სკანდალური ინფორმაცია

ფოტოს პირველწყარო

მედია ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სკანდალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საზოგადო პირთანაა დაკავშირებული. ამის მაგალითად ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის თავს გადახდენილი ამბის გახსენებაც კმარა. სკანდალებისადმი დიდი დროის დათმობის გამო ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ყურადღების მიღმა რჩება სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ვერ გაითვალისწინებს/ვერ გაიხსენებს არსებით ინფორმაციას კანდიდატის შესახებ.  რადგან სკანდალი უკეთ ამახსოვრდებათ, დიდი ალბათობაა, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაეფუძნება სწორედ ამ სკანდალურ ინფორმაციას.

სკანდალი იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას და უკეთესად შემოინახება მეხსიერებაში. რატომ ამახსოვრდება ადამიანს სკანდალი არასკანდალურ ამბავზე უფრო მეტად? ამას ორი მიზეზით ხსნიან: 1) ზოგადად ნეგატიურ ინფორმაციას უფრო დიდი ფასი აქვს პოზიტიურთან შედარებით. ეს ევოლუციითაა განპირობებული: თუკი ადამიანი არ მიაქცევს სათანადო ყურადღებას საფრთხეს, ის მოკვდება. გადარჩენა ითხოვს უკლებლივ ყურადღებას შესაძლო ცუდი შედეგებსიადმი.  2) სკანდალური ამბები არასკანდალურთან შედარებით ცოტაა და მათ ფონზე უფრო შესამჩნევი ხდება. სკანდალური ქცევა საზოგადოებისთვის არატიპიური და იშვიათია. ამიტომ, გამორჩეულობის, კონტრასტის გამო, სკანდალი არასკანდალურ ამბავთან შედარებით უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

შეხედულებას, რომ სკანდალური ინფორმაცია ხელს უშლის ამომრჩეველს სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და არსებითი საკითხების განხილვაში, ამყარებს შემდეგი მოსაზრება: ადამიანი ყველაფერს ვერ იმახსოვრებს, მას უკეთ ამახსოვრდება ის, რასაც აქცევს დიდ ყურადღებას. ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კანდიდატის პოზიცია საჭირბოროტო საკითხებზე, სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მისეული გეგმები, დაპირებები და ა.შ.,  ცვლის და მეხსიერებაში მის ადგილს იკავებს სკანდალური ინფორმაცია. ამ მოსაზრების თანახმად, ადამიანი, რომელიც გაიგებს სკანდალურ ამბავს კანდიდატის შესახებ, უარესად გაიხსენებს ამ კანდიდატთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას იმასთან შედარებით, ვინც ამ სკანდალს არ შეიტყობს.

თუმცა, კვლევებით დადასტურდა, რომ სინამდვლეში ყველაფერი სხვაგვარადაა. სკანდალური ინფორმაცია პირიქით აუმჯობესებს მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გახსენებას. ამ შეხედულების თანახმად, მეხსიერება წარმოადგენილია ასოციაციური ქსელის სახით. ის შედგება ერთმანეთთან ასოციაციურად დაკავშირებული ე.წ კვანძებისგან, მოგონებებისგან. კვანძის წარმოქმნა ხდება მაშინ, ამა თუ იმ სუბიექტისა თუ ობიექტის შესახებ პირველად ვიგებთ რამე ინფორმაციას.  როცა იმავე სუბიექტის შესახებ მივიღებთ სხვა ცნობას, ამ ცნობასა და არსებულ კვანძს შორის წარმოიშობა კავშირი. მიმდინარე ინფორმაცია უკავშირდება მანამდე შენახულს.  რაც უფრო დიდი მნიშვნელობისაა კვანძი (მოიცავს ინდივიდისთვის უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას) მით უფრო ადვილად ხდება ამ კვანძთან დაკავშირებული ინფორმაციის გახსენება. თუკი ადამიანს ვთხოვთ გაიხსენოს ინფორმაცია პოლიტიკოსის შესახებ, ეს გამოიწვევს ამ პოლიტიკოსთან დაკავშირებული კვანძის გააქტიურებას. ერთი მოგონების გააქტიურება კი იწვევს მასთან ასოციაციურად დაკავშირებული სხვა წარმოდგენების გააქტიურებას. ამგვარად, თუკი ამომრჩველს გაახსენდება კანდიდატთან დაკავშირებული  სკანდალი, მას ასევე გაახსენდება ამ კანდიდატის შესახებ სხვა ინფორმაციაც. სკანდალის გახსენებამ უნდა გააქტიუროს მანამდე შენახული ინფორმაცია და გააადვილოს მისი აღდგენა.  ის ადამიანი, რომელიც შეიტყობს სკანდალს, უკეთ გაიხსენებს კანდიდატთან  დაკავშირებულ სხვა ცნობებსაც, ვიდრე ის, ვისაც სკანდალური ცნობა არ მიეწოდება.

მედია-საშუალებების მიერ ყურადღების გამახვილება სკანდალზე საფრთხის შემცველი იმ კუთხით, რომ აუდიტორიას სხვა არსებითი ინფორმაცია დაავიწყდება, არ არის.

(უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს გაეცანით  Beth Miller-ის 2010 წლის კვლევას The Effects of Scandalous Information on Recall of Policy-Related Information).

, , , , , , , ,

  1. #1 by Chiamaria on August 7, 2011 - 6:15 am

    საინტერესოა.. მართლა ესეა…
    ისე მე ვერ ვიტან ვერც ჭორებს, ვერც სკანდალებს და საერთოდ ძალიანაც წყნარი ადამიანი ვარ🙂

  2. #2 by Zurriuss.Ge on August 7, 2011 - 6:47 am

    აქედან გამომდინარე, შენ ან გრეჩიხას მისცემ ხმას ან ბურჯანაძეს… ნუ თუ ძალიან ძალიან სკანდალების მოყვარული ხარ, მაშინ – ჩვენს მაღალს :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: