DJ@Fest Tbilisi

ზაფხულს გამართულ ფესტივალთა რიცხვი თანდათან იზრდება: ლუდის ფესტივალი, Openair, Kiketi Open air, ჯაზ-ფესტივალი … 29 ივლისს ვაკის პარკში კიდევ ერთი ფესტივალი დაიწყო: DJ@Fest Tbilisi. თავისთავად ძალიან კარგია, რომ ზაფხული უფროდაუფრო აქტიური პერიოდი ხდება ღონისძიებათა ჩატარების კუთხით და ნაკლებად გიწევს იმაზე წუწუნი, რომ არსად არაფერი ხდება. DJ@Fest Tbilisi 1 აგვისტოს დილის 04.00 სთ-ამდე გაგრძელდება. რაც მთავარია ნონ-სტოპ რეჟიმში! ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია დღის საათებში სიცხეში ვინ უნდა მივიდეს ამ ფესტზე, მაგრამ მაინც მომწონს ეს იდეა. ფესტივალზე გარდა ქართველებისა დაუკრავენ შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოსული დიჯეები: აშშ, გერმანია, სომხეთი, უკრაინა, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, დანია. 30 და 31 ივლისის line up:

30.07.2011
Vake Park
01:00 Jakob Moor (Dresden)
03:00 Gunfinger LIVE (Tbilisi)
CHILL OUT Time
12:00 Duo Svansikh LIVE (Tbilisi)
13:00 Okinawa Lifestyle (Tbilisi)
14:30 Vako Key & Sophie Kowalsky LIVE Vocal (Tbilisi)
16:00 Sebastian Koch (Berlin) & Eke (Tbilisi) (B2B)
18:00 Knyaginya (Moscow)
20:00 Erman Erim LIVE (Nuernberg)
22:00 Greenbeam & Leon LIVE (Tbilisi)
00:00 Noir (Aalborg,Denmark)

31.07.2011
Vake Park
02:00 Black Brazzers (Tbilisi)
04:00 Arik & Toptoon (Armenia) (B2B)
CHILL OUT Time
12:00 Tooke & a2k (Tbilisi) (B2B)
14:00 Tornike (Tbilisi) & Timmo (Tbilisi) (B2B)
15:30 Taho (Tbilisi)
17:00 Louis Osbourne (Birmingham)
19:00 Alexandr Galickiy (Kiev)
19:30 Lopazz (Heidelberg)
21:30 Tony ROhr (New York)
23:30 Marika Rossa (Kiev)
01:30 Dilo LIVE (Buenos Aires)
03:00 Mixtinct & Edgar Poe (Armenia) (B2B)
Louis Osbourne ლეგენდარული ოზი ოსბორნის შვილია, დიახ, იმ “როკერი” კაცის შვილი, რომელმაც ღამურას თავი მოაჭამა :დ :d :d


(ფოტოს პირველწყარო http://newsflash.bigshotmag.com/news/uk-news/2328/)


(ფოტოს პირველწყარო http://gossip.whyfame.com/ozzy-osbourne-lady-gaga-take-a-break-8740)

ვაკის პარკში მისულს პირველ რიგში თვალში მომხვდა ფესტივალის ტერიტორიასთან მობილიზებული პატრული, სახანძრო მანქანა და სასწრაფო. მაგიდებსა და სკამებთან ახლოს განთავსებული იყო რამდენიმე ბარი. სასმელი დაახლოებით 3-ჯერ ძვირი ღირდა ჩვეულ ფასთან შედარებით, ამიტომაც ხალხი ძირითადად იქვე მდებარე მაღაზიებში მიდიოდა რამის საყიდლად. წამოსვლისას თვალი შევავლე ბარს: თითქმის ყველა სასმელი ხელუხლებელი იყო. ვერაფერს დაუწუნებდი “ზვუკს”. თავიდან უმეტესობა იდგა ან საქმიანი სახეებით დადიოდა აქეთ-იქით. ცოტა ხანში ხალხიც მომრავლდა, ალკოჰოლისდოზამიღებულებიც და ახლა სცენის წინ მოცეკვავეთა რაოდენობამ ნამდვილად გადააჭარბა ორ კაცს. ზოგი იმდენად შევიდა ექსტაზში ცეკვისას, რომ შადრევანში ცეკვაც მოინდომა. თუმცა, პოლიციელებმა მსწრაფლ უბრძანეს იქიდან ამოსვლა. რატომ არ შეიძლებოდა შადრევანში ცეკვა, ვერ მივხვდი:/

დადებით განწყობაზე მყოფი ვტოვებდი ფესტივალს, რომ არა ამბავი, რომლის მომსწრეც გავხდი წასვლისას: რამდენიმე ადამიანი გამეტებით ურტყამდა და აგინებდა ერთმანეთს. მერე ვიღაც დასისხლიანებულ ბიჭსაც მოვკარი თვალი:/ დაცვამ გააშველა. არ შეიძლება რამე ხალხმრავლობამ ჩხუბის გარეშე ჩაიაროს?

პ.ს სამწუხაროდ ფოტოები ძალიან ცუდი ხარისხის გამოვიდა და ორზე მეტს არ დავდებ:/

, , , , ,

  1. #1 by Zurriuss.Ge on July 30, 2011 - 4:56 am

    სწორედ მაგიტომ არ ვამართლებ შადრევნებში ცეკვას, ხეზე ასვლას და ა.შ. ქართველები ვართ პირუტყვები და ერთ ადგილას თუ არ მიგვრეკეს, შეიძლება, დავხოცოთ ერთმანეთი.

  2. #3 by marb on July 30, 2011 - 5:54 am

    qartveloba ra shuashi shen ra ggonia sazgvargaret siwynarea ? eg tqven xart goimebi gushin zogi ijda da fexs ar andzrevda arada xalxi sacekvaod movida. ucxoetidan var da me geubnebi rom iq xeze asvlac aris da ufro sxva raaameeebic da magas aq mugami🙂

    • #4 by dreamar on July 30, 2011 - 12:51 pm

      მოკითხვა უცხოეთს! :პ

  3. #5 by ERM0NIA on August 2, 2011 - 4:32 pm

    ჩიტია, ვინც ეგ ფესტივალი მანდ ჩაატარა! იმენნო, მამალი ჩიტი! ეს დღეებია ხალხს არ ძინავს მთელი ღამეები. პატრულმა კიდევ ვერ დავუშლით, რადგან მერიის ორგანიზებულიაო (ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებაა). და ვისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? 20 მოკაჩავე ძველი ბიჭებისთვის? ლაივს აჩვენებს მაივიდეო და მანდ კარგად ჩანს ვინც ესწრება მაგ ჩიტობას. კანონი კიდევ საღამოს 11 საათის შემდეგ კრძალავს დასახლებულ ადგილებში ეგეთ ბლაგვობებს ეგეთი დეციბალებით! 1 აგვისტოს ხო დამთავრდა ეს დედაარღნიანი, ახლა რაღას ბრახუნობენ კიდევ ბლიდ?

  4. #6 by Annie Khazalia on August 4, 2011 - 4:59 pm

    me piradad zalian momwons es festivali, musika zalian kargia, yvela soundtrackze icekveb, me sul 4 dge viare am festivalze da cudi musika rasac qvia ar yopila, celova ufro game iyo, 10 saatis mere, imedia kidev iqneba aseti festivalebii❤❤❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: