Altervision newcomers 2011

შეიძლება ამ პოსტის დაწერა დამაგვიანდა, მაგრამ არ შემიძლია ერთი პოსტი არ მივუძღვნა ალტერვიჟენის ფესტივალის თემას. მითუმეტეს რომ ადრეც აქტიურად ვაშუქებდი.

მაშინ როცა თბილისისა და საქართველოს ერთი ნაწილი სარკოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა, ან ცოტა უფრო გვიან, თბილისის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ თბილისობის დღესასწაული ალტერნატიულად აღენიშნათ, მწვადებისა და ტრადიციული სუფრული სიმღერების გარეშე.

Altervision Newcomers 2011 სპორტის სასახლესთან, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სარკოზის რა ვუთხარი, რაღა მაინცდამაინც ამ დღეს მოუნდა ჩამოსვლა:/ ზუსტად მაგის გამო მხოლოდ ბოლო ორ გამომსვლელს მივუსწარი. არადა ძალიან დიდი სურვილი მქონდა ფესტივალში მონაწილე შემსრულებლების მოსმენისა.

Altervision Newcomers – ის Line Up:

– Landmark
– Radioactive
– The Mins
– SvanSikh
– The Georgians
– Countryman
– Rema
– Plus Master
– Global House Project

Plus Master

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მან, ვინც იმის გამო არ წამოვიდა კონცერტზე, რომ უფასო იყო, ჩემი აზრით, ძალიან ბევრიც დაკარგა. კარგი იქნებოდა, რომ ბილეთებით ყოფილიყო ფესტივალზე დასწრება: როგორც არაერთმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, ის ხალხიც აღარ მოვიდოდა აქ, ვისაც არაფერი ესაქმებოდა. მაგრამ მე პუბლიკას დიდად არ შევუწუხებივარ, არც “გარჩევების” მომსწრე ვყოფილვარ და არც “ამას მუსიკა როგორ უნდა ერქვას” მსგავსი ფრაზები მომისმენია. შეიძლება იმიტომ, რომ სცენასთან ვიდექი და ჩემ უკან რა ხდებოდა, ნაკლებად ვადევდენბდი თვალს.
ცოტა შემაცბუნა სცენის შორიახლოს გაშლილმა მაგიდებმა, მწვადის სუნმა და იქ მოქეიფე ხალხმა. ნამდვილად აჯობებდა მსგავსი სანახაობა სცენასთან არ ყოფილიყო.

რაც შეეხება “ზვუკს”, ნორმალური იყო. სპორტის სასახლეში გამართულ წინა ალტერვიჟენზე ბევრად კარგი მომეჩვენა. ყველაზე ყველაზე მთავარი: ძალიან მომეწონა ჯგუფების შესრულება! ყოჩაღ მუსიკოსებს! თითქმის ყველამ აღნიშნა ეს.

Global House Project

ერთი დასკვნა, რაც გამოვიტანე ისაა, რომ სავსებით შესაძლებელია მცირე ფინანსებით კარგი, ნორმალური კონცერტის გამართვა: მთავარი არც შოუა, არც მუსიკოსთა ტანსაცმელი და მაკიაჟი, მთავარია შესრულება და ხმის ჟღერადობა!

ერთი რამ, რაც ასევე ძალიან “ტეხს” არის ის, რომ გამომსვლელ ბენდებს ჰონორარი არ გადაუხადეს:/

, , , , , , , , , ,

  1. #1 by Nastasia Arabuli on October 11, 2011 - 12:07 pm

    მუსიკოსებს როგროც ვიცი არც არასოდეს არ აძლევდა ალტერვიჟენ ჯგუფი ჰონორარს. რაც შეეხება კონცერტს, ჯგუფებმა რა დაუკრეს, თითქმის არ გამიგია, იმიტომ რომ სულ 2 ჯგუფი მაინტერესებდა და იმათ მოსასმენად მისულს ისეთი პუბლიკა და მწვადის სუნი და საოცრება დამხვდა, რომ არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა ვინ რას დაუკრავდა.

    ხოოდა, დასკვნა სრულიად მარტივია: საქართველოსი ალტერნატიული ხედვა მწვადის არომატის გარეშე არ გამოდის და კონცერტები, რომლებიც მერიის სახსრებით ფინანსდება, მერე თბილისობის ფარგლებში ტარდება, არა მუსიკოსების მხარდასაჭერად, მელომანებისთვის კარგი გარემოს შესაქმნელად და სხვა ადამიანური მიზნებისთვის ტარდება, არამედ იმიტო, რომ საერთო სახალხო ზეიმებს კიდევ ერთი თავყრილობის მიზეზი დაემატოს.

    მოკლედ, არ არის კარგი ამბები ეს

    • #2 by dreamar on October 11, 2011 - 1:02 pm

      me rogorc vici wina wlebSi yoveltvis adzlevdnen honorars altervisionze gamosul jgufebs:/ yovel SemTxvevaSi 2009 wels namdvilad misces.
      კონცერტები, რომლებიც მერიის სახსრებით ფინანსდება, მერე თბილისობის ფარგლებში ტარდება, არა მუსიკოსების მხარდასაჭერად, მელომანებისთვის კარგი გარემოს შესაქმნელად და სხვა ადამიანური მიზნებისთვის ტარდება, არამედ იმიტო, რომ საერთო სახალხო ზეიმებს კიდევ ერთი თავყრილობის მიზეზი დაემატოს – dzalian samcuxaro realobaa😦 magram me mainc movaxerxe mesiamovna bolo ori gamomsvleliT :S

  2. #3 by Butterfly on October 11, 2011 - 12:51 pm

    ჰოომ აიი მწვადმა და გაშლილმა სუფრებმა მეც შემაცბუნა თუ შემაშფოთა თუ რაცაა,მოკლედ უაზროდ იყო ეგ ”ქართული სუფრის” სიტუაცია გაკვეტებული …

    • #4 by dreamar on October 11, 2011 - 1:03 pm

      :/ ratom sxvagan ar dadges, ar mesmis. an meore dgemde mainc moecadaT:/

  3. #5 by presgeo on October 11, 2011 - 7:35 pm

    mwvadi da aletrnatiuli musika miswrebaa ertad (amas marto tu qartvelebi shevdzlebt):D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: