგენიძეს შორის გაგრძელდა. 2 მოთმაშე რომ დარჩა, გათენდა კიდევაც და გარდა მათი გულშემატკივრებისა და შოუს ჩაწერზე მომუშავეებისა თითქმის არავინ იყო, ვინც თვალს ადევნებდა ფინალის ბოლო წუთებს.

ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ჩანს როგორ გულშემატკივრობენ დადუსა და ოთოს.

და ბოლოს, პოკერ რინგის გამარჯვებული და 17 000-ის მფლობელი გახდა ის ვისაც ვგულშემატკივრობდი _ ოთო გურგენიძე!!!

, , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Gocha Gabodze on July 5, 2011 - 12:59 am

    ჩვენ მალევე წამოვედით დაახლოებით 3 იქნებოდა . ხო წესები არ ვიცოდი და ცოტა დამღლელი იყო ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა

  2. #2 by knuti on July 5, 2011 - 2:41 am

    ისა, იდეაში არ უნდა დაგვეწერა 13–მდე ვინ მოiგო :)))

    და შენ ჩვენთან ერთად იყავი? oO

    • #3 by dreamar on July 5, 2011 - 12:36 pm

      რატომ არ უნდა დამეწერა? :ო მეგობრის საგულშემატკივროდ ვიყავი წამოსული .

  3. #4 by knuti on July 5, 2011 - 2:43 am

    ხალხმა სახლში წაყვანა მოითხოვა. ამასთან დაკავშირებით მცირე კონფლიქტი მოხდა თბილისიდან ჩამოყვანილ მაყურებელსა და შოუზე მომუშვე პერსონალს შორის. <<< მსსგავსი არაფერი ყოფილა😐 როგორც კი მოვინდომეთ წამოსვლა, მაშინვე წამოვედით😐
    wtf

    რატომ იტყუები?

    • #5 by dreamar on July 5, 2011 - 12:33 pm

      : ო მე ბლოგერებსა და მოწვეულ სტუმრებს არ ვგულისხმობ:/ სტუდენტები ჰყავდათ თბილისიდან წამოყვანილი, რომლებიც იდგნენე გარეთ და არა რესტორანში. თვითონ შევესწარი ამ კონფლიქტს:/ და არა მარტო მე: ჩემ გარდა კიდევ იყვნენ ადამიანები ვინც ამ კონფლიქტს შეესწრო.

    • #6 by dreamar on July 5, 2011 - 12:38 pm

      პ.ს შენ ვერ შეესწრებოდი ამ კონფლიქტს,იმიტომ რომ შიგნით იჯექი:/

    • #7 by dreamar on July 5, 2011 - 2:24 pm

      მოდი დავაზუსტებ: თამაშზე იყვნენ მოწვეული სტუმრები (“ცნობადი” სახეები და ა.შ) და რიგითი მაყურებლები, გულშემატკივრები და ა.შ. მოწვეული სტუმრები ისხდნენ რესტორანში, სადაც შესვლა ჩვეულებრივ მაყურებლებს არ შეეძლოთ. დანარჩენები კი გარეთ იდგნენ. რადგან შენ არ ყოფილხარ გარეთ და მოწვეულ სტუმრებთან ერთად იჯექი შგნით რესტორანში, შესაბამისად ვერ იქნები საქმის კურსში რა სიტუაციაში უწევდა ყოფნა რიგით მაყურებლებს და საერთოდ რა ხდებოდა გარეთ.

  4. #8 by knuti on July 5, 2011 - 2:44 am

    და თუ ასე ცუდად ორგანიზებული იყო, შენ რა გინდოდა იქ დილამდე?😀

    • #9 by dreamar on July 5, 2011 - 12:33 pm

      მე მეგობარს ვგულშემატკივრობდი.

  5. #10 by knuti on July 5, 2011 - 2:45 am

    ეკრანზე ჩანდა მხოლოდ ის კარტი, რასაც დილერი შლიდა. ვერ გაიგებდი, რომელმა მოთამაშემ რა თქვა და რა კარტი დადო მაგიდაზე. ეკრანზე არც ის ჩანდა, ვის რამდენი ჩიპი ჰქონდა (chip count), ვინ იყო ჩიპლიდერი. << ეს იმიტომ არ ჩანდა, რომ როცა აჩვენებდნენ კარტებს, ხალხმა/მაყურებლებმა დაიწყეს ყვირილი, ვის რა კარტი ჰქონდა….🙂

    • #11 by dreamar on July 5, 2011 - 12:35 pm

      ვის რამდენი ჩიპი ჰქონდა ეგ მაინც უნდა ეჩვენებინათ, ასევე რომელი მოთამაშე რას ამბობდა ან რა კარტს დებდა მაგიდაზე მაყურებელი რომ გარკვეულიყო თამაშში.

  6. #12 by Zurriuss.Ge on July 5, 2011 - 7:10 pm

    ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ, აი, ღამის გათევის ნერვი უკვე აღარ მაქვს. კიდევ კარგი, რომ არ წამოვედი. მაგრამ კარგია, ვი$ღაცამ მაინც რომ ისიამოვნა🙂

  7. #13 by giorgi on August 24, 2011 - 7:53 am

    aranair utanxmoebas adgili ar qonia personalsa da mayureblebs shoris, yvelam dzalian kargad icoda sad da ristvis midioda, arvici saidan gaqvt es informacia. vadastureb rom mcire utanxmoebas adgili hqonda, tumca ar mimachnia sworad am umnishvnelo ambis gamo msgavsi saxis kritikuli statiis dawera….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: