5 მიზეზი, რის გამოც თოვლი არ უნდა გიყვარდეს

ფოტოს პირველწყარო

წლევანდელმა ზამთარმა ბევრის გული გაახარა და დიდი ხნის ნატვრა აუსრულა: როგორც იქნა თბილისში თოვლმა დადო.  მართლაც, ზამთარს თუ არ იგუნდავე, თოვლის ბაბუები არ გააკეთე, თხილამურებით არ ისრიალე  (ან ზამთრის სხვა სპორტით არ დაკავდი), მაშინ რაა ზამთარი? :))  მიყვარს თოვლით დაფარული, გაშლილი სივრცის ყურება. მიყვარს თოვლი მაშინ, როცა ქალაქიდან სადმე შორს, მიყრუებულ ადგილას ხარ, ბუხარს უზიხარ და ცხელ ჩაის სვამ, გარეთ კი დიდი, თეთრი ფიფქები ცვივა.  მაგრამ მაინც არ მესმის იმ ხალხის, ვინც თბილისში თოვლის მოსვლას ნატრობს. საკმარისია, მცირედ მოთოვოს თბილისში, რომ (1) საგზაო მოძრაობა მაშინვე ფერხდება. თოვლით დაფარული გზები საათობით იკეტება, რის გამოც მგზავრობისთვის დაგეგმილი 30 წთის ნაცვლად 2 ან მეტი საათი გჭირდება. (2) თოვლიან დღეს დაგვიანება 90%ითაა გარანტირებული, ნებისმიერი მნიშვნელობის საქმის გადადებაც. (3) დღისით ნანატრი თოვლი დნება, ღამით იყინება და საბოლოოდ ვიღებთ ყინულ-თოვლის მასას, რის გამოც გუნდაობაც შეუძლებელი ხდება და ქუჩაში სიარულიც. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ: (4) თოვლის გამო გზებზე იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების, (5) საავადმყოფოებში კი _ მოტეხილობების მქონე პაციენტთა რიცხვი. 

მაინც რატომ უნდა გინდოდეს თბილისში თოვლის მოსვლა? იმიტომ, რომ ლამაზია? თუ გუნდაობის გამო?  რა ინფანტილურობაა! რა ფასი აქვს ამ სილამაზეს, თუ მის გამო ადამიანები შავდებიან.

ფოტოს პირველწყარო 

Advertisements

, , , , ,

  1. #1 by თორნიკე on თებერვალი 15, 2012 - 7:29 PM

    ზამთრის ერთადერთი პლიუსი არის თოვლი და ზამთრის ყველა მინუსის ასატანად ერთი პლიუსი მაინცაა ხოლმე საჭირო :დ

    • #2 by dreamar on თებერვალი 15, 2012 - 7:33 PM

      პლიუსი, მაგრამ არა თბილისში :დ

      • #3 by თორნიკე on თებერვალი 16, 2012 - 4:34 PM

        თბილისშიც პლიუსია, ოღონდ ციდან რო ცვივა და არა სადაც ფეხს ადგამ ))

  2. #4 by ლიბიკა სილვესტრისი on თებერვალი 15, 2012 - 7:31 PM

    ვერ ვიტან თოვლს თბილისში! ვერ ვიტან.

  3. #5 by ჩორვენი on თებერვალი 15, 2012 - 7:42 PM

    მაგ ადამიანებმა სეზონის შესაბამისად რომ იცოდნენ ჩაცმა, მანქანის ტარება და აღჭურვა არაფერი არ მოხდებოდა ამდენი : ) ჩვეულებრივი ავარიები და მოტეხილობები კი წვიმის და ჩვეულებრივი ამინდის დროსაც უხვადაა

    • #6 by dreamar on თებერვალი 15, 2012 - 8:10 PM

      თოვლიან ამინდში ყოველთვის ისეთ ფეხსაცმელს ვიცვამ, რომელიც ნაკლებად სრიალებს, მაგრამ ისე იყინება ხოლმე დილით დამდნარი თოვლი, რომ შეუძლებელია არ აგისრიალდეს ფეხი, განსაკუთრებით კიბეებზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, კაუჭები ხომ არ მივამაგრო ჩემ ფეხსაცმელს :დ რაც შეეხება მანქანებს: აღჭურვით ბევრი არ არის სათანადოდ აღჭურვილი, ამის გამო მგზავრობა ორმაგად აუტანელი ხდება, მაგრამ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს ენიჭება: რამდენიმე დღის წინ მაგალითად მთელი დღე თოვდა და მარილის მოყრა მარტო საღამოს დაიწყეს, როცა გზები მოყინული და გადაკეტილი იყო. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რაც არ უნდა კარგად აღჭრუვილი იყო, ზამთარს თბილისში ბევრად მეტია ავარიებისა და სხეულის დაზიანების შანსი იმის გამო, რაც ზემოთ დავწერე: თოვლი დილით დნება და მერე ფაქტობრივად ყინულია :დ

      • #7 by ჩორვენი on თებერვალი 15, 2012 - 8:17 PM

        რა გითხრა აბა : ) არც ერთხელ არ ავცურებულვარ : ) უფრო სწორად ერთხელ ავცურდი ისიც საკუტარი ცნობისმოყვარეობის და ექსტრემალური სულისკვეთების გამო : ) სწორი ფეხსაცმელი უზრუნველყოფდა ჩემს ბედნიერ გადაადგილებას
        გზებს რაც შეეხება დიახ დაუგვიანდათ მარილის მოყრა და მარაგებიც ვერ განსაზღვრეს მაგრამ მოსახლების 98 %ი ყველა სეზონზე ერთი და იმავე საბურავებით მოძრაობს და რაც ემართებათ იმის ღირსები ნამდვილად არიან : )

  4. #8 by tamta jap. on თებერვალი 15, 2012 - 7:51 PM

    ვერ ვიტან თოვლს თბილისში, ისევე როგორც ზაფხულის ხვატს : )))

    • #9 by dreamar on თებერვალი 15, 2012 - 8:18 PM

      ზაფხულის სიცხე მირჩევნია :დ

  5. #10 by Nino on თებერვალი 16, 2012 - 12:07 AM

    მე მაინც მიყვარს 😀

  6. #11 by cet on თებერვალი 16, 2012 - 1:41 PM

    ისე გზებზე შეფერხებებს არ შავუწუხებივარ წელს, მაგრამ აი ბორდიულებზე ყინულის სქელმა ფენამ შემიწირა 😐

  7. #12 by თორნიკე on თებერვალი 16, 2012 - 5:38 PM

    ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.გააჩნია დროსა და სივრცესაც.ქალაქში ზამთარი ბევრ პრობლემას ქმნის(მით უმეტეს მსგავსი,,ორგანიზების”გათვალისწინებით!), ხოლო სოფელში,ან მიყრუებულ ადგილას საინტერესოა.თუმცა როგორც მზეს,ისე თოვლის თავისი ხიბლი აქვს ყველა სივრცეში და თუ მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდება ქალაქის მერია ზამთარს და რაც მთავარია ყინვას არ შეეწირება უსახლკარო ადამიანი,მაშინ ესთეტიკურ სიამოვნებასაც მიიღებს ბევრი ადამიანი.:)

  8. #13 by niksologi on თებერვალი 17, 2012 - 12:23 AM

    თოვლის დნობის პერიოდია ხოლმე სასწაულად ”მაგარი” გაყინული ტალახნარევი თოვლი : )

  9. #14 by tr on თებერვალი 18, 2012 - 1:30 PM

    “რა ფასი აქვს ამ სილამაზეს, თუ მის გამო ადამიანები შავდებიან.”
    და ადამიანი ვინ მიგდია? 🙂 ბუნებაში თითქმის ყველაფერი საშიშია ადამიანისთვის და ამავდროულად ლამაზია. კეთილი უნდა ვინებოთ და შევეჩვიოთ, ისედაც ძალიან აბუჩად ვიგდებთ. ბუნების ადგილას რომ ვიყო ამოვწყვეტდი კაცობრიობას, ვიმსახურებთ, ძალიან გავბლატავდით თბილ სახლებში :))
    უნდა გვიყვარდეს თოვლიც, სეტყვაც, მიწისძვრებიც, ვულკანებიც, ქარიშხლებიც, ცუნემებიც და ა.შ., მაშინაც, როცა გვაშავებს და გვხოცავს. ესენი რომ არა, ადამიანიც არ იქნებოდა.

  10. #15 by Nina Gorecki on თებერვალი 20, 2012 - 5:49 PM

    საპროტესტო აქცია მოვაწყოთ – თოვლი მხოლოდ მთის კურორტებზე! :)))))))
    თოვლი მიყვარს, სანამ ტალახად არ იქცევა :/

  11. #17 by თამთა on თებერვალი 22, 2012 - 1:36 PM

    მე მაინც მიყვარს თოვლი. და ყოველთვის მიხარია, როცა თოვს. როგორც არუნდა დავშავდე. 🙂

    მიყვარხარ, მარ. :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: