ქორწილი

“დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად” – ზღაპრის ჩვეული დასასრული.

ჩემი ერთი მეგობარი მიმტკიცებდა, რომ ყველა გოგო ოცნებობს თეთრ საპატარძლო კაბასა და ქორწილზე. ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი საოცნებო რამ არ არის, ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მართალია, ნაკლებად მიყვარს ოფიციალური ღონისძიებები, ჩემი აზრით, ქორწილი არ არის ჩვეული ყოველდღიურობა და სხვა დღეთაგან განსხვავებული უნდა იყოს. განსხვავებულში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პომპეზურს. როგორი უნდა იყოს ეს დღე, წყვილზე არის დამოკიდებული: ზოგს შეიძლება ნაგავსაყრელზე უნდა ქორწილი, ზოგს ახლო მეგობრების მცირერიცხოვან წრეში, ზოგს კი ძალიან დიდი ფინანსური ხარჯების გარეშე ვერ წარმოუდგენია ამ თარიღის აღნიშვნა.

ყველაზე ძალიან არ მიყვარს ტრადიციული ქართული ქორწილი, რომელიც წარმოუდგენელია თამადის, უშველებელი სადღეგრძელოებისა და ქართული ცეკვის გარეშე. ასეთ ქორწილში N1 სტუმრები არიან ხოლმე ნათესავები, რომლებსაც მომავალი ცოლ-ქმარი ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ ან არც არასოდეს შეხვედრია. ოღონდ ერთი და ორი კი არა, თითქმის მთელი სანათესაო. მეფე-დედოფალი მეჯვარეებითურთ დაბრაზის ცენტრში, ამაღლებულ ადგილას სხედს, რათა ყურადღების ცენტრში იყოს და არავის გამოეპაროს რამდენი ჭამეს/დალიეს და ზოგადად თავი როგორ ეჭირათ :დ ცალკე აღნიშვნის ღირსია “არ დაიდარდოს” ტიპის მუსიკალური ჰანგები და დამკვრელები… ყელში ამოვიდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც საკმარისია უკვე ამ მუსიკის მოსმენა :შ ტრადიციული ქართული სამზარეულო და კერძები… არა, განა არ მიყვარს, უბრალოდ რამე განსხვავებულის მომზადება მრავალფეროვნებისთვის კარგი იქნებოდა. ტრადიციულ ქორწილში ყოფნისას ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ღონისძიება, პირველ რიგში, სტუმრების სიამოვნებისთვისაა გამართული: რა მოსწონს წყვილს, როგორ და ვისთან ერთად უნდა აღნიშვნა ამ დღისა, მეორეხარისხოვანია.

რამდენჯერ მილაპარაკია ამ თემაზე მეგობრებთან. ისიც კი, ვინც ამბობდა, რომ არასდროს ექნებოდა ტრადიციული ქორწილი, ამ ღონისძიების გაცვეთილი ფორმით აღნიშვნას ვერ აცდა. იმიტომ, რომ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ დედამთილ-მამამთილ-სიდედრ-სიმამრს ვერ წარმოუდგენია სხვანაირი ქორწილი, იმიტომ რომ რაღაც ახლისა და განსაკუთრებულის გამართვის მცდელობისას შემდეგი ფაქტორი ერთვება “ნათესავები/მეზობლები რას იტყვიან”, “ტრადიციას ვერ გადავუხვევთ”, იმიტომ, რომ მომავალ ცოლ-ქმარს ხშირ შემთხვევაში მშობლების ფინანსებით უხდებათ ქორწილის გადახდა: ხოდა ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს.

ქორწილი, ჩემთვის არის არა ხელისმოწერისა და ურთეირთობის საჯაროდ დადასტურების ცერემონიალი, არამედ თანაცხოვრების დაწყების, ცხოვრების ახალი ეტაპის აღნიშვნა. პირველ რიგში ეს ღონისძიება არის წყვილისთვის და როგორც მოუნდებათ, ისე უნდა აღნიშნონ. არ მესმის, ხომ შეიძლება, ვიღაც უცხო ადამიანების ნაცვლად მხოლოდ ახლობელი ადამიანები იყვნენ დაპატიჟებულნი ქორწილში, “არ დაიდარდოს” ნაცვლად რამე სხვა, საქმროსა და საცოლეს გემოვნების მუსიკა ჟღერდეს (ვერ დავიჯერებ, რომ ყველა წყვილს ასეთი მუსიკა მოსწონს), არც დაზეპირებული სადღეგრძელოები სვან და ქართული ცეკვის ნაცვლად რამე სხვა იცეკვონ. ფლეშმობი მოაწყონ სულაც. არაა აუცილებელი სუფრა სავსე იყოს საჭმელებით, რათა სტუმრები გაძღნენ. სასმელი, მოსაწევი, სხვა სოფთ დრაგებიც საკამრისია :დ ეს ხუმრობით. სინამდვილეში მთავარია ქორწილი იყოს ლამაზი და სუფევდეს მხირაულება :დ ამ ვიდეოს რომ ვუყურებ სულ მეცინება. მერე რა, რომ პრინც უილიამისა და ქეითის ქორწილის პაროდიაა, ბევრ რეალურ მოსაწყენ ცერემონიალს კი სჯობია.

, , , , , , , , ,

  1. #1 by mariefille on September 20, 2011 - 8:37 am

    ჩემთვის ძალიან აქტუალურია ახლა ეს თემა… დიდი ქორწილი არ გვინდოდა, თუმცა ვერ ავცდით . ვერაფერი გავაწყვე, მაგრამ სამ რამეს მითმობენ: მე ვირჩევ ბენდს, რომელიც დაუკრავს, არ ვსხდებით შემაღლებულ და ცალკე მაგიდასთან და არ ვიცვამ ოთახისხელა გრძელ კაბას :დ
    შენ კი სწორად აღნიშნე, ყველაფერი იმის ბრალია,რომ ქორწილები, ძირითადად, მშობლების დაფინანსებით იმართება და გინდა თუ არა, მაინც გიწევს, რომ მათ აზრებს ანგარიში გაუწიო

    • #2 by dreamar on September 20, 2011 - 1:44 pm

      გილოცავ, მარი! ბედნიერებას გისურვებ. დარწმუნებული ვარ, მშვენიერი ქორწილი გექნება 🙂

  2. #3 by Mari on September 20, 2011 - 1:50 pm

    გეთანხმები, მეც ვერ ვიტან ამ ქართულ ტრადიციულ ქორწილებს. პაკაზუხობაა და მეტი არაფერი. მეფე-პატარძალი მეცოდება ხოლმე, ამდენი ხალხის ბოდიალს რომ შესცქერიან და თამადის ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს ისმენენ. ვერ ვხვდები, რა არის ასეთ ღრეობაში სასიამოვნო?😐

  3. #4 by marishkalia on October 12, 2011 - 6:39 pm

    qorwili urtiertobebis axali etapis dawyebis simboloa da getanxmebi. rom ar aris aucilebeli 500 kaciani qorwilebi da mitumetes sefashi.. es martalia arc ise xshirad xdeba magram mainc.. :))) gisurveb shens gemoze gadaxdil qorwils! :D:D

    • #5 by dreamar on October 12, 2011 - 8:03 pm

      მადლობა :))

  4. #6 by Romanovskaya on January 22, 2013 - 12:33 pm

    მარი, დაიკიდე რა )))
    ჩემი აზრით სულ არაა საჭირო არანაირი ცერემონიალი ) აი საერთოდ ) ეგ თანხა სჯობს დახარჯო მოგზაურობაში და უამრავი სიამოვნება მიიღო მაგისგან ) თორე სმა ჭამა არც ყოველდღე გვაკლია )
    ან თუ იხდი ქორწილს – მხოლოდ ძალიან ახლობელი ხალხი უნდა იყოს ) ახალგაზრდები სულ ) სასიამოვნო გარემო, თუნდაც ბათუმის სანაპირო❤ ან სადმე ლამაზ თოვლში, თუ ზამთარში ხდება ეს ამბავი, სოფლის ლამაზ ეკლესიაში ჯვრისწერა, სადაც მაქსიმუმ 20 კაცი იქნება ჯამში ) სასიამოვნო დროის გატარება მეგობრულ წრეში და როგორც იტყვიო "ვსიო" :)))) რაღა დროის ტროტივით კაბებია და პომპეზური ცერემონიალები ) რა საჭიროა ეს "პაკაზუხობა". მაგრამ რა ვქნათ თუ ბრაზილიურ და არგენტინულ სერიალებზე გავიზარდეთ და ლამაზი ცხოვრება მაგის იქით ვერ წარმოგვიდგენია ?! )))))))))))))))
    კიდევ კარგი პირველი ღამის მერე ზეწარს აღარ ფენენ და ქორწილამდე სარძლო აბანოში არ მიყავთ დასათვალიერებლად ))))))))) თუმცა, არ გამიკვირდა, ასეთ მარაზმსაც რომ წავაწყდე სადმე.

    • #7 by dreamar on January 22, 2013 - 12:54 pm

      ნატაა❤ რა კარგი კომენტარი იყო :დ "ან თუ იხდი ქორწილს – მხოლოდ ძალიან ახლობელი ხალხი უნდა იყოს ) ახალგაზრდები სულ ) სასიამოვნო გარემო, თუნდაც ბათუმის სანაპირო❤ ან სადმე ლამაზ თოვლში, თუ ზამთარში ხდება ეს ამბავი, სოფლის ლამაზ ეკლესიაში ჯვრისწერა, სადაც მაქსიმუმ 20 კაცი იქნება ჯამში" +1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: