ხელისუფლების საფრთხობელა – ბიძინა


ხელისუფლებას ახალი საფრთხობელა გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილის სახით. ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია, როგორმე ჩამოაშოროს მილიარდერი ბიზნესმენი პოლიტიკურ ასპარეზს. ამის დასტური თუნდაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა და შესაბამისად ვერც პარტიას შექმნის და ვერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საპირისპიროს ამტკიცებს ივანიშვილის ადვოკატი. დარწმუნებული ვარ, ქართულ პროსახელისუფლებო მედიაში მალე გამოჩნდება სტატიები და სიუჟეტები, სადაც ბიზნესმენს მოღალატედ და რუსეთის აგენტად შერაცხავენ და გაგვიმხელენ, რა ბინძური გზით იშოვა ფული. ამის მცდელობა უკვე არის🙂

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ვიცი მის შესახებ? ბევრი არც არაფერი: ვიცი, რომ ბიზნესმენია, აქვს ბევრი ფული, ჰყავს მომღერალი შვილი ბერა და გამიგია, რომ ბევრ ადამიანს დახმარებია ფინანსურად. დღემდე მისი ფოტოც არ მქონდა ნანახი :დ ფაქტია, რომ ივანიშვილის გამოჩენამ მეტად საინტერესო პროცესები გამოიწვია. საინტერესოა, კიდევ რა ბრალდებებს წაუყენებენ ერთმანეთს ბიძინა, ხელისუფლება და ოპოზიცია, ვინ ვის მოსცხებს ჩირქს. ხელში პოპკორნმომარჯვებული ვადევნებ თვალყურს შექმნილ სიტუაციას🙂

და მაინც, რამ აიძულა ადამიანი, რომელსაც არაფერი აკლია, პოლიტიკაში წასულიყო?

პ.ს ისე კი “ტეხს” ბიძინა რომ გქვია (რა ვქნა, არ მომწონს ეს სახელი, მითუმეტეს პოლიტიკოსს არ შეეფერება, ჩემი აზრით :დ)

, , , , , ,

  1. #1 by shoka♥ on October 13, 2011 - 3:41 am

    არადა რაღაცით მომწონს ეს კაცი, კიარადა კეთილი მგონია :დ ისეთი სახე აქვს :დდ

  2. #2 by Chiamaria on October 13, 2011 - 7:55 am

    მე ძალიანაც მესიმათიურება. როცა გამოჩნდა პოლიტიკაში რატომღაც მაშინ გამოუქექეს რუსული ფულის მოზდივა და კიდე რაღაცეები🙂.. დებილები ვგონივართ ყველას.! ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: