თბილისის მერიის მორიგი სიურპრიზი

გუშინ მეტროს სადგურებში სალაროებთან უჩვეულო რიგები იდგა. თბილისის მერიამ მცირე სიურპრიზი მოუწყო მოქალაქეებს: სამგზავრო ბარათის მფობელებს უსასყიდლოდ 5 ლარი ერიცხებათ. 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის გააქტიურება ნებისმიერი მეტროსადგურის სალაროში შეიძლება 1 იანვრამდე. ეს ამბავი თბილისელებს თავად მერმა, გიგი უგულავამ, ახარა გუშინ მეტროსადგურ “ავლაბარში” სტუმრობისას. ცოტა უნცაურია ამ სიურპრიზის მიზეზი, რომელსაც მერია ასახელებს – გაძვირებული მგზავრობის კომპენსაცია. რატომ გაახსენდათ გაძვირებული ტრანსპორტით შეწუხებული მოქალაქეები მაინცდამაინც ახლა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი უკვე რამდენიმე თვეა რაც გაიზარდა? ან რატომ გადაწყვიტეს, რომ კომპენსაციისთვის 5 ლარი კმარა?

ფაქტია, რომ მიუხედავად მგზავრობის ღირებულების გაძვირებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევდაისევ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული: ტრანსპორტის გადაადგილების მოუწესრიგებელი გრაფიკი, გადატენილი ავტობუსები, ერთი უბნიდან მეორეში მოსახვედრად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის საჭიროება, ძველი “მარშუტკები” ძველი პირობებით და ახალი, გაძვირებული ტარიფი. თუ მართლა მოქალაქეთა კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნავს მერია, არ ჯობდა ის 5 მილიონი ლარი, რაც ბარათებზე თანხის ჩარიცხვისთვის გამოიყო, სხვა რამისთვის, თუნდაც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად გამოეყენებინა?:/

მოკლედ, ტყუილად ცდილობს მერია მოქალაქეთა გულის მოგებას ამ ნაბიჯით, რომელიც, სხვა არაფერია, ჩემი აზრით, თუ არა თბილისის ბიუჯეტის თანხების უმიზნო ხარჯვა.:/

, , , , , , , , ,

  1. #1 by Ibi on October 18, 2011 - 3:24 pm

    ძლივს ჩავედი გუშინ დელისის მეტროში:/

  2. #2 by ველური ორქიდეა on October 18, 2011 - 3:24 pm

    ეს არის ერთგვარი პოლიტიკა🙂 მთავრობამ ამ აქციით იშოვა ფული : ) ანუ, თუ თქვეს რომ გამოიყო 5 მილიონი უფრო მეტი თვითონ ჩაიჯიბეს, ვითომ აქციის გამო. თან მგონი არც არჩევნები ახლოვდება და ჩემი აზრით, ეს უფროა ამის მიზეზი.🙂 მომეწონა პოსტი… : )

  3. #3 by Chiamaria on October 19, 2011 - 10:15 am

    აჰა გეთანხმები. ჩემი აზრითაც უმიზნო ხარჯვაა ეს ყველაფერი. ქალაქში უამრავი რამეა მოსაგვარებელი, იმისთვის მიეხედათ ის ჯობდა. 5 ლარი ჯერ ერთი მათხოვრობაა იმ ფონზე, როცა მინიმუმ 3 მეხარჯება დღის მანძილზე გადასაადგილებლად. მერე მეორე ათასი ტრანსპორტის გამოცვლა… მოკლედ რა:/ ჩემი გული ვერ მოიგეს :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: