არამწეველთა პრობლემები

ბევრი იწერება იმაზე,  რა ზიანს აყენებენ თამბაქოს მომხმარებლები საკუთარ ჯანმრთელობას.  ყურადღების ცენტრში ისევდაისევ მწეველები და მათი პრობლემებია.  არამწეველები კი ყურადღების მიღმა რჩებიან.  თქვენ წარმოიდგინეთ, მათ არანაკლები პრობლემა შეიძლება შეექმნათ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მიმართ არ მაქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება და არის რაღაცები, რაც მხიბლავს სიგარეტში, არ ვარ მწეველი, რაც ძალიან მახარებს. მახარებს იმიტომ, რომ ჩემ გარშემო თითქმის ყველა ეწევა და ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, ერთ მშვენიერ დღეს მეც მწეველი გავმხდარიყავი. როგორც რიგითმა არამწეველმა, მინდა დავწერო იმ პრობლემების შესახებ, რაც ამ უმცირესობას ექმნება :დ

საქართველოში მოწევა შეიძლება თითქმის ყველგან და ყოველთვის. ეწევიან იმ გამაფრთხილებელი პლაკატების ქვეშაც კი, რომლებსაც შავით თეთრზე აწერია “აქ მოწევა აკრძალულია”.

მგონი ერთადერთი საჯარო ადგილი, სადაც მოწევა არ შეიძლება, მაკდონალდსია. სხვა ადგილი, სამწუხაროდ, არ მახსენდება. ნებისმიერ ფართიზე, ნებისმიერ შეხვედრაზე მეგობრებთან ან უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ბევრ ადამიანთან ყოფნისას გარდაუვალია სიგარეტის გამონაბოლქვის დიდი რაოდენობით შესუნთქვა და ხშირ შემთხვევაში, კვამლის გამო თვალების დაცრემლიანება. მნიშვნელობა არ აქვს, ეწევით თუ არა: ასეთი შეკრებების შედეგი ერთია _ შინ სიგარეტის სუნით აყროლებული ბრუნდებით. სუნი არამარტო ტანსაცმელს ასდის, ის ღრმადაა გამჯდარი კანსა და თმებში.

მე რომ სიგარეტის სუნი ძალიან მაწუხებდეს, ალბათ, დიდი ხანია არც ბარებისკენ გავიხედავდი და არც ფართებზე წავიდოდი. მაგრამ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ასე არაა. სამაგიეროდ, ვიცნობ არამწეველ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა ძალიან აწუხებს და სწორედ ამ მიზეზით ერიდებიან ხალხმრავლობას. ისინი უმცირესობაში არიან, მაგრამ მათ უფლებებზეც ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ?

რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან?  საჯარო ადგილებში მოწევისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფა, ბარებისა და კაფეების მწეველებისა და არამწეველების ზონებად დაყოფა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის საერთოდ აკრძალვა? სინამდვილეში ეს აკრძალვები დიდი ხანია არსებობს, თუმცა, მათ არავინ იცავს:/

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“  კანონის თანახმად თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

ა) სკოლამდელი აღზრდის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, აგრეთვე  18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში;

ბ) სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურულ შენობა-ნაგებობებში;

გ) მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურულ შენობა-ნაგებობებში;

დ)საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება;

ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, ტრამვაი-ტროლეიბუსებში, მატარებლებში და საჰაერო და საზღვაო ხომალდებში, თუ რეისის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 საათს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”-“დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილები.

3. თამბაქოს მოწევისათვის ადგილის გამოყოფა აკრძალულია:

ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;

ბ) ჰიგიენურ წერტილებში;

გ) ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;

დ) ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში;

ე) კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;

ვ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.

კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ წესით სულ მალე უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელთა თანახმად კაფე–ბარებსა და რესტორნებში მწეველები და არამწეველები  ცალ–ცალკე ისხდებიან, რამდენიმე წელიწადში კი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მოწევა სრულიად აიკრძალება.

რომც გაჩნდეს კაფე-ბარებში მწეველებისა და არამწეველების ადგილები, მე მაინც მწეველებთან ჯდომა მომიწევს :დ მოწევის სრულიად აკრძალვის შემთხვევაში კი ვშიშობ ჩემ მეგობრებს ფსიქოლოგიური პრობლემები არ გაუჩნდეთ :დ ასე, რომ პრობლემის მოგვარების სხვა გზების ძიებაა საჭირო :))

, , , , , , , , ,

  1. #1 by dekemberiusi on November 15, 2011 - 2:58 pm

    აი მეც ზუსტად შენნაირი მდგომარეობა მაქვს : ))
    ირგვლივ ყველა ეწევა, მუდამ სიგარეტის სუნი მაქვს და არანაირი გართულება სუნზე :დ:დ
    არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, ავტობუსში, კაფეში თუ ქუჩაში, ოდნავი რეაქციაც არ მაქვს მათ მიმართ და არც არასდროს არავისთვის მითქვამს არ მოწიომეთქი :))

    • #2 by dreamar on November 16, 2011 - 12:56 am

      სიგარეტის სუნი მაწუხებს :ს მაგრამ ამის გამო უარს არ ვამბობ ხალხმრავალ ადგილებში სიარულზე:/ ასე რომ მოვიქცე, ალბათ, მუდამ მარტო მომიწევს ყოფნა :დ

  2. #3 by George Miqaberidze on November 15, 2011 - 3:07 pm

    guli mereva ukve. aqotebuli tansatsmlit da akrolebuli sunit tavze rom vbrundebi sakhlshi. tfui

    • #4 by dekemberiusi on November 15, 2011 - 3:15 pm

      გულს სიგარეტის სუნი გირევს? :დ:დ:დ:დ

  3. #5 by Shotiko Meskhi on November 15, 2011 - 3:20 pm

    YEAH!! arc me vewevi da eseti problemebi mec xshirad mxvdeba xolme :)))

    • #6 by dreamar on November 16, 2011 - 12:50 am

      What a surprise! :)) რატომღაც მეგონა რომ მწეველი იყავი :პ

  4. #7 by geoskeptic on November 15, 2011 - 3:41 pm

    კარგი პოსტია : )
    გარდა იმისა რომ არასასიამოვნოა კვამლის სუნთქვა და საფერფლესავით აყროლებული ტანსაცმლით სახლში მისვლა პასიური მოწევა ასევე საშიშია ჯანმრთელობისათვის!
    პასიური მოწევა ზრდის ფილტვების კიბოს და ფილტვების ქრონიკული დაავადებების რისკს.
    პრობლემა იმაშია, რომ ქართველი მწევლები არ აცნობიერებენ იმას, რომ როდესაც ისინი არამწეველს საკუთარ გამონაბოლქვს ასუნთქებენ ამითი ისინი ფაქტიურად “თავს ესხმიან” მათ ჯანმრთელობას.

    მწეველები თვლიან, რომ მათ ეკუთვნით კაფეები, ბარები და კლუბები და თუკი არამწევლებს სუფთა ჰაერის სუნთქვა სურთ სწორედ ისინი უნდა გაეცალონ ამ ადგილებს.

    გაცილებით ადვილია მწეველი გავიდეს გარეთ 2 წუთით (ეს ის დროა რაც 1 ღერი სიგარეტის მოწევას ჭირდება), მოწიოს და დაუბრუნდეს კაფეს/ბარს/კლუბს ისე რომ შენობა არ გაივსოს კვამლით.
    ამ შემთხვევაში არ გახდება არამწეველი ადამიანი იძულებული ან საერთოდ დატოვოს კვამლიანი ადგილი და არ გაერთოს მეგობრებთან ერთად ან კიდევ გაზარდოს ფილტვების კიბოს და სხვა დაავადებების შანსი, გაუძლოს დისკომფორტს და ააყროლოს ტანსაცმელი… მხოლოდ იმიტომ, რომ მწეველ ადამიანს ეზარება 2 წუთით წამოდგომა და 10 მეტრის მოშორებით მოწევა. რატომღაც ასეთ თხოვნას მწევლები თავდასხმად აღიქვამენ მათ უფლებებზე. მე მეზარება 10 მეტრის გავლა და ამიტომ მიღირს ჩემი მეგობრის ჯანმრთელობით გარისკვა🙂 სამწუხარო მიდგომაა..

    • #8 by dreamar on November 16, 2011 - 1:05 am

      მადლობა :*
      სამწუხაროდ ასეთ ზრდილობიან და სხვის ჯანმრთელობაზე მზრუნველ მწეველს ჯერ არ შევხვედრივარ:/ თან ჩემ გარშემო ვინცაა, უმეტესობა სიგარეტს სიგარეტზე ეწევა და ყოველ ჯერზე რომ გარეთ გადიოდნენ, საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწევდათ მანდ :დ
      აი ახლა დავფიქრდი კიდევ ერთხელ და მართლა შევხვედრივარ ჯერ ისეთ მწეველს, ვინც მოწევის დაწყებამდე იკითხავდა “ხომ არ შეგაწუხებთო”, არათუ გარეთ გავიდოდა:/

      • #9 by geoskeptic on November 16, 2011 - 10:24 am

        როდესაც აკრძალვა მხოლოდ ფურცელზე არ იქნება დაწერილი და სამართალდამცავები სერიოზულად მიაქცევენ ყურადღებას რომ ეს კანონი არ დაირღვეს მაშინ შეიძლება ცოტა ეშელოს რამე სიტუაციას : )

        ერთი ეფექტური მეთოდი რითიც შეიძლება ადამიანები ვაიძულოთ რომ ეს წესი დაიცვან არის დაწესებულებების დაჯარიმება როდესაც ისინი უფლებას აძლევენ სტუმრებს კანონი დაარღვიონ.
        კლუბი, კაფე ან რესტორანი, სადაც სტუმარი კანონს არღვევს და კლუბის ადმინისტრაცია/დაცვა მას ამის უფლებას აძლევს უნდა დაჯარიმდეს. შესაბამისად დროთა განმავლობაში დაწესებულებები იძულებულები გახდებიან საკუთარ ბიზნესზე იზრუნონ და აიძულონ სტუმრებს შენობაში არ მოწიონ.. თუ თხოვნა არ გაჭრის დაცვამ უნდა დაატოვებინოს შენობა.

        ქვეყნებში სადაც ამ აკრძალვას პატივს სცემენ შემცირდა თამბაქოს მოხმარებაც იმიტომ, როდესაც იძულებული ხარ გარეთ გახვიდე მოსაწევად გეზარება წამდაუწუმ გარეთ სიარული და “პარავოზივით” მოწევას თავს ანებებ : ) ასე, რომ ეს აკრძალვა თვითონ მწეველების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს.

  5. #10 by anina on November 15, 2011 - 5:59 pm

    მნიშვნელობა არ აქვს, ეწევით თუ არა: ასეთი შეკრებების შედეგი ერთია _ შინ სიგარეტის სუნით აყროლებული ბრუნდებით. სუნი არამარტო ტანსაცმელს ასდის, ის ღრმადაა გამჯდარი კანსა და თმებში.

    ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს და სახლში მოსულს მამაჩემი საეჭვოდ მყნოსავს ხოლმე. არადა არასდროს არ მომიწევია სიგარეტი:/

    • #11 by dreamar on November 16, 2011 - 1:09 am

      დედაჩემიც ზუსტად სუნის გამო დაეჭვდა ადრე რამდენჯერმე და მკითხა ხომ არ ვეწეოდი. მაგრამ ახლა უკვე მიეჩვია :დ

    • #12 by Mari on November 29, 2011 - 4:52 pm

      ჩემთანაც ეგეთი სიტუაციაა. ნუ, დედაჩემი არ ეჭვობს, იცის რომ არ მოვწევ, მაგრამ წუხდება, სიგარეტის სუნით აქოთებული თუ დავბრუნდი სახლში.
      საერთოდაც, ძალიან ნაგლი ხალხია ეს მწეველები… შენი ჩვევით, სხვას არ უნდა უშლიდე ხელს.. ძალიან უწესოდ ეწევიან. მერე კი ნამწვავებს ძირს ყრიან (ქუჩაში მოწევის დროს).
      უფ, როგორ აღვშფოთდი უცებ😀

  6. #13 by Keti on November 16, 2011 - 10:21 am

    მე ვარ ის, ვინც ერიდება ბარებში და სხვა გასართობ ადგილებში სიარულს, რადგან ვერ ვიტან სუნს. ასეთი თავშეყრის ადგილიდან გამოსული ვყარვარ – ტანსაცმელი, თმები, კანი ყველაზე ადვილად იღებს სუნს და შინ მოსული ერთიანად გასარეცხი ვხდები :))
    მქონდა პრობლემა სამსახურშიც – როცა მწეველ თანამშრომელს არ სურდა ოთახის დატოვება მოწევის დროს. ნუ, აქ მაინც მოგვარდა ეს და თუ სხვა თავშეყრის ადგილებშიც ოდესმე მოგვარდება, კარგი იქნება.

  7. #14 by jijgina on November 16, 2011 - 9:31 pm

    მართალია, მეც არამწეველი ვარ და მაწუხებს ეს პრობლემა… მწეველებს საერთოდ არ ერიდებათ მოწევა. კანონისა და წესის მიხედვით, მწეველები უნდა გადიოდნენ ცალკე გამოყოფილ სივრცეში, მაგრამ სინამდვილეში მე მიწევს გასვლა გარეთ ან სხვა ოთახში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: