11/09 ღრმად მეხსიერებაში

fallingman
The_Falling_Man

ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს მთელი ოჯახი ტელევიზორს ვუსხედით. ეს ის დრო იყო, როცა ჩემთან სახლში ტელევიზორს ჯერ კიდევ უყურებდნენ და ის სულაც არ იყო უსარგებლო ნივთი. ტრადიციულად, საინფორმაციო გამოშვების დაწყების მოლოდინში ჩემი მშობლები ეკრანს მიაპყრობდნენ თვალებს. იმ დღეს თითქმის ყველა არხზე ერთსა და იმავეს გადასცემდნენ: ცნობას აშშ-ში მომხდარი ოთხი ტერორისტული აქტის შესახებ. რაღაც საშინელება იყო, კოშმარი. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ყველაზე მეტად იმ კადრებმა შემაძრწუნეს, სადაც ადამიანები ცეცლხმოკიდებული ცათამბჯენებიდან ხელებს იქნევდნენ დახმარების მოლოდინში და ფანჯრებიდან ხტებოდნენ. მათ მთელი მსოფლიო უყურებდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შველა. მიუხედავად იმისა, რომ არც სისხლი იყო ნაჩვენები და არც გვამები (რითიც ცდილობენ ხოლმე ყურადღების მიპყრობას ეთიკის დამრღვევი მედიასაშუალებანი), ყველაზე სულისშემძვრელი კადრები იყო.

ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან “9 11 the falling man”, რომელიც ცათამბჯენებიდან გადმომხტარი ადამიანების შესახებაა. საინტერესო ფილმია.



მეორე დღეს ჩემს ახალ სკოლაში ყველა ამ ტრაგედიის შესახებ ლაპარაკობდა. ეს იყო უცხო ქვეყნის ტრაგედია, რომელიც ყველაზე მეტად განვიცადე. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირი ეთერში ვადევნებდი თვალს და მეც ამ ამბის ერთგვარ მონაწილედ ვიქეცი. მას შემდეგ მედიით გავრცელებულ არცერთ ამბავს მოუხდენია ჩემზე ასეთი გავლენა. 10 წელი გავიდა და ის კადრები დღესაც თავში მიტრიალებს.

, , , , , , ,

  1. #1 by მირიან ქორიძე on September 11, 2011 - 12:00 pm

    😦

  2. #2 by presgeo on September 11, 2011 - 4:17 pm

    მართლაც შემზარავი არის ეს თვითოეული ჩვენთაგანისთვის .. საშინელებაა როცა იცი რო სიკვდილი გარდაუვალია და მაინც შველას ითხოვ უმედოდ!!.. ღმერთმა ქნას აღარასოდეს გამეოდრდეს იგივეე.. დაიფაროს მთელი მსოფლიო ასეთი ტრაგედიებისგან …!!

  3. #3 by Salome Kanario Ust on September 12, 2011 - 8:25 am

    გულწრფელად ვიზიარებ ამერიკის მწუხარებას დღემდე😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: