Together We Will Live Forever

გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ? მსგავსი აზრები ხშირად მომსვლია თავში. სწორედ ეს შიშისა და სევდის მომგვრელი ფიქრები გამახსენა დარენ არონოფსკის ფილმმა The Fountain. ჩვენ ყველას გვეშინია სიკვდილის, მით უფრო ახლობელი ადამიანის სიკვდილის.

ეს არის ფილმი მარადიულ ცხოვრებასა და სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე. მეცნიერი ტომასი ცდილობს ცოლის, იზაბელის, გადარჩენას: იზი სასიკვდილოდაა დაავადებული ტვინის კიბოთი, ტომს კი ამ დაავადების განმკურნავი წამლის აღმოჩენა სურს. იმის ნაცვლად, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ცოლთან გაატროს, მეცნიერი წამლის პოვნის იმედით ცდებს ატარებს. საბოლოოდ ტომასი მაინც ვერ უშველის ცოლს: იზი კვდება.

ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, მთავარი როლები ჰიუ ჯეკმანისა (Hugh Jackman) და რეიჩელ უაისის (Rachel Weisz) ნაცვლად ბრედ პიტსა და ქეით ბლანშეტს უნდა შეესრულებინათ. მაგრამ ბრედ პიტმა საბოლოოდ უარი თქვა “შადრევანში” თამაშზე და “ტროაზე” დაიწყო მუშაობა. არონოფსკიმ “შადრევანის” გადაღება ორი წლის შემდეგ გააგრძელა, უფრო სწორედ თავიდან დაიწყო, მთავარ როლებში ჰიუ ჯეკმანისა და თავისი ცოლის, რეიჩელ უაისის მონაწილეობით. არონოფსკი კმაყოფილი დარჩა ჰიუ ჯეკმანის თამაშით. როლის შესასრულებლად მსახიობს მოუწია 14 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იოგა ევარჯიშა. ფილმის ბიუჯეტი განახევრდა და 75 მილიონი დოლარიდან 35 მილიონამდე ჩამოვიდა. “შადრევანი” ფინანსურად წარუმატებელი გამოდგა: მისი მოგება ბიუჯეტის მხოლოდ 54 %-ს შეადგენს.

The Fountain-ში ბევრი სიმბოლოა, რაც ართულებს ფილმის გაგებას. გამოყენებულია ქრისტიანული და ბუდისტური იდეები. მოქმედება სამ სხვადასხვა დროს ვითარდება. ზოგიერთ მომენტში ჭირს რეალობისა და წარმოსახვის გარჩევა. ფილმი შეიძლება ზედმეტად ხელოვნური მოგეჩვენოთ, ამგვარ შთაბეჭდილებას სპეციალური ეფექტები უფრო ამძაფრებენ. რეჟისორმა უარი თქვა ყოველგვარ კომპიუტერულ ეფექტზე: ყველა კოსმიური პეიზაჟი გადაღებულია მიკროსკოპის საშუალებით.

როგორც ჯერ მხოლოდ 42 წლის არონოფსკი ამბობს, სიკვდილის თემით მაშინ დაინტერესდა, როცა 30 წლის გახდა: “1999 წელს 30-ის გავხდი. ამ ასაკამდე არ ფიქრობ სიკვდილზე, 30-ის მერე კი იწყებ იმის გაგებას, რომ  მომავალში 40, 50, 60… -ის გახდები. მაშინ გავაცნობიერე, რომ მოკვდავი ვარ და იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორია ვინმე დაკარგო.”

ფილმის მთავარ გზავნილად შემდეგი აზრი მივიჩნიე: სიკვდილი სიცოცხლის ნაწილია და იმის ნაცვლად, რომ მარადიული ცხოვრების ხერხს მიაგნო, სჯობს დაძლიო სიკვდილის შიში და დატკბე უბრალო ცხოვრებისეული მომენტებით, რომლებსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. სანამ ცოცხლები ვართ, მივანიჭოთ საყვარელ ადამიანს ბედნიერება და სიხარული, რაც სრულიად უბრალო ქცევითაც შეიძლება: თუნდაც, მასთან ერთად საგუნდაოდ წასვლით. “შადრევანში” წამლის აღმოჩენით დაკავებულ ტომის აღარ რჩება დრო იზისთან ერთად პირველ თოვლში გუნდაობის სიხარული გაიზიაროს.


მართალია, ამ ფილმის მიმართ ჩემ გრძნობებში ჯერ ვერ გავრკვეულვარ, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მომეწონა და რამაც მომხიბლა, არის მუსიკა!!! კლინტ მენსელს (Clint Mansell) ადრეც უთანამშრომლია არონოფსკისთან ფილმებში “პი” და “რექვიემი ოცნებაზე”. “The Fountain”-ის მუსიკის შექმნაში ასევე მონაწილეობა მიიღო ბენდმა Mogwai. “შადრევანი” სრულიად დამსახურებულად წარადგინეს “ოქროს გლობუსზე “საუკეთესო მუსიკის” ნომინაციაში.

ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ცოლზე უზომოდ შეყვარებული ტომი მისი სიკვდილის მერე თვითონაც თავს მოიკლავდა და იმქვეყნიურ ცხოვრებაში ისინი კვლავ ერთად იქნებოდნენ🙂 მითუმეტეს ერთ ეპიზოდში, როცა მას იზაბელი გამოეცხადება, ტომი ამბობს: “მე მოვკვდები”, იზი კი პასუხობს: “მუდამ ერთად ვიცხოვრებთ”. (Tom Creo: I’m going to die. Izzi: Together we will live forever. Tom Creo: Forever.  Izzi:  Forever. Tom Creo: Forever. We will live forever.)

მაგრამ საბოლოოდ ტომასი შეეგუა თავისი სიყვარულის სიკვდილს: ბოლო სცენაში ის ცოლის საფლავზე დგას და გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ეუბნება. ცხოვრება გრძელდება. მარადიული სიყვარულისთვის არაა აუცილებელი მარადიული ცხოვრება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

, , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by tikachkhikvadze on October 28, 2011 - 10:37 pm

    ვაიმე,რაღაცნაირი,კარგი პოსტია,ცოტა დამგრუზა,მაგრამ მომეწონა.. მართლაც მთავარია გაიმარჯვო სიკვდილზე და დატკბე სიცოცხლით სანამ შეგიძლია,ჩემი აზრით ტომასს თავი არ უნდა მოეკლა,მაგრამ აი იქ კი შეცდა ცოლთან ბოლო წუთები რომ არ გაატარა..ერთი სიტყვით მოვიხიბლე ამ პოსტით,დამაფიქრებელი და საინტერესოა,თანაც ამ ფილმის შესახებაც შევიტყვე,გმადლობ.. : ))

    • #2 by dreamar on October 28, 2011 - 11:40 pm

      დიდი მადლობა!🙂 მე ფილმმა დამგრუზა, განსაკუთრებით მუსიკამ🙂 სრულიად გეთანხმები: ჯობდა ტომს ცოლისთვის მეტი დრო დაეთმო.

  2. #3 by nancygaladriel on October 29, 2011 - 8:20 am

    მართლაც კარგი მუსიკაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: