დაბრუნება

როცა დიდი ხნით ვცილდები ხოლმე მშობლიურ ქალაქსა და უბანს, დაბრუნებისას გაუცხოების გრძნობა მეუფლება. მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა. ისეთივე მომეჩვენა თბილისი, როგორიც დავტოვე.

ჩემი შიში გამართლდა: სახლი არეულ-დარეული დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გზამ საშინლად დამღალა, მაშინვე ცოცხს ვტაცე ხელი და გამოგვა დავიწყე. ვერ ვიტან დალაგებას, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად ვერ ვიტან დაულაგებელ სახლს:პ პირველი სიურპრიზი კატებმა შემომთავაზეს: დააფსეს ჩემს გახნილ ჩანთას, რომლიდანაც ტანსაცმლის ამოლაგებას ვაპირებდი. ოხ, ეს კატები რა ნერვებს მიშლიან ხოლმე, არადა სახლში დაბრუნებამდე რამდენჯერ მინატრია ახლა რომელიმე კატა კალთაში მყავდეს-მეთქი წამოსკუპებული და ვეფერებოდე. მგონი უკვე მოთხოვნილებად მექცა ფისოებისთვთვის თავზე ხელის გადასმა :დ

ჩემი დის რეაქცია ჩემს დანახვაზე: რა ჯუნგლებიდან გამოქცეულს გავხარ!:/ ჩემი რუჯი არ მოეწონა. მე კი მომწონს ჩემი შოკოლადისფერი. არადა ვინ წარმოიდგენს, რომ ჩემს თოვლივით თეთრ კანს ასე გაშავება ძალუძს. :დ

ერთ-ერთი რამ რაც მაკლდა დასვენების დროს, ფეისბუქი იყო🙂 ხოდა ძნელად მისახვედრი არაა, რომ ჭამის შემდეგ კომპიუტერს მივახტი: ისევ საინტერესო თუ ნაკლებად საინტერესო სტატიები, სასაცილო ვიდეოები, სულელური სტატუსები, დისკუსიები, ფრენდ რიქუესტები, მოკლედ ზღვა ინფორმაცია! მეც ხარბად დავეწაფე.

ღამის 11 საათზე უკვე მეძინება. ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ _ აღარ მომიწევს სხვებისთვის თხოვნა: გაიღვიძეთ, ნახეთ რა კარგი ამინდია, წამოდით ზღვაზე!

, , , , , ,

  1. #1 by presgeo on September 9, 2011 - 7:19 pm

    შენი განვლილი პერიოდი ძალიან მომეწონა და სახალისოც კი აღმოჩნდა ჩემთვის .. .. და ამ ერთი უბრალო პოსტიდან მე დავინახე შენი ხასიათი და მასში ჩემი თავი .. ..:::დ:დ:დ:დ

    • #2 by dreamar on September 9, 2011 - 11:19 pm

      დიდი მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: