გაგრძელებული და გაბანძებული DJ@Fest

მართლა ძალიან გამიხარდა ამ ფესტივალის გამართვის შესახებ რომ შევიტყე. თბილისში ჯერ კიდევ ბევრი ახალგაზრდაა, ვინც დასასვენებლად არ წასულა ან ვერ მიდის, მათთვის მსგავსი ღონისძიებები გართობისა და დასვენების ნამდვილად კარგი საშუალებაა. და არამარტო მათთვის, ზოგადად ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის. წესით DJ@Fest 1 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ ფესტვალის ორგანიზატორებს შესთავაზა მისი 3 დღით გაგრძელება და ხარჯებიც საკუთარ თავზე აიღო. სცენაზე ასულმა მერიის წარმომადგენელმა ზუსტად ამ მიზეზით ახსნა ფესტივალის გაგრძელების გადაწყვეტილება: ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ახალგაზრდა არის დარჩენილიო. კარგია, რომ მერია ზრუნავს ახალგარზდების გართობაზე, მაგრამ ცუდია როცა ის სხვების – ფესტივალის ჩატარებით უკმაყოფილო ადამიანების _ აზრს არ ითვალისწინებს. ასეთები კი ძალიან ბევრნი იყვნენ: თითქმის ყველა, ვინც ვაკის პარკთან ცხოვრობს. მათი თქმით, მუსიკა მათ დაძინების საშუალებას არ აძლევს და ძალიან ცუდად მოქმედებს ნერვებზე (რას იზამ, ყველას არ ეყვარება ელექტრონული მუსიკა). ერთმა მაცხოვრებელმა ისიც თქვა, ვეღარ მოვითმენ ბოლოს, სცენაზე ავუვარდები და დავულეწავ ყველაფერსო:/

DJ@Fest-ის ჩატარების იდეა ძალიან მომწონს, თუმცა, კარგი იქნება, რომ ორგანიზატორებმა ხარვეზების აღმოფხვრაზე იზრუნონ. ამ ფესტივალის ხარვეზები კი მეორე დღეს უკეტესად გამოჩნდა:

1)ფეისბუქის ივენთზე ეწერა, რომ იქნებოდა Age Control და 20 წლამდე ადამიანებს არ შემოუშვებდნენ. ავად თუ კარგად დაცვის წარმომადგენლები პირველ დღეს ამ პირობის შესრულებას ცდილობდნენ. მეორე დღეს ფესტივალის ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო შემოსვლა. უამრავმა ისეთმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებსაც, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რა ესაქმებოდა იქ:/

2) ჩემი აზრით, ფესტივალის ადგილი არასწორად იყო შერჩეული. რამდენიმე მიზეზის გამო: ა) ვაკის პარკთან მცხოვრები მოქალაქეები შეწუხდნენ, ბ) წითელი ქვიშის გამო ჰაერი მტვრით იყო სავსე, განსაკუთრებით სცენასთან _ იქ სადაც ცეკვავდნენ. ერთ დღეს ვიცეკვე და მეორედ ცეკვის სურვილი არ გამჩენია: მტვერნაყლაპი სულ წითელ ქვიშაში ვიყავი, ფეხსაცმელიც წითელი გამიხდა :/ გ) კარგი იქნებოდა ფესტივალისთვის ისეთი ადგილი შეერჩიათ, სადაც ხალხს უფრო თავისუფლად ქცევის საშუალება ექნებოდა. რამე ბალახიანი ადგილი, სადაც მოგინდება ძირს წამოჯდები, მოგინდება წამოწვები.

3) ფესტივალის line up-ს კი გადავავლე თვალი რამდენჯერმე, მაგრამ ყველაფერს ვერ დავიმახსოვრებდი, თანაც დიჯეების გამოსვლის დროებიც არ ემთხვეოდა ზუსტად line up-ში მითითებულ დროს. ამიტომ გამიჭირდა იმის გაგება, რომელი მუსიკოსი იყო სცენაზე. კარგი იქნებოდა თვითონ დიჯეებს წარედგინათ საკუთარი თავი ან თუნდაც უკან დამონტაჟებულ მონიტორზე დაწერებულიყო ვინ ვინ იყო.

და ბოლოს მცირე ფოტოკოლაჟი DJ@Fest-დან:


საღამოს 9-10 საათამდე სცენასთან თითქმის არავინ ცეკვავს, ერთი-ორი ადამიანის გარდა

შემდეგ თანდათან მატულობს სცენის წინ შეკრებილი ხალხის რაოდენობა

ყოველთვის გამოჩნდებიან შადრევანში ცეკვის მსურველნი

, , , , , , , , , ,

  1. #1 by Zurriuss.Ge on August 2, 2011 - 4:37 am

    რაც არაა ჩემი, არ მეჩემება :დდ
    თუ ეგ ფესტი არ გაიმართება, არც მაგიტო დავიხოკავ ლოყებს :დ
    თუმცა ღამით რომ ბალახზე წამოწოლა მაინც არ შეგიძლია, მაგრად ტეხავს – რასაც გინდა, იმას უსმენდე :პ

    • #2 by dreamar on August 2, 2011 - 12:00 pm

      ზუსტად!🙂

  2. #3 by ethnorevaz on August 2, 2011 - 1:41 pm

    მეც ვიყავი იმ დღეს, დავწერ რამეს-თქო და იმდენად ცუდი პონტი იყო რო გადავიფიქრე :დ

  3. #4 by Chiamaria on August 3, 2011 - 6:27 am

    ეგეთი ფესტივალების გამართვას, რაოდენ პესიმისტურიც არ უნდა იყოს, ალბატ კიდევ დიდხანს ვერ ვისწავლით

  4. #5 by ადამიანი ბასეინიდან :) on August 4, 2011 - 2:41 pm

    სრულიად სამართლიანი შენიშვნებია. face da age controll-ს რაც შეეხება – იმის მიუხედავად რომ პირველი დღის შემდეგ ბევრი ისეთი ადამიანი იყო რომელსაც მანდ არ ესაქმებოდა, მაინც არავის შევუწუხებივართ იქ ვინც ვიყავით ჩემიანები. ალბათ ბევრი დაცვის დაყენებით გააკეთეს შეზღუდვის არ ქონის კომპენსაცია.

    მე პირადად ძალიან კარგი დრო გავატარე მანდ. მუსიკა ძალიან კარგი იყო ძირითადად.
    2 ბოტასი კი გამიწითლდა და ვეღარ ვუბრუნებ ძველ სახეს, მაგრამ ღირდა…🙂

    პირველ და მეორე შენიშვნას თუ გაითვალისწინებენ მაშინ Kiketi Open Air-ის მსგავსი ფესტი უნდა ჩაატარონ. თბილისში თითქმის ყველა ვარიანში შეწუხდება ხალხი. ძალიან დიდზე ვრცელდება ხმა. არ ვიცი, შეიძლება თბილისის ზღვა ან რომელიმე სხვა ტბა გამოდგეს.

    P.S. სრულიად ფხიზელი ვიყავი 4-ივე დღე რაც იქ გავატარე. ფსიქოდელიკების გამო არ დამრჩა დადებითი აზრი. ჯანმრთელი სუბიექტური აზრია.🙂

    • #6 by dreamar on August 4, 2011 - 10:31 pm

      ჰელოუ ადამიანო ბასეინიდან :)) მუსიკა, რაც მოვისმინე, მეც მომეწონა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: