რჩევები პირველკურსელებს


სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. უნივერსიტეტი ცხოვრების ახალი ეტაპია და ახალ პრობლემებთანაა დაკავშირებული. რადგან უნივერსიტეტში საკმაო დრო გავატარე, გავკადნიერდები და მცირე რჩევებს მივცემ პირველკურსელებს🙂

1. სანამ სწავლა დაიწყება, მანამდე შეიარეთ უნივერსიტეტში. ბევრი პროცედურა სწავლის დაწყებამდეა მოსაგვარებელი (რეგისტრაცია, საგნების არჩევა). სასწავლებელში დროულად არგამოცხადების გამო ბევრ სტუდენტს შექმნია სერიოზული პრობლემები. ამ მხრივ ჩემი თსუ-ში სწავლისას დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული საგნების არჩევა. საგნის სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატებოდა ხოლმე ლექციაზე სტუდენტთა დასაშვებ რაოდენობას. ამიტომ უნდა მოგეხერხებინა და სხვებზე სწრაფად დარეგისტრირებულიყავი.

2. ლექტორებისა და იმ საგნების შესახებ, რომელთა სწავლაც მოგიწევთ, შეაგროვეთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია. გაიგეთ ა) რამდენად საინტერესოა იმ ლექტორის ლექციები, რომელსაც დაესწრებით. მერე მთქნარება და სულ იმაზე ფიქრი “როდის დამთავრდება ეს ოხერი ლექცია” რომ არ მოგიწიოთ. ბ) რამდენად ღირებულ მასალას მოგაწვდით ლექტორი, რამდენად გამოგადგებათ თქვენი პროფესიის შესწავლაში. საინტერესო არ უდრის გამოსადეგს. ერთ-ერთ ლექციაზე ფრიად საინტერესოდ გაგვყავდა დრო: ლექტორთან ათას თემაზე ვსაუბრობდით, ფსიქოლოგიურ ტესტებს ვავსებდით, თუმცა ღირებულს არაფერს ვსწავლობდით. გ) რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს მისი საგნის სწავლა. ბევრმა ლექტორმა “დაშინება” იცის ხოლმე: ჩემი საგნის სწავლა რთულია და დიდ დროს მოითხოვსო. ამიტომ ამ ინფორმაციის მისაღებად სჯობს სხვა წყარო მონახოთ, მაგალითად სტუდენტები. ერთ სემესტრში რამდენიმე რთული საგნის აღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. დ) აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება როგორი სახის ლიტერატურის გამოყენება მოგიწევთ: შეიძლება ლიტერატურის უმეტესი ნაწილი იმ ენაზე იყო დაწერილი, რომელიც არ იცით. ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეგიქმნით: მოგიწევთ ვინმეს ათარგმნინოთ, სხვისი ნათარგმნის სწავლა კი ჩინურის სწავლას უდრის. ე) გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია ლიტერატურა და სად შეიძლება მისი შოვნა. შეიძლება ბიბლიოთეკაში სიარული და წიგნის მოლოდინში დიდი დროის გატარება მოგიწიოთ. ამიტომ კარგია მსგავს გართულებებს თუ წინასწარ განსაზღვრავთ და მათ მოგვარებას შეეცდებით: მაგალითად, ვინმე სხვა სტუდენტისგან ითხოვებთ ლიტერატურის ქსეროასლებს. წინასწარ გაფრთხილებთ: გამოყავით თქვენს სახლში ადგილი ქსეროასლებისთვის! დიდი ალბათობაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მასალა შეგიგროვდებათ მაკულატურისთვის :პ ვ) გაარკვიეთ ასევე შეფასების სისტემა. განსაკუთრებით მათ, ვისაც ფრიადზე სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების სურვილი აქვს. ზ) შეეცადეთ წარმოდგენა იქონიოთ თქვენი ლექტორის ხასიათზე :პ საყვარელი და “ბუნჩულა” ლექტორი შეიძლება დესპოტი აღმოჩნდეს, რაც, განსაკუთრებით, შეფასებების დაწერის დროს გამოჩნდება. ლექტორებზე უფრო ვრცლად შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

3. ბევრი აბიტურიენტისთვის მთავარი მიზანი ჩაბარებაა, ჩაბარების შემდეგ კი ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს სწავლაზე. გახსოვდეთ, ჩაბარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის დამთავრება.

ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეთ სილაბუსი, პირადი დაკვირვება, იკითხეთ სხვა სტუდენტებთან, ლექტორებთან და ა.შ. წარმატებულ სასწავლო წელს გსიურვებთ!

, , , , ,

  1. #1 by Lord Vader on September 9, 2011 - 10:05 am

    ჰო რა, ამსტერდამის კოფიშოფიდან ადვილია რჩევების დარიგება🙂

  2. #2 by Salome Kanario Ust on September 10, 2011 - 4:08 pm

    გმადლოობ : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: