უნდა ჰქონდეს თუ არა ჟურნალისტს ბლოგი

ბევრ მედიასაშუალებაში ჟურნალისტს ეკრძალება ბლოგის წარმოება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად სახელდება ის, რომ მედიამუშაკმა პირადი აზრების საჯაროდ გამოხატვისას შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიასაშუალების სახელს. გარდა ამისა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან იკლოს ნდობამ მედიამუშაკის მიერ შექმნილი პროდუქტისადმი. ჟურნალისტის ერთ-ერთი უპირველესი პრინციპი ობიექტურობაა და როცა წინასწარ იცი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაინახო მის სტატიებში/სიუჟეტებში ამ შეხედულების გავლენა და სუბიექტურობაში დაადანაშაულო.

მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჟურნალისტს ბლოგის წარმოების უფლება უნდა ჰქონდეს.

1) რთულია საკუთარი აზრები მიჩქმალო. ისინი მაინც იპოვიან გამოვლინების გზებს :დ თუნდაც არავერბალურს: შეიძლება ძახილის ერთ ნიშანსა ან ერთ გამოხედვაში ჩანდეს ადამიანის დამოკიდებულება.

2) პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.

3) პირადი აზრი ზოგჯერ (ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად) უფრო საინტერესოა, ვიდრე ობიექტური მოსაზრება.

ჟურნალისტი არ არის გრძნობადაცლილი რობოტი. ისევე როგორც სხვა ყველას, მასაც გააჩნია ინდივიდუალური შეხედულებები. მნიშვნელობა ენიჭება იმას, სად გამოხატავს ის საკუთარ აზრებს. ჟურნალისტური მასალის მომზადება პროფესიული სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. მაგალითად, როცა ვეცნობი ნიუსებს, სულ არ მაინტერესებს ჟურნალისტის პირადი აზრები, ამ დროს მინდა გავიგო სუბიქტურობისგან დაცლილი ამბები. მაგრამ ცარიელი, მშრალი ფაქტების უკან ბევრად საინტერესო რაღაცებია. ხშირად პირადი შეხედულებები, ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა უფრო მაინტერესებს, ის, რაც არ ხვდება სტატიასა თუ სიუჟეტში. ბლოგი თან საჯარო სივრცეა და თან პირადი. გასაჯაროებული პირადი სივრცე უფრო ამრთებული იქნება ალბათ :დ ბლოგის კითხვისას (ყოველ შემთხვევაში პერსონალური ბლოგის კითხვისას) მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ავტორი მათ წინაშე წარდგება, პირველ რიგში, როგორც ინდივიდუალური შეხედულებების მქონე ადამიანი და არა ჟურნალისტი. მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ავტორის ობიექტურობაზე. თანაც ხომ შეიძლება ჟურნალისტი სრულიად განსხვავებულ თემებს ეხებოდეს ბლოგზე და არა იმას, რაზეც მუშაობს. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტით ეკრძალება პოსტების წერა.

ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა (როცა არც მედია-მუშაკები იქნებიან “წაგებულები” და არც მათი ხელმძღვანელები) არის მისცე უფლება მედია-მუშაკს აწარმოოს ბლოგი, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით (მაგალითად, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული განცხადებები).

ბოლოსდაბოლოს თვითგამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, ჟურნალისტები რატომ უნდა იყვნენ “დაჩაგრულები” ამ მხრივ? :პ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

, , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by mkitxveli on September 23, 2011 - 2:02 pm

    გააჩნია რა თემას აშუქებ, წიგნების შესახებ ბლოგის გაკეთებას არავინ ამიკრძალავს, მედიაზე კიდევ მე არ მომინდება ბლოგის გაკეთება, ვიღაც ჟურნალისტი რომ ვლანძღო და მერე იმის კომენტარი დამჭირდეს სინდისი შემაწუხებს🙂🙂

    თან მეორეც ვთქვათ რაღაც შეხვედრაზე ვარ, გავაკეთე სამსახურისთვის რეპორტაჟი, გამოქვეყნდა, მერე ბლოგზე კულუარული ამბები მოვყევი, არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან.

    ისე სამი ბლოგი მაქვს, ორი თემატური და ერთი ზოგადი, სადაც თავისუფლად შემიძლია სხვა საკითხებზე ვწერო🙂 ასე რომ თუ შენს სინდისთან მართალი იქნები, ვარავინ დაგიშლის წერას

    • #2 by dreamar on September 23, 2011 - 10:53 pm

      ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები “ლიბერალის” ჟურნალისტმა დაწერა თავის ბლოგზე, როგორ ჩატარდა ერთ-ერთი ღონისძიება, რომელსაც პრეზიდენტი დაესწრო. სხვა მხრიდან რომ ელოდნენ პრეზიდენტის გამოჩენას ფოტოკამერებით “შეიარაღებული” ჟურნალისტები და სხვა მხრიდან რომ წამოვიდა. ამის შესახებ მხოლოდ “იმედის”, “რუსთავი 2”-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა იცოდნენ. შესაბამისად ღონისძიების კამერით აღბეჭდვა მხოლოდ მათ მოახერხეს. მოკლედ საინტერესო კულუარული ამბავი იყო. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამ ამბის შესახებ ბლოგზე დაწერაში. მსგავსი მაგალითებია “ლიბერალის” ბლოგებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, თუნდაც ეს ან ეს .
      შენი ორი ბლოგი ვიცი და მესამეს ვერ ვიხსენებ :შ

      • #3 by mkitxveli on September 26, 2011 - 1:31 pm

        ამგვარი პოსტები სამსახურის ბლოგზე მეც მიწერია აი ეს http://www.media.ge/ka/node/38041 ან ეს http://www.media.ge/ka/node/37810🙂 თუმცა აქაც დაცულია გარკვეული სტანდარტები და ისე არ არის დაწერილი როგორც ამას პირად ბლოგზე დაწერდი, ანუ სამსახური ყოველთვის გახსოვს, თუმცა გამოხატვის თავისუფლებას სამსახური ნამდვილად არ მიზღუდავს.

        შენ მგონი ეს ბლოგი არ იცი http://acnatali2.wordpress.com/ – თუ რამე ძალიან აღმაშფოთებს აქ დავწერ.
        ეს ალბათ იცი http://stadioni.wordpress.com/

      • #4 by dreamar on September 26, 2011 - 10:38 pm

        გამახსენდა ეს ბლოგი ბოლო პოსტით ფეშენ ვიკზე!🙂 საფეღბურთო ბლოგი ვიცი, მაგრამ ზალიან იშვიათად ვსტუმრობ. არ მიყვარს ფეხბურთი:/ :)))

  2. #5 by bex on September 23, 2011 - 2:03 pm

    კი,უნდა ქონდეს,რატომაც არა? მე ჟურნალისტიკურზე ვსწავლობ და რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ ბლოგის წერა? ))

  3. #6 by presgeo on September 23, 2011 - 2:21 pm

    chemi azrit veravin daushlis jurnalists weros blogshi ase mgonia .. me piradat ver daihslian roca chemi profesiis mmdevarii gavxdebi . maic mvdzebni sashvalebas vtqva is rac minda da rogorc minda :D…………

  4. #7 by თორნიკე on September 23, 2011 - 2:27 pm

    მე მგონია, რომ ჟურნალისტს თუ ბლოგი ექნება, მხოლოდ პირადი უნდა იყოს.

    “1) რთულია საკუთარი აზრები მიჩქმალო. ისინი მაინც იპოვიან გამოვლინების გზებს :დ თუნდაც არავერბალურს: შეიძლება ძახილის ერთ ნიშანსა ან ერთ გამოხედვაში ჩანდეს ადამიანის დამოკიდებულება.”

    ჰო მაგრამ აქ მასშტაბებზეა ლაპარაკი – სადღაც სტატიაში გაპარული ძახილის ნიშანი და რეგულარულად ბლოგის მთელ პოსტებში გადმოცემული სუბიექტური აზრი სხვადასხვა მასშტაბია.

    “2) პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.”

    ხალხს აუხსენი აბა ეგ : )) თორე შენ კი იცი რო ეგრეა.

    “3) პირადი აზრი ზოგჯერ (ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად) უფრო საინტერესოა, ვიდრე ობიექტური მოსაზრება.”

    აქ უკვე ჟურნალისტის სამუშაო თემას გააჩნია. ზოგ შემთხვევაში (feature სტატიებში) ნამდვილად ეგრეა.

    • #8 by dreamar on September 23, 2011 - 11:05 pm

      დიდი სიამოვნებით ვეცნობი ხოლმე ლიბერალისა და რადიოთავისუფლების ბლოგებს. ჩემი აზრით, ბლოგის წარმოების აკრძალვა არამარტო ჟურნალისტის თავისუფლების შეზღუდვაა, არამედ მკითხველისთვისაც დანაკლისია. ყოველ შემთხვევაში მე ჟურნალისტის სტატიებზე ხშირად მისი ბლოგის ჩანაწერებს ვკითხულობ :პ

  5. #9 by თორნიკე on September 23, 2011 - 2:29 pm

    აქ “დაშლაზე” და “ვერ დაშლაზე” არაა ლაპარაკი, ბლოგის მქონე ჟურნალისტის სტატიის ობიექტურად ჩათვლა/არ ჩათვლის თემაა, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

    • #10 by dreamar on September 23, 2011 - 11:11 pm

      ვის ბლოგებსაც ვეცნობი ხოლმე, მათი სტატიები თითქმის არასდროს მიმიჩნევია არაობიექტურად. თუმცა, მესმის, რომ სხვები სხვანაირად ფიქრობენ.

  6. #11 by Tazo Kupreishvili on September 23, 2011 - 2:30 pm

    BBC, Reuters და სხვა ავტორიტეტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს არა აქვტ უფლება აწარმოონ ბლოგი, ასევე ეზღუდებათ სოც. ქსელებში საკუთარი მოსაზრებების ფრქვევა. დისკუსიის ორგანიზება დასაშვებია, მასში მონაწილეობა-არა. მოკლედ, გააჩნია, ვინ რა სტანდარტით აპირებს მუშაობას. პ.ს. ოოო, როოგრ მესმის შენი. ისე გამიჭირდა ბლოგთან დამშვიდობება, მაგრამ ნიუსავიკობა უფრო მაგარია, უფრო ექსტრემალური. ადრენალინიც მაღალია, მოკლედ, ღირს ბლოგერობისთვის თავსი დანებება. თუმცა, არსებობს მეორე გზა – ანონიმური ბლოგერობა. ჭიას მაინც გაახარებ :დ

    • #12 by dreamar on September 23, 2011 - 11:19 pm

      აი იცი რა არ მესმის, თუკი ბლოგის წარმოება არ შეიძლება, მაშინ საავტორო სვეტებიც უნდა აიკრძალოს მაგ ლოგიკით? საავტორო სვეტი ხომ ძალიან ჰგავს ბლოგს.

  7. #13 by mkitxveli on September 23, 2011 - 5:16 pm

    კაი რა თაზო რა არ მითხრა რომ გეწერინება და სამსახურის გამო ვერ წერ. როცა მუშაობ მაგავე სფეროში იშვიათად რომ სათქმელი დაგრჩეს.ისიც facebook-ზე მოიოხებ გულს თუ გაწუხებს რამე, ღიად თუ არა დახურულ ჯგუფში მაინც და წერა საერთოდ აღარ მოგინდება.

    შენი პირადი ეთიკური სტანდარტი არ მოგცემს მაგის ნებას რომ შენი რეპონდენტები ლანძღო ბლოგზე და სტატიაში სხვანაირად დაწერო

  8. #14 by tamara on September 23, 2011 - 9:15 pm

    კარგია, რომ ამაზე დაიწერა.. ამ გახსენებაზე, ერთმა ანონიმმა ბლოგერმა, რომელიც ჟურნალისტია, თავისი ანონიმურობის აუცილებლობის არგუმენტად (რაში სჭირდებოდა ახსნა, მეორე საკითხია) სწორედ თავისი პროფესია მოიყვანა, რაც ამაყად თავაწეულ, ანონიმების მოძულე ბლოგერს სასაცილოდ არ ეყო…
    ცოტა სხვაგან გადავიჭერი, მაგრამ მე ვთვლი, რომ შეზღუდვები სავსებით გამართლებულია. ყველა პროფესიისთვისაა დამახასიათებელი რაღაც ეთიკის ნორმები, რომელთა ფარგლებშიც რაღაცებზე უარის თქმა უწევს, ასე რომ, არაფერია აღმაშფოთებელი იმაში, რომ ჟურნალისტს პირადი აზრების ფრქვევა აეკრძალოს, მით უმეტეს, როდესაც სავარაუდოდ, ბლოგსა და იმ საინფორმაციო სააგენტოს, რომელშიც მუშაობს, ჰყავს საერთო აუდიტორია.
    ასე მოსამართლესაც შეიძლება მოუნდეს ემოციებისგან დაცლა და გამოადგება ეს თავის გასამართლებლად, თუკი დახურული საქმის დეტალებს გასცემს თუნდაც ახლობლების წრეში?

    • #15 by dreamar on September 24, 2011 - 12:00 am

      ანონიმი ავტორების მოძულე რატომ უნდა იყო, არ მესმის:/
      ჩემი აზრით, შენ რა მაგალითიც მოიყვანე, უფრო სხვა რაღაცაა, მაგალითად ამის მსგავსი: ჟურნალისტმა თავისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობა რომ გაუმხილოს ახლობლებს. რა თქმა უნდა, ეს გაუმართლებელია, ისევე როგორც ზემოთ აღწერილი შემთხვევა. მაგრამ ბლოგის წარმოება საიდუმლო ინფორმაციის გამხელას ხომ არ ნიშნავს ს :შ იმაში კი გეთანხმები, რომ ჟურნალისტს პირადი აზრების ფრქვევა აეკრძალოს, ოღონდ არა ყვლეგან.

      • #16 by tamara on September 24, 2011 - 9:36 am

        ნუ, “მოძულე” ცოტა მკაცრად ჟღერს, მაგრამ არ “ევასება” და რა ქნას :):)
        მოსამართლის მიერ ინფორმაციის გამჟღავნება ეთიკის დაცვის აუცილებლობისი მაგალითად მოვიყვანე. ბოლო წინადადებაში ვთანხმდებით აბსოლუტურად, მაგრამ ბლოგი ხომ ყველასთვის ღიაა, ასე რომ, ძნელია განსაზღვრო, სად და როგორ დაგიხვდება წინ შენი თითქოსდა უწყინარი, მაგრამ სუბიექტური აზრი…

    • #17 by გვირილა on September 26, 2011 - 2:10 pm

      უი, თამარა, ამასწინათ რომ დავაკომენტე ეს პოსტი, სხვა კომენტარების წაკითხვა ვერ მოვასწარი🙂
      რატომღაც მგონია, რომ ორივეს ვიცნობ შენი მაგალითიდან🙂

  9. #18 by გვირილა on September 24, 2011 - 3:26 pm

    აზრის დაფიქსირება ერთია და მეორე ნდობა, რომელიც ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან. როცა მე ვწერ ბლოგზე რომ მაგალითად მიშა არ მევასება, რაც არ უნდა მაგარი და ობიექტური სტატია მოვამზადო, ხალხი ჩათვლის, რომ სადღაც ჩემი აზრი გავურიე. გარდა ამისა, არც იმ კონკრეტულ რესპოდენტს ექნება ჩემი ნდობა და შეიძლება საერთოდ არ ჩამეწეროს.
    არის კიდევ დისკრიმინაციის ფაქტორი. მე იქნებ სულ არ მომწონს ვთქვათ, სომხები, მარა როცა ამას საჯაროდ ვიტყვი, სხვა საქმეა. მე მაქვს უფლება გამაჩნდეს საკუთარი აზრი, მაგრამ მედია ეთიკაც მნიშვნელოვანი რამეა.

    თუმცა, ეს არ ნიშნავს აკრძალვას ბლოგის წარმოების. მეც ჟურნალისტი ვარ და არავის აუკრზალია ჩემთან ბლოგი, თუმცა ზუსტად იმის გამო, რომ ვარ ჟურნალისტი, ანონიმობა ვარჩიე. რომ არ ვყოფილიყავი ანონიმი, ღიად არ დავწერდი რაღაცეებს. არავინ მიკრძალავს,.მაგრამ მედია ეთიკა პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

  10. #19 by ტანტრე on September 30, 2011 - 11:46 am

    Quote : “პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.” “სუბიექტს არ შეუძლია, იყოს ობიექტური.” – ჰეგელი.
    შესაბამისად, თითოეული ადამიანი {ჟურნალისტი იქნება ის, თუ ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმული} შეძლებისდაგვარად, გარკვეული ხარისხით გახლავთ ობიექტური.
    მართალია, თვითგამოხატვის უფლება კონსტიტუციით განმტკიცებული და გარანტირებული ძირითად უფლებათაგანია, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი პროფესიული მოვალეობები და საიდუმლოებები, რომლებიც ჟურნალისტებზეც ვრცელდება და რომელთა დარღვევას შესაძლოა, თავად ჟურნალისტისა და მისი თანამშრომლებისათვის მოჰყვეს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე, როცა საქმე ეხება ერთზე მეტი ადამიანის ინტერესებს, ხსენებული პროფესიის წარმომადგენელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ცხოვრების ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა არჩევანმა დააკისრა. შექმნას ბლოგი, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ, როცა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას შეუდგება, მკვეთრად გამიჯნოს პირადული და ობიექტურთან მიახლოებული აზრი ერთმანეთისაგან, – ეს არის, ჩემი აზრით, ნამდვილი და კვალიფიცირებული მუშაკის არა მოვალეობა, არამედ ვალდებულება.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: