რატომ უნდა დაისვენო ჰოსტელში

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს არასდროს დაუსვენია Hostel-ში. მოგბეზრდა ყოველ წელს შვებულების დღეების ერთნაირად გატარება და რამე განსხვავებული გინდა?

1) მაშინ დროა გართობისა და დასვენების ახალ საშუალებას მიმართო: თუ ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ზღვა, მაშინ ბათუმში მდებარე Boombully Beach Hostel ზუსტად შესაფერისი ადგილია შენთვის!

2) ჰოსტელში საშუალება გეძლევა გაიცნო საინტერესო და განსხვავებული ადამიანები. განსხვავებული იმიტომ, რომ ჰოსტელი დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ადამიანთა თავშეყრის ადგილია. რა ფასი აქვს ზღვზე დასვენებას თუ ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები არ შეიძინე! ვინ იცის მომავალში როგორ გამოგადგებიან.

3) ადამიანის კარგად გაცნობის საუკეთესო საშუალება მასთან ერთად ცხოვრებაა. სად ქუჩაში, ბარში, სანაპიროზე ადამიანის გაცნობა და სად ერთ ოთახში მასთან ძილი და ერთ სამზარეულოში ჭამა. თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი ურთიერთობა უფრო ღრმა და დამახსოვრებადია.

4) ჰოსტელში დასვენება ბევრად უფრო იაფია სასტუმროსთან შედარებით (მაქსიმუმ 35 ლარი დღეში).

5) ჰოსტელში ბევრად უფრო კარგი პირობებია ნაქირავებ ბინასთან შედარებით: ნაქირავებ ბინაში არ არის უფასო wi-fi ინტერნეტი, 24 საათიანი დაცვა, გასარუჯი ტერასა და ა.შ

6) ჰოსტელი საუკეთესო ადგილია ზაფხულის ფლირტისთვის! :დ

7) თუ გინდა ახალგაცნობილი ადამიანის დაპატიჟება კოქტეილზე, სულაც არაა საჭირო გარეთ გასვლა: Boombully Beach Hostel-ში ორი ბარია!

8. მოგიმზადებიათ ოდესმე ბარბიქიუ? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა. ალბათ უმეტესობა თქვენგანს ჩემსავით მხოლოდ ფილმებში უნახავს ბარბიქიუს დამზადების პროცესი. Boombully Beach Hostel-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარბიქიუს სპოტით. დროა გაცდეთ მამა-პაპურ მწვადებს!🙂

9) თუ გშია და თან არ გაქვს საჭმელი, შეგიძლია გამოაღო მაცივარი და მიირთვა ახალგაცნობილი მეგობრების საკვები. ბოლოსდაბოლოს ერთი დიდი ოჯახი ხართ და ამის გამო არ გაგიბრაზდებიან :დ ან სულაც საიდან გაიგებენ ვინ რა შეუჭამა🙂

10) ჰოსტელში არავინ დაგიწყებთ ბუზღუნს, რომ ამდენ ადამიანს ვერ შეგიშვებენ ერთ ოთახში, რადგან იხმაურებთ და სხვებს შეაწუხებთ. პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო იმხიარულებთ. და თუ მაინც არ გინდათ სხვებთან ძილი, შეგიძლიათ private room-ი დაიქირავოთ.

, , , , , , ,

  1. #1 by dreamar on July 28, 2011 - 3:29 pm

    პ.ს ეს არის საკონკურსო პოსტი

  2. #2 by davitma on July 28, 2011 - 4:30 pm

    მადლობა მიღებულია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: