ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ბარგის ჩალაგება ჩემთვის ერთი რუტინული პროცესია. სადმე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა წავიღო. არ მიყვარს როცა ამ პროცესის დაჩქარებულად წარმართვა მიხდება _ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია რამე დამრჩეს. თბილისში წამოსვლამდე მე და ჩემი შყვარებული ვწუწუნებდით ბარგს რა ჩაალაგებსო. ამის გაგონებაზე ერთმა ჩვენმა მეგობარმა (მამრობითი სქესის :პ) გაოცებულმა შეყვარებულს ჩემზე მიუთითა: აბა, ეს რისთვის გყავსო. არ გამკვირვებია: ქართველი კაცების დიდი რაოდენობა (ყოველ შემთხვევაში მე ბევრს ვიცნობ) ისეთი ელემენტარული საქმის გასაკეთებლად, როგორიცაა ბარგის ჩალაგება, არასოდეს იწუხებს თავს. ამის გაკეთება ჯერ მათ დედებს აბარიათ, დაქორწინების შემდეგ კი _ ცოლებს. ბარგის ჩალაგება ერთადერთი რამ არაა, რასაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები სხვებს აბარებენ: ლოგინის მილაგება, მაგიდის გაწყობა, ჭამის შემდეგ საკუთარი თეფშის გარეცხვა, საკუთარი ნივთების დალაგება, “ნასკების” ან თუნდაც საცვალის გარეცხვა ქალის “პრეროგატივად” მიიჩნევა.

ვერ ვიტან როცა მაგიდის გაწყობაზე მიდგება საქმე და მამრობითი სქესის წარმომადგენლები დამშეულ თვალებს შემოანათებენ იქ მყოფ ქალებს და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უსაქმურნი და დასვენებულები არიან ბრძანებას გასცემენ: “აბა, დატრიალდით ახლა!” არადა ეს ზემოთჩამოთვლილი საქმენი არც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს და არც განსაკუთრებულ ნიჭს. ელემენტარული რამაა ჭამის შემდეგ მაგიდიდან შენი დაყრილი ნამცეცები გადაწმინდო ან თეფშზე საჭმელი გადმოიღო, რა საჭიროა ამისთვის დამხმარე? მესმის, რომ სასიამოვნოა როცა სხვები გემსახურებიან, მაგრამ მთელი ცხორვება ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ყოფნა გამაღიზიანებელია. არის ელემენტარული რაღაცები, როგორც პირადი ჰიგიენის დაცვაა, რასაც ყველა თვითონ უნდა აკეთებდეს. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი, რომელიც საცვალს ვერ ირეცხავს, როგორ უნდა გახდეს დამოუკიდებელი?

, , , , , , , ,

  1. #1 by bexx on September 3, 2011 - 12:38 pm

    გეთანხმები :))

  2. #2 by კახი on September 3, 2011 - 12:41 pm

    უიმე როგორ გამწარებულხარ ^^ რა ჩემოდანი ქონდა მასეთი :დ კიდე კაი მე მასეთი არ ვარ და მე არ ვიგულისხმები აქ😛

    • #3 by dreamar on September 3, 2011 - 2:36 pm

      ჩემთან შედარებით ძალიან მცირე ბარგი აქვს ხოლმე :პ

  3. #4 by Mari on September 3, 2011 - 12:42 pm

    ისე, ქალიც ბევრი ვიცი ეგეთი ბოთე. მე როგორ ვარ იცი? ვერაფერს ვაკეთებ, როცა ვინმე ერევა საქმეში. მირჩევნია, მარტომ მოვამზადო და დავალაგო ყველაფერი, ვიდრე ვინმე “მეხმარებოდეს” და ფეხებში მედებოდეს.

    • #5 by dreamar on September 3, 2011 - 12:50 pm

      ჩემს შემთხვევაში გააჩნია საქმეს და გააჩნია ვინ ერევა ამ საქმეში. როცა მეგობრები მეხმარებიან, მაშინ მსიამოვნებს, მაგრამ აი თუ ვინმე უფროსი ასაკის ადამიანი დამადგება თავზე და თავისი რჩევებით შემაწუხებს, არაფერსაც არ გავაკეთებ:/

  4. #6 by CGsaba on September 3, 2011 - 1:05 pm

    მაშინ თქვენც მოგვეხმარეთ 7 სართულზე 50 კგ იანი ცემენტის ტომრების ატანაში.
    გაჯის მორევაში, კედელბის შელესვაზე, ან თუნდაც ონკანი რო გაფუჭდება დამოუკიდებლად გააკეთეთ. ანდაც ბავშვები გააკეთეთ. მე სრულიად გეთახნმები მაგაში რომ ადამიანმა თავისი თევფში თვითნ უდნა აგრეცხოს და თავისი ტრუსიკი!

    რაც არ უნდა ვილაპარაკოთ არის ღარაცეები რაც მარტო ქალმა უნდა აკეთოს ან/და მარტო კაცმა. ნუ პროცენტულად მეტია.

    მე არ ვეხები მარტო საქართველოს. მე ზოგადად ადმაიანს ვგუსლიხმობ რა. სიტყვაზე თუ გინდა რომ მამრმა თავისი ტრუსიკი თვითნ გარეცხოს და თავიში თეფში, ლოგიკურად რომ მივყვეთ, მაშინ ქალმა თავისი მანქანის დაშებული საბურადვი თვითონ უნდა გამოცვალოს. ზეთი უნდა აკონრტოლოს და წყლაი ჩაამატოს ხოლმე.

    და ბოლოს! საბოლოო ჯამში ქალების უემტესობას მაინც ვერ თავისუფლდება ბოლომდე მსგავსი რაღაცეებით. და უმეტესობა თვითნაა თანახმა და თვითნაც აქვს სრუვილი ამ ყველაფერის გაკეთებისა. თუ გინდა კიდე განვავრცობ ^^

    • #7 by dreamar on September 3, 2011 - 2:30 pm

      საკუთარი თეფშის გარეცხვას ან თუნდაც ლოგინის მილაგებას მე-7 სართულზე 50 კგიანი ცემენტის ტომრის ატანას როგორ ადარებ:/ მე რაც ჩამოვთვალე ელემენტარული რაღაცებია, რაც როგორც ვთქვი არ მოითხოვს არც ნიჭსა და არც სპეციფიკურ ცოდნას, ამ შემთხვევაში ფიზიკურ ძალას. თეფშზე საჭმლის გადმოღება ან პურის დაჭრა ისეთივე მარტივია, როგორც, ვთქვათ კბილების გახეხვა. ამის გაკეთება ყველა ადამიანს თავად უნდა შეეძლოს. რა უშლის კაცს იმაში ხელს, რომ ჭამის შემდეგ მაგიდა გადმოწმინდოს და ცოლის (დედის, დის) სახლში დაბრუნებას არ ელოდოს ამისთვის? ხო თუ ქალს მანქანა ჰყავს, მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაც თვითონ უნდა შეეძლოს, თუ რა თქმა უნდა, ეს არ მოითხოვს რამე განსაკუთრებულ ცოდნას. ონკანის გაკეთება ერთმნიშვნელოვნად არც კაცის საქმეა და არც ქალის, ამას თავისი სპეციალისტი სჭირდება. ნასკების გარეცხვას კი არანაირი სპეციალისტი არ ჭირდება:/ ისევ ვიმეორებ, ეს ისეთი ელემენტარულია, ყველას შეუძლია.

  5. #8 by CGsaba on September 3, 2011 - 3:14 pm

    1.ეხლა ისე გამოვიდა შენი ნათქვამიდან რომ პრობლემა მხოლოდ ესაა და ამის გამოსწორებით უხეშად რომ ვთქავა ქალსა და კაც შორის უთანხმოება აღარ იქნება.
    2. ნიჭსა და სპეციფიკურს ცოდნას რაც შეეხება ამას გეტყვი რომ, არიან ადამიამენი (კაცები) რომლებსაც არ შეუძლიათ ჩაქუჩის ლურსმნაზე დარტყმა. ლურსმანს ვერ დააჭედებენ. ანუ ამასაც ხო არ ჭრიდება ნიჭი და სპეც. განათლება? (ამით იმის თქმა მინდა რომ შეიძლება ადმაიანს მართლა არ შეეძლოს ტაფიდან თეფშე საჭმლის გადმოღება)(მე უემტესწიალდ მარტოს მიწევს მსგავსი რამეების კეთება, და 100 დან 90 ვერ ვირებ თეფშზე ისე რო არ დავღვარო ან არ დამივარდე, და ეს აბსოლუტურად არფერს არ ნიშნავს)
    3.თავისი საქმის სპეციალისტ რაც შეეხება!
    3.1. შეგიძლია მზარეული დაიქირაო
    3.2. დამლაგებელი
    3.3.სანტექნიკი
    3.4. მანქანის ხელოსანი (მიიყავნო გარაჟში და ყვეალფერს შეგიკეთებენ)

    4. !!!
    მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ეს პოსტია არის ისეთი სტილის რა, აი თითქოს დასცინი და კბენ მამრობით სქესს. ვიცი მსგავსი არაფერი გიფიქრია და არ გინდოდა მსგავის არაფერის დაწერა და ა.შ. მე ამ ყვეალფერს იმიტომ არ ვწერ რომ ვიცავ რომელიმე მხარის წარმომადგენელს! უბრალოდ ჩვენსას ვხედავთ და სხვისა ფეხებზე გვკიდია. ეს უხეშად ჯღერს მაგრამ იდეაში ყვეალფერი ასე ხდება. უბრალოდ გაზვიადებულია, შეიძლება სიყავრულის გამოც, სითბოს გამოხატვის გამო და ა.შ. ან უპრალოდ პსოტი გინდოდა დაგწერე და დაწერე რა :დ

    • #9 by dreamar on September 5, 2011 - 12:35 pm

      1. რა თქმა უნდა, პრობლემა გაცილებით ღმაა. ასეთი აზრი რატომ გამოიტანე ჩემი პოსტიდან, ვერ ვხვდები. :ს
      2. პრობლემა ისაა, რომ კაცები ზემოთჩამოთვლილ საქმეებს არ აკეთებენ არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არ აქვთ “ნიჭი” თუ ცოდნა, არამედ იმიტომ, რომ ჩაგონებული აქვთ, რომ ეს “კაცის საქმე არაა”, ეს ქალს ევალება. როცა მთელი ცხოვრება მიჩვეული ხარ, რომ რაღაცას სხვები შენ მაგივრად აკეთებენ, თავიდან, რა თქმა უნდა, გაგიჭირდება ამის თვითონ გაკეთება. კაცებს მშვენივრადაც შეუძლიათ ლოგინის მილაგებაც და საცვლის გარეცხვაც, ეს უბრალოდ გონებაში ღრმად ჩამჯდარი სტერეოტიპის ამბავია და სანამ ეს დამოკიდებულება იარსებებს, მანამდე არაფერი შეიცვლება.
      3. 1.საჭმლის მომზადება (ვგულისხმობ არა კარტოფილისა ან კვერცხის შეწვას) ნამდვილად მოითხოვს ნიჭს თუ არა, სპეციფიკურ ცოდნას მაინც. საერთოდ, ხელოვნებაა, ჩემი აზრით. თუკი ადამიანი გურმანია, ძალიან უყვარს ყოველდღე გემრეილი და საინტერესო კერძების მირთმევა, ამასთან ვერ იცლის ამ საქმიანობის შესასწავლად, მაშინ რატომაც არ უნდა იქირაოს მზარეული.
      3. 2. ლოგინის მილაგებასა თუ მაგიდიდან ნამცეცების გადმოწმენდას დამლაგებელი არ ჭირდება, თუმცა, თუ ადამიანი ამისთვისაც ვერ იცლის, ვერ ვხედავ დამლაგებლის დაქირავებაში პრობლემას. თუ კაცი ხედავს, რომ მის ცოლს (დედას, დას, შვილს) უხდება დამლაგებლის როლის შეთავსება და თვითონ არ (ვერ) ეხმარება ამ საქმეში, მაშინაც კარგი აზრია დამლაგებლის დაქირავება.
      3.3 არც სანტექნიკისა და არც მანქანის ხელოსნის დაქირავებაში ვხედავ პრობლემას, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ იმის გაკეთება, რაზეც საუბარი მაქვს პოსტში, სპეციალისტს მოითხოვს.:/
      “ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს ქალის საქმეა” აი უბრალოდ ეს დამოკიდებულება არ მომწონს და ამის დაწერა მინდოდა🙂

  6. #10 by geoskeptic on September 4, 2011 - 12:36 am

    საერთოდ არ კბენს ავტორი არც ერთ სქესს.
    ვინც ეს პოსტი კბენად აღიქვა როგორც ჩანს საკუთარი თავი ამოიცნო🙂
    აქ ლაპარაკია არც მეტი არც ნაკლები სიზარმაცეზე და საზოგადოებაში გამეფებულ სტერეოტიპებზე, რომ არსებობს საქმიანობა/მოვალეობა რომელიც ექსკლუზიურად ან ერთ ან მეორე სქესს ევალება.
    არადა ნებისმიერი საქმიანობა და მოვალეობა უნდა გადანაწილდეს თანაბრად ორივე სქესზე მხოლოდ იმის მიხედვით თუ ფიზიკურად ვის რამდენი ძალუძს.

    ტომარა ორივემ უნდა აიტანოს მეხუთე სართული იქნება თუ მეთხუთმეტე.
    თუკი ტომარა იმდენად მძიმეა, რომ ერთი პარტნიორი ვერ მოერევა ფიზიკური მონაცემების გამო (მაგალითად ქალი) ან მეორე ვერ მოერევა სხვა მიზეზის გამო (მაგალითდ კაცს თუ ფეხი აქვს მოტეხილი ან ავადაა იმ მომენტში) მაშინ არსებობს აბსოლუტურად რაციონალური საპატიო მიზეზი ამ ტომარის არ ასატანად🙂 იმის მომიზეზება რომ “ეს რა კაცის საქმეა” ან “ეს რა ქალის საქმეა” არ არის რაციონალური არგუმენტი!! ნებისმიერი არგუმენტის დასაბუთება უნდა ხდებოდეს წმინდა რაციონალური ლოგიკის მოშველიებით.

    ავტორს მადლობა კარგი პოსტისთვის🙂

    • #11 by dreamar on September 5, 2011 - 12:37 pm

      “ნებისმიერი საქმიანობა და მოვალეობა უნდა გადანაწილდეს თანაბრად ორივე სქესზე მხოლოდ იმის მიხედვით თუ ფიზიკურად ვის რამდენი ძალუძს. ” ზუსტად!!! მადლობა კომენტარისთვის :*

  7. #12 by Chiamaria on September 4, 2011 - 8:05 am

    ძალიან მართალი ხარ… ქალსა და კაცს, ორივეს გააჩნია თავისი მოვალეობები, მაგრამ როცა ესეთ ელემენტარულს მარტო იმიტომ არ აკეთებ რომ ან დედამ გაგიკეთოს , ან შეყვარებულმა, ან ცოლმა, ან დამ… სახელსაც ვერ დაარქამევ რა არის ასეთი ადამიანი..

  8. #13 by presgeo on September 9, 2011 - 7:13 pm

    ქალი იმისთვის არ შეუქმნია ღმერთს რომ უსაქმოდ იჯდეს და არც იმისთვის რომ ვინმეს ემსახუროს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: