“მკვლელი” დედები vs “მკვლელი” მამები

16 წლის ხარ. გაგიჟებით გიყვარდება ყველაზე პოპულარული ბიჭი შენს უბანში. ერთ მშვენიერ დღეს ისიც მოგაქცევს ყურადღებას, გეტყვის რომ ძალიან მოსწონხარ, მოკლედ წყვილი ხდებით. შენს სიხარულს საზღვარი არ აქვს.  ამ ბედნიერ სასიყვარულო ურთიერთობას სექსიც მოყვება, შენთვის პირველი.  გაკვრით გსმენია კონტრაცეპტივების შესახებ და პირველი ინტიმური ურთიერთობის დროს არც შენ და არც შენი გულისსწორს  აზრად არ მოსდის თავის დაცვა.  ამას მოყვება არასასურველი ორსულობა. შენ შოკში ხარ, არ იცი რა უნდა გააკეთო. შენი ბიჭი კი სწრაფად პოულობს გამოსავალს: რადგან თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ და არ ხართ მზად მსგავსი პასუხისმგებლობსთვის, ის აბორტს გირჩევს. შენც ფიქრობ, რომ სხვა გზა არ გაქვს და მიყვები მის რჩევას.  ამ დღიდან საზოგადოებისთვის ხდები “მკვლელი დედა”.

ორი შვილის დედა ხარ, გყავს “შესანიშნავი” ქმარი და მოკლედ “მშვენიერი” ოჯახი. შენს ქმარს ძალიან სურს ვაჟის მამა გახდეს.  ორსულად ხარ, მაგრამ ერთ დღეს იგებ, რომ შენი ქმრის ოცნებას ვერ აასრულებ: შენი ბავშვის სქესი, ისევე როგორც პირველი ორის, მდედრობითია.  შენ ქმარს კი იმის გაგონებაც არ უნდა, რომ ისევ ქალიშვილი უნდა ეყოლოს. არასასურველი ქალიშვილის პრობლემა აბორტით გვარდება. საზოგადოებისთვის შენ ხდები “მკვლელი” დედა.

იქნებ, საერთოდ, გაუპატიურების მსხვერპლი ხარ და არ გსურს შენი შვილის მამა უცნობი ფსიქოპათი იყოს. და მაინც, საზოგადოებისთვის შენ “მკვლელი” დედა ხარ.

ამ პოსტში სულაც არ ვაპირებ მსჯელობას აბორტის დასაშვებობა-დაუშვებლობაზე.  რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი ამ ნაბიჯამდე მიდის. მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს  უამრავი კონტრაცეპტივი.

ერთი რამ მაკვირვებს:  შვილს ხომ მარტო ქალი არ “ქმნის”, ამ პროცესში კაციც მონაწილეობს. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაზე მარტო ქალმა არ უნდა იფიქროს, ეს კაცის ვალიცაა. ქალი ხშირად მამაკაცის თხოვნით, რჩევითა თუ მოთხოვნით მიდის აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებამდე. მაგრამ “მკვლელობაზე” პასუხისმგებელი მაინც მარტო დედაა. გსმენიათ სადმე “მკვლელი” მამების შესახებ?  თუნდაც “მკვლელი” მშობლების შესახებ? საზოგადოება ყოველთვის ქალს კიცხავს ასეთ დროს, მაგრამ შვილზე პასუხისმგებელი ხომ ორივე მშობელია? ჩემი ღრმა რწმენით, თუკი ქალს არასასურველი ორსულობის დროს მომავალი ბავშვის მამა დაუდგება გვერდში, ყველანაირად ეცდება მის დარწმუნებას არ გადადგას ამგვარი ნაბიჯი და შეპირდება შვილის აღზრდაში დახმარებას, ძალიან მცირე ალბათობაა იმავე გადაწყვეტილებაზე დარჩეს. მაშინ რატომ აწევს ეს “უმძიმესი ცოდვა” მარტო ქალს?

 

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by mar1am on November 22, 2011 - 11:46 pm

    momtcons tema🙂 qals imitom “atcevs es umdzimesi tsodva”, rom qalis 2ganizmshia nakofi.. da dzalit veravin gauketebs aborts (tu ar moushales mutseli travmit an gatishes da ise gauketes aborti) (es kanonit isjeba ra tqma unda,shesabamisad am temas exla ar vexebit). rats ar unda utxras da vints ar unda utxras, tu unda,maints gaaketebs. me ar mesmis, saertod ras nishnavs arasasurveli 2suloba… rogor sheidzleba 2suloba arasasurvelli ikos? ar aqvs mnishvneloba mama vin aris, deda xom shen xar 100%? da sheni shvili xom aris? anu arasasurveli bavshvia? sheni shvili aris arasasurveli… ui meee.. mgizhdebi eget raghatseebze! vtchedav! kvelas shemovartkamdi dzaliaaaan magrad , vints aborts iketebs, didi siamovnebit! x(

    • #2 by dreamar on November 23, 2011 - 12:21 am

      მართალია, ქალის ორგანიზმშია ნაყოფი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პასუხს მარტო ის აგებს. მაგ ლოგიკით ქალის ორგანიზმშია ნაყოფი, ქალივე აჩენს ბავშს და კაცს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ბავშვზე რამე უფლება. ბავშვის ჩასახვაში ხომ კაციც მონაწილეობს? ვერც იმაში დაგეთანხმები, რომ ვინც რაც არ უნდა უთხრას, ქალი მაინც გაიკეთებს აბორტს. მაგალითად, თუნდაც ასეთი შემთხვევის დროს, როცა ქალს არ სურს გახდეს მარტოხელა დედა ან ფიქრობს, რომ კაცის გარეშე ვერ გაუმკლავდება ბავშვის აღზრდას.
      მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ბავშვის მამა, არამარტო ქალისთვის, არამედ ბავშვისთვისაც. და არ მგონია ამქვეყნად არსებობდეს ქალი, ვისთვისაც სულერთია ვინ იქნება მისი ბავშვის მამა.

  2. #3 by geoskeptic on November 23, 2011 - 12:17 am

    აბორტი თუ მკვლელობაა ონანიზმი გენოციდია. ქალის გადასაწყვეტია თუ როგორ მოექცევა საკუთარ სხეულს და მამაკაცმა პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას როგორიც არ უნდა იყოს ის. გარკვეულ პერიოდამდე დასაშვებია აბორტი, შემდეგ კი მას მერე რაც განვითარების რაღაც ეტაპს მიაღწევს ნაყოფი გარკვეული მიზეზების გამო ის იკრძალება. ქალისთვის იძულება გააჩინოს ბავშვი არის ადამიანის წამება და მისი ინკუბატორიზაცია. გარდა ამისა არასასურველი ბავშვის ძალდატანებით გამჩენი დედა ვერ იქნება კარგი მშობელი და აღმზრდელი და ბავშვიც განწირულია ცუდი ბავშვობისთვის. რამდენადაც ვიცი არსებობს სტატისტიკა (Freaconomicsში წავიკითხე ორიოდე წლის წინ) რომლის მიხედვითაც დიდი შანსია არასასურველი და გაშვილებული ბავშვისგან კრიმინალი დადგეს.
    პატივი ვცეთ ქალის არჩევანს და ნუ ჩავყოფთ ცხვირს სხვის საქმეში. მორალური პოლიციელები ირანშიც საკმარისზე მეტი ყავთ : )

    • #4 by mar1am on November 23, 2011 - 3:36 pm

      katsi monatcileobs ganakofierebashi 🙂 rato aqvs dedas meti ufleba shviltan , vidre mamas? me vtqvi rom , rotsa qals unda,veravin gadaafiqrebinebs,, tu araa dartcmunebuli da merkeobs,mashin ho.. magram me vtqvi TU UUNDA🙂 kvelaferi sheidzleba vaabshe :)) egeti qalic iqneba :))

      • #5 by mar1am on November 23, 2011 - 3:41 pm

        es maris davutcere da shen geoskeptik :)) aborti da onanizmi tsota sxvadasvxa raghatsaa🙂 tsota ki ara dzaaalian didi gansxvavebaa🙂 anu,shen imis tqma ginda rom, shenma shekvarebulma tu gadatckvita periodulad sxvastanac ikos(seqss vgulisxmob) da shentanats, shentvis misaghebi iqneba? anu pativs stcem mis gadackvetilebas?🙂 garkveul periodamde dasashvebiao ro idzaxi, itsi rodis igebs qalebis 75% rom 2suladaa? 3-4-5 tvis rom arian ukve… da ici nakofis guli rodis ickebs tsemas? me9 dghidan…🙂 tu ar ginda shvili,mashin daakene erti adgili🙂 an ise qeni ro ar da2sulde🙂

      • #6 by dreamar on November 25, 2011 - 1:01 am

        დედას და მამას ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ შვილზე. უბრალოდ როცა ბავშვი პატარაა, ის უფრო ხშირ შემთხვევაში დედასაა მიჯაჭვული (მაგ. თუნდაც ძუძუთი კვების გამო) ვიდრე მამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცს ნაკლები უფლება აქვს ბავშვზე. და არამარტო უფლება, კაცის მოვალეობაცაა ისევე იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში, როგორც დედა. როცა საუბარია ორსულ ქალზე, ცხადია ნაყოფი დედის სხეულშია და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება აბორტის-გაკეთება-არგაკეთებაზე მან უნდა მიიღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცი არაა ამაზე პასუხისმგებელი, მითუმეტეს მაშინ როცა ის თვითონვე უბიძგებს ქალს მიმართოს ამ გადაწყვეტილებას

      • #7 by dreamar on November 25, 2011 - 1:08 am

        პ.ს დედასა და მამას ერთნაირი უფლება-მოვალეობები აქვთ შვილზე, მაშინაც კი, როცა ისინი განწორწინებულები არიან. რაც კანონითაა განსაზღვრული:
        მუხლი 1197. მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

        შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ
        მუხლი 1202. განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები

        მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების

        მიმართ (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

        1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

  3. #8 by nancygaladriel on November 23, 2011 - 6:35 am

    პოსტი რომ წავიკითხე მომეშვა.
    კარგია კაცებზე რომ გაამახვილე ყურადღება და მაგალითებიც რეალურია.
    მართალია აბორტს არ ვემხრობი,მაგრამ არის ზოგი შემთხვევა,როცა ამის გამართლება შეიძლება.

  4. #9 by George Miqaberidze on November 23, 2011 - 7:01 am

    kargia

  5. #11 by Darragh on November 23, 2011 - 7:58 am

    ნამდვილად გეთანხმები, რომ ხელების შეწმენდა მხოლოდ ქალზე არ შეიძლება და მამაკაციც თანაბრად უნდა იზიარებდეს პასუხსმგებლობას. მე პრადად წინააღმდეგი ვარ აბორტის, ნამდვილად შემიძლია გავუგო ადამიანს, როცა სასოწარკვეთილია, სხვა გამოსავალი არ არქვს და პატივიც ვცე მის გადაწყვეტილებას…რაც შეეხება გაშვილებული ბავშვების შესახებ, რომ ისინი დიდი შანსია კრიმინალები გამოვლენ და ა.შ ეს კი უკვე დემაგოგიაა. საარაკო პირობებში გაზრდილი ბავშვიც შეიძლება კრიმინალი გახდეს და რა ვქნათ, მაშინ საერთოდ არ გავაჩინოთ ბავშვები? პირადი მაგალითი: უმძიმესი ბავშვობა მქონდა, ნამდვილად, მაგრამ ჯე-ჯერობით ფრიად კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.

  6. #14 by კახი on November 23, 2011 - 9:07 am

    შვილს ხომ მარტო ქალი არ “ქმნის”, ამ პროცესში კაციც მონაწილეობს. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაზე მარტო ქალმა არ უნდა იფიქროს, ეს კაცის ვალიცაა << გენათანხმები! მაგრამ წინასწარ ნურავინ ნურაფერს ნუ იტყვით, ნუ განიკიცხავთ და ნუ ლანძღავთ. არვინ არ არის დაზღვეული ამ ცხოვრებაში და ყველაზე მწარე მაგ დროს ის იქნება როცა თქვენივე სიტყვები დაგხვდებათ წინ🙂

  7. #15 by tsotnee on November 23, 2011 - 9:39 am

    უკვე მომხდარი ფაქტი არ განიხილება, როგორც მარტო შედეგი, ის რაღაც მიზეზებიდან გამოდინარე სრულიად კანონზომიერია. შესაბამისად იმაზე დავა აბორტის აკრძალვით ილახება თუ არა ქალის უფლებები სისულელეა! ასეთი ქალი მართლაც რომ მკვლელი “დედაა”. ხოლო სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს – ეს ამ ცხოვრების აქსიომაა! ყველა ვინც ამ აქსიომას არღვევს იწოდება როგორც – მკვლელი!

  8. #16 by Alexi Amniashvili on November 23, 2011 - 10:02 am

    აბორტს არ ვემხრობი, პირიქით მოწინააღდეგეც ვარ და ძალიან კარგი იქნება თუ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება საქართველოში, (შესაძლოა იყოს რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა). სრულიად ვემხრობი პოსტში გამოთქმულ აზრს რომ ეს ცოდვა მარტო ქალს რომ არ აწევს, ეს ნაწილობრივ მამაკაცის ბრალიცაა🙂

    • #17 by geoskeptic on November 23, 2011 - 3:14 pm

      ალექსი: რა ადვილია განსჯა როცა შენ სხეულს არ ეხება საქმე და შენ არ ხარ ორსულად : )

  9. #18 by jijgina on November 23, 2011 - 2:11 pm

    სხვათაშორის, არსებობდნენ (და ალბათ ახლაც არსებობენ) მამაკაცები, რომლებიც კატეგორიულ უარს ამბობდნენ “ოჯახში” კონტრაცეტივების გამოყენებაზე, იმ მოტივით, რომ ეს სირცხვილია ან უბრალოდ “ეგრე უნდათ”. ასეთი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მიმართულია ქალის წვალებაზე და აბორტის (თანაც მრავალჯერადის) გარდა სხვა გზას არც უტოვებს.

    პ.ს. ზოგადად, აბორტი ლეგალური უნდა იყოს.

  10. #19 by nussy210 on November 26, 2011 - 2:38 pm

    vfiqrob, rom mamas dzalian didi roli akvs kalis gadackvetilebashi gaiketos tu ara aborti…. aranaerad ar vamartleb abortis gaketebas, magram Zalian xshiria shemtxvevebi, rodesac kals sul mcire gverdshi dgomac ki am sashinel codvas ar chaadeninebs…. da is kaci, romelic ar monacielob am sakitxis gadackvetashi , chemi azrit saertod arafris girsi ar aris!

    • #20 by dreamar on November 26, 2011 - 8:00 pm

      აბსოლუტურად გეთნხმები!

  11. #21 by mari on December 7, 2011 - 9:19 am

    მართალი ხარ. საზოგადოების წინაშე ყოველთვის ქალი იჩაგრება და ეს უსამართლობაა.
    მაგრამ, ზოგადად არანაირი აზრი არ აქვს მგონი მტყუან-მართალის დადგენას, რადგან აბორტის გაკეთების ფაქტი უკვე საშინელებაა, ვისი ინიციატივითაც არ უნდა ხდებოდეს.

  12. #22 by kakato on January 6, 2012 - 11:33 am

    ძალიან რთული საკითხია, ერთმნიშვნელოვნად ქალი არასოდეს არ უნდა იქნას დადანაშაულებული, უმეტეს შემთხვევაში მათ გვერდს არავინ უმაგრებთ. საკუთარი თავი წარმოიდგინეთ სრულიად მარტივ უწყინარ სიტუაციაში რამეს როდესაც ვერ წყვიტავთ რამდენ რამეს განსაზღვრავს ხოლმე 1ადამიანის რჩევა.
    საბოლოოდ კიდევ ყველაფერი დადის სექსუალურ გაუნათლებლობამდე! ვიდრე პრეზერვატივის ხსენებაზე აფთიაქში გაწითლდებიან და ჩუმად მოგაწოდებენ, ვიდრე კონდომით სექსი მამაკაცებისათვის “შეურაცხმყოფელი” იქნება მანამდე მუდამ იარსებებს პრობლემა, რომელსაც არასასურველი ფეხმძიმობა ქვია.

  13. #23 by tr on January 6, 2012 - 1:09 pm

    Doesn’t matter, had sex!

  14. #24 by ananiee on January 29, 2012 - 1:54 pm

    მომწონს, კარგად აზროვნებ:)

    • #25 by dreamar on November 14, 2012 - 11:08 am

      მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: