ერთად დავპრუწოთ ტუჩები

არ მეგულება თავმოყვარე გოგო, რომელიც შეიძლება ხმამაღლა არ აცხადებს, მაგრამ გულში მაინც საკუთარ თავს “ძერსკ” და მოდურ ადამიანად მიიჩნევს და მსგავსი ფოტო არ მოეპოვება:

დაპრუწული ტუჩები! დიახ! რამდენ რამეზე მეტყველებენ ისინი! გამჭოლი, დაჟინებული მზერა, გამობერილი და ოდნავ ზემოთ აბზეკილი ტუჩები, რომლებიც თითქოს საკოცნელად გიხმობენ: “მოდი მაკოცე, გაიგე ჩემი ტკბილი გემო!” სექსუალურობის პიკი!!!

პირველი აბზაცის სიმართლეში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია თვალი გადაავლოთ პოპულარულ სოციალურ ქსელებში თქვენი მეგობრების ფოტოალბომებს.  არ გეგონოთ ტუჩების დაპრუწვის მოდა ქართველების მიერ იყოს შემოტანილი – ტუჩების პრუწვა ფოტოს გადაღებისას ფართოდაა გავრცელებული უცხოეთში.

დაპრუწული ტუჩების რამდენიმე სახის ფოტო არსებობს: ხშირ შემთხვევაში, ეს სელფ-შოთებია. ბევრია სარკეში გადაღებული. ფოტოზე უმეტესწილად ერთი ან ორი გოგონაა გამოსახული, გხვდება ორზე მეტი ადამიანიც. არის სერიოზული გამომეტყველების სახის ფოტოები, მაცდური მზერით და ოდნავ მოჭუტული თვალებით. ასევე არის საყვარელი, “ბავშვური” გამომეტყველების სახის ფოტოები, რომლებზეც გოგონა უმეტესწილად პატალა და საკალელ გაბუტულ ბავშვს გვაგონებს.

რატომ იღებენ ასეთ ფოტოებს? ამის შესაძლო მიზეზებია:

1) გოგოს უნდა, რომ ფოტოზე სექსუალური გამოვიდეს და სექსუალურობის გამოხატვის ყველაზე კარგ საშუალებად თითქოსდა საკოცნელად გამზადებულ ტუჩებს მიიჩნევს.

2) გოგოს უნდა მიამიტი და საყვარელი გამოჩნდეს

3)  უნდა, რომ “ძერსკის” იმიჯი შეიქმნას

4) პატარა ტუჩები აქვს და უნდა დიდი გამოუჩნდეს. ამიტომ პრუწავს მათ :დ

5) მთვრალია და ვერ აცნობიერებს რას აკეთებს

6) უნდა, რომ სულელური გამომეტყველების ფოტო ჰქონდეს

(შეგიძლიათ თქვენი ვარიანტები კომენტარებში დაამატოთ🙂 )

დაპრუწული ტუჩების მქონე სახეს ინგლისურად “დაქფეისს” უწოდებენ: Duckface – A term used to describe the face made if you push your lips together in a combination of a pout and a pucker, giving the impression you have larger cheekbones and bigger lips.

“დაქფეისის” მოყვარულებს: გინდათ იხვს გავდეთ და სულელური გამომეტყველება გქონდეთ? მაშინ პრუწეთ და პრუწეთ ტუჩები!

პ.ს მე კი ჩემი დაპრუწულტუჩებიანი სელფ-შოთით გემშვიდობებით :)) მომავალ პოსტამდე!

, , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Bacho on October 31, 2011 - 9:27 pm

    dzaliaaaaaaaaaaaaaaaan momewona :D:D:D: duckface😀

    • #2 by dreamar on October 31, 2011 - 9:44 pm

      მადლობა ბაჩო🙂

  2. #3 by tikachkhikvadze on October 31, 2011 - 10:04 pm

    :D:D cxovrebashi egeti poto ar damidia arsad..uazrobaa da ver vitan..ho kide icodet tuchebs tu dapruwavt satvaleebic unda geketot..😀 moduria😀 chem ert daqals aqvs sul egeti potoebi.. nu mowons da ria qnas riaa..😀

  3. #4 by spamwriters on November 1, 2011 - 3:17 am

    აყვავდა ქართული ბლოგოსფერო :))

  4. #5 by Sofo on November 1, 2011 - 7:57 am

    mesame mizezi isaa ro gadaoben😀 magalitad me😀 martla ar maqvs eseti poto gadagebu chem cxovrbashi, tu maqvs iseti ro vgadaobdit da mikikebs vkeravdit da ertertdi es tuchebid dapruwva iyo

  5. #6 by kohinor on November 1, 2011 - 12:01 pm

    როცა ქალი აღგზნებულია, ებერება ბაგეები, როგორც სახის, ასევე სასირცხვო. დაპრუწული ტუჩები იმას მიანიშნებს, რომ ქალი აღგზნებულია, უნდა ეცე და დაიპყრო. ეს რასაკვირველია, არაცნობიერად ხდება, მაგრამ ტუჩების ბერვის უმთავრესი მიზეზია :DDD

    • #7 by dreamar on November 1, 2011 - 7:10 pm

      კარგი ახსნაა🙂

  6. #8 by catherinemolko on November 1, 2011 - 6:42 pm

    აუ აუ აუ აუ მითხარი რომ ამ პოსტის იდეა ჩემმა ძველმა ფოტომ მოგაწოდა. მითხარი რა მიტხარი რა მითხარი რა!

    • #9 by dreamar on November 1, 2011 - 7:09 pm

      ჰაჰა🙂 ეგ მაგარი ფოტოა❤ :დ

  7. #10 by Dissolved Girl on November 1, 2011 - 7:16 pm

    http://www.antiduckface.com საბადოა, საბადო!🙂

  8. #11 by mkitxveli on November 1, 2011 - 7:31 pm

    უი მე და ჩემმა მეგობრებმაც გადავიღეთ ერთხელ, ფოტოსესია მოვაწყვეთ ვითომ და ვბაძავდით ვიღაც ვიღაცეებს და საბოლოო ჯამში ძალიან სახალისო ფოტოები გამოვიდა. მისი ნაწილი ფეისბუქზე ავტვირთეთ, კონტექსტიდან ამოვარდნილი გამოვიდა და მკითხეს კიდეც ტუჩების პრუწვა შენც დაიწყეო?🙂🙂

  9. #12 by gzaabneuliazrebi on November 30, 2011 - 6:10 pm

    dapruwon mere chven ra… kidev bevri problema arsebobs amis garda socialuri qselis samyaaroshi tu yvelafers yuradgebas mivaqcevt, bolos gavgijdebit, da ubralod aset adamianebs kritikis qvesh movaqcevt

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: