ამელი ნოტომი

თუ გინდათ რამე მარტივის, განსხვავებულისა და საინტერესოს წაკითხვა, ამასთან დიდად არ გიჟდებით მრავალგვერდიან წიგნებზე, ამელი ნოტომის რომანებს გირჩევთ:
1. ადვილად 2. თანაც სწრაფად იკითხება  3. აქვს განსხვავებული სიუჟეტები. ნოტომის რომანებში ძნელად თუ წარმოიდგენ როგორ შეიძლება განვითარდეს სიუჟეტი, ფინალზე საუბარიც ხომ ზედმეტია.

ამელი ნოტომი თანამედროვე ბელგიელი მწერალია. დაიბადა 1967 წელს იაპონიაში. აქვს დაწერილი დაახლოებით 14 რომანი. აქედან ბევრმა მიიღო სხვადასხვა ჯილდო. მე პირადად ამელი გავიცანი რომანით “კრძალვითა და ცახცახით” (1999 წლის რომანი, რომელიც ასევე ითარგმნება როგორც “შიშითა და თრთოლვით”). რომანი ავტობიოგრაფიულია, მოგვითხრობს ერთ ბელგიელ გოგონაზე, რომელსაც ბავშვობაში ღმერთობა სურს, საბოლოოდ კი იაპონიაში, ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყებს თარჯიმნად მუშაობას. გოგონას არც ნიჭი აკლია, არც მონდომება და არც შრომისმოყვარეობა, მაგრამ ის მაინც ვერ მიაღწევს კარიერულ წინსვლას, ნაწილობრივ უცხო კულტურის არცოდნის გამო. ამ წიგნის წაკითხვის მერე დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია იცნობდე იმ ხალხის კულტურას ვისთანაც ურთიერთობ. კიდევ გავოგნდი იმ უცნაურობებით, რაც იაპონელ ერს ჩვევია. შეიძლება სიუჟეტი გეცნოთ: “კრძალვითა და ცახცახის” მიხედვით 2003 წელს ფილმი გადაიღეს.

“კატალინას წინააღმდეგ” _  ამ რომანის კითხვისას ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა, უფრო სწორედ მთავარმა გმირებმა მომიშალეს თავიანთი თავაზიანობითა და ზრდილობით. ზედმეტი თავაზიანობა დამღუპველია! წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან სახლში ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მოდის თვქენთვის არასასიამოვნო ადამიანი. წამოგისკუპდებათ დივანზე და 2 საათი ზის ხმისამოუღებლად, თქვენ კი არ იცით რა ქნათ, რით ასიამოვნოთ, რით შემოიყვანოთ თქვენთან კონტაქტში. მოკლედ თავს უხერხულად გრძნობთ. მაგრამ, სტუმარი ღვთისააო: თქვენც ვერ აგდებთ არასასურველ სტუმარს. მისი ვიზიტი კი ყოვედღიურად მეორდება. სულაც არ ადარდებს რომ მასპინძელს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. რას იზამთ? დაავარღვევთ სტუმართმოყვარეობის წესს და არ შემოუშვებთ სახლში? რომანის გმირები ასე არ იქცევიან…

“მერკური”_ ესაა რომანი ერთ ბებრუცუნა პედოფილსა და გოგონაზე, რომელიც უყვარს.  რაც შეეხება ამ გოგოს  _აზელის_ ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რა გრძნობა აკავშირებს მოხუცთან: უყვარს ეს ბებერი თუ სძულს? ეს კაცი იმდენად გიჟდება თავის სიყვარულზე, რომ ოთახში ამწყვდევს და დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფებს გარე სამყაროსგან, რათა აზელიმ არ მიატოვოს.  ესეც საკითხავია, არის კი ეს სიყვარული, როცა  ადამიანს ასე ბოროტულად ექცევი? მე მაინც მგონია რომ არა. ეს საკუთარი თავის სიყვარული უფროა.  რომანს ორი დასასრული აქვს. უმეტესობამ ერთი დასასრული ჰეფი–ენდად შერაცხა, მეორე კი _ ჰეფი–ენდის საპირისპიროდ. მე კი მგონია, რომ ორივე ენდი ჰეფია: ორივე შემთხვევაში გოგონა (აზელი) ბედნიერი რჩება.

ამელის წიგნი, რომელმაც იმედები გამიცრუა, იყო “შეყვარებულის ამხედრება”. ესაა წიგნი ბავშვობაში განცდილ უსაზღვრო სიყვარულზე, ბავშვურ ურთიერთობებსა და ომობანას თამაშზე, რომელიც მოწინააღმდეგისადმი მოპყრობისა და დამცირების უსასტიკესი მეთოდებით ძალიან ჰგავს ნამდვილ ომს. ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა ყველანაირად ცდილობ ასიამოვნო საყვარელ ადამიანს, მოიპოვო მისი მოწონება, ის კი ყურადღებას არ გაქცევს. და მხოლოდ მაშინ დაინტერესდება შენით, როცა ყურადღებას ვეღარ იგრძნობს შენი მხრიდან, როცა მას სრულიად დააიგნორებ. ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს, თუმცა მსგავს ქცევას ზრდასრულთა ურთიერთობებშიც ხშირად ვხვდებით. სწორედ ასე იქცევა ამელის გმირის სიყავრულის ობიექტი _ იტალიელი გოგონა სახელად ელენე. ელენე სიმშვენიერის ნამდვილი განსახიერებაა, ამელის გმირი _ კი გოგონა, რომელიც ბიჭივით იქცევა, მაგრამ არც გოგონად და არც ბიჭად ყოფნა სურს _ ის უსქესო არსებად აღიქვამს თავს. “შეყვარებულის ამხედრებაც” ავტობიოგრაფიულია. რატომღაც ამ რომანისგან სხვა რამეს მოველოდი _ უფრო ღრმასა და ამაღელვებელს, რაც ალბათ, სათაურმა განაპირობა.

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენას” ან “მტრის კოსმეტიკას”. თუ მოგეპოვებათ, არ დაინანოთ, მათხოვეთ, დიდად მადლიერი დაგრჩებით :))

 

 

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Agasfer on July 18, 2011 - 12:15 am

    “მერკური” ძალიან მომწონს )

  2. #2 by თამთა on July 18, 2011 - 6:36 am

    მარუსა, მე გათხოვებ მკვლელის ჰიგიენას, უნდა მქონდეს სახლში..🙂 ოგონდ მე ვფიქრობ, რომ ცოტა მანიალური მიდრეკილებების ქალია ეს ნოტომი. სულ მანიაკებზე წერს.🙂.

    • #3 by dreamar on July 18, 2011 - 1:44 pm

      თამთ როცა იპოვი წიგნს, მითხარი :*** :))

  3. #4 by salome on July 18, 2011 - 8:29 am

    მე მაქვს წაკითხული “მკვლელის ჰიგიენა” (ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე). როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად იკითხება:))

    • #5 by dreamar on July 18, 2011 - 1:43 pm

      ბიბლიოთეკიდან რამდენჯერაც ვცადე “მკვლელის ჰიგიენის” გამოტანა, სულ წაღებული იყო:/

  4. #6 by Morticia on July 19, 2011 - 9:30 am

    მერკური მაგარია❤ მკვლელის ჰიგიენა მინდა მეც:) შეყვარებულის ამხედრება დავიწყე ადრე და შენ წაიღე მგონი:(

  5. #7 by gvantsagreen on July 19, 2011 - 11:42 pm

    ძალიან მიყვარს. 6–7 წიგნი მაქვს წაკითხული.არც ვიცი რომელი გამოვარჩიო. ყველაზე მეტად მერკურის დასასრული გამიკვირდა. მერე სტილს შევეჩვიე :)) ძალიან საინტერესოა ‘მკვლელის ჰიგიენა’.სახელიც კი დამამახსოვრდა–პრეტექსტატ ტაში :)) მაგარი დიალოგებია. ბოლოს ‘მტრის ნიღაბი’ წავიკითხე.ვათხოვე ბებიაჩემის დას და ჯერ არ დაუბრუნებია.რომ დამიბრუნებს,მოგცემ,თუ მანამდე სხვამ არ მოგცა :)) ‘შეყვარებულის ამხედრება’ მომწონს კდიევ ძალიან🙂 მოკლედ საყვარელი მწერალია.არცერთი ყოფილა ისეთი რომ არ მომწონებოდა.გამაჩერეთ.

  6. #8 by Zurriuss.Ge on July 20, 2011 - 5:54 am

    ეს ქალი, აშკარად, მსუქან ტიპებს ვერ იტანს. იმენნა დასცინის :დ

  7. #9 by Chiamaria on July 27, 2011 - 7:05 am

    მე მაქვს წაკითხული “კრძალვითა და ცახცახით”… ძალიან მომეწონა…. სხვა წიგნებს სამწუხაროდ არ ვიცნობ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: