AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია

AlterVision Newcomers-ის კონცერტი უკვე ტრადიციად იქცა. ყოველი წლის შემოდგომას ახალბედა ჯგუფებს ეძლევათ შანსი წარდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე ნორმალურად ორგანიზებულ კონცერტში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინანდელ პოსტში ვწერდი “მიუხედავად უამრავი კრიტიკისა და მოწინააღმდეგისა, Tbilisi Altervision Newcomers–ს მნიშვნელოვანი მოვლენაა მუსიკალურ სამყაროში. სერიოზული მზადება, სასცენო კოსტუმებისა და მაკიაჟის შერჩევა, მაღალი ხარისხის live–ჩანაწერი, უზარმაზარი რეკლამა და პიარი _ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტიმულია ახალბედა შემსრულებლებისთვის. როკ–კლუბსა თუ ხორავას თეატრში გამართულ უღიმღამო კონცერტებთან შედარებით ალტერვიჟენი ნათელი წერტილია.”

შარშან ამ კონცერტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი 114 ბენდმა გამოთქვა. წელს მათი რიცხვი, თუ არ ვცდები, 40-მდე იყო. (შეგასხენებთ, რომ იმ ბენდებს/მუსიკოსებს ვისაც უნდოდა Newcomers AlterVision-ში მონაწილეობა, 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით “ალტერვიჟენ გრუფის” ოფისში უნდა გამოეგზავნათ შემდეგი საბუთები 1)3 აუდიო ჩანაწერი (MP3 ფორმატში), 2)ჯგუფის ბიოგრაფია, 3)ჯგუფის ფოტოსურათი, 4)ვიდეო, 5)შევსებული სარეგისტრაციო ფორმა).

წელს მზადება ალტრვიჟენისთვის შარშანდელთან შედარებით უფრო ადრე დაიწყო😛
უკვე ცნობილია იმ ბენდების სია, ვინც შოუ-ქეისზე მიიღებს მონაწილეობას (ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ გამოვა AlterVision Newcomers-ის კონცერტზე). ეს ბენდებია:
The Georgians
Radioactive
The Pulse
Shota Adamashvili “Country Man”
Rema
The Animals from Mars
Svansikh
Landmark
Side Effect
Global House Project
Fuck’n’Roll
November
Burn
Fly
Plus Master
Eleqtromouse
Dress Code
The Mins

ამ სიაში გამიხარდა The Georgians, Radioactive, Landmark და შოთა ადამაშვილის ხილვა. Radioactive-ს სულ ცოტა ხნის წინ გავეცანი და მომეწონა. თქვენ თავად შეაფასეთ ამ სიმღერით:

Landmark-ს რაც შეეხება, დიდი ხანია მომწონს მათი შემოქმედება და შექმნის დღიდან ვადევნებ ამ ბენდს თვალს. ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ჯგუფთან :პ ესეც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა:

The Georgians-ს ერთხელ უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული AlterVision Newcomers-ში. ამ კონცერტების შესახებ შეგიძლიათ შემდეგ პოსტებს გაეცნოთ.

შოთა ადამაშვილი, იგივე ქანთრიმენი, შეიძლება პროექტ”ნიჭიერიდან” გახსოვდეთ ან სადმე მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვედრიხართ. ძალიან კარგი და ნიჭიერი ადამიანია : )

არ შემიძლია Svansikh-ზე არ ვთქვა ორიოდე სიტყვა: არც ისე დიდი ხანია რაც მისი ახალი ტრეკი მოვისმინე და მაშინვე მოვიხიბლე:

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ცნობებს სხვა ჯგუფების შესახებ შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ.🙂
მანამდე კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი პოსტი შარშანდელ AlterVision Newcomers-ზე.

, , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Nastasia Arabuli on September 21, 2011 - 11:36 am

    ლენდმარკისგან გამიკვირდა ამ პროექტში მონაწილეობა. რადიოაქტივი მართლა კაი ჯგუფია, სვანსიხიც, ჯორჯიანსი მე მგონი იმაზე დიდი ხანია კონკურსანტებშია, ვიდრე საერთოდ ალტერვიჟენი იქნებოდა:) და ახალ სახელებს რო ვხედავ, რომელიც მეც კი არ ვიცი, ეგ უკვე კაი

  2. #2 by Alexander Bagration-Davidoff on September 30, 2011 - 10:58 pm

    rava kvela mogwons )))

    • #3 by dreamar on May 22, 2012 - 8:42 pm

      :დ ყველა არა, მაგრამ ბევრი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: