ქართული კომპანიების მინუსები

პოსტში მინდა მოკლედ მიმოვიხილო ქართული კომპანიების ის უარყოფითი მხარეები, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით.

N1 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ნაკლი: კომპანიის მესვეურთა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. დამსაქმებელი ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს დაქირავებულის ინტერესთა დაკმაყოფილებაზე.
აქ საუბარია არამხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე, არამედ თუნდაც ელემენტარულ სამუშაო პირობებზე. ხშირად მოქმედებს პრინციპი “არ არსებობს შეუცვლელი თანამშრომელი”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების ხშირი ცვლისა, რაც დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ დამსაქმებლებს. მათ არ ესმით ელემენტარული რამ: რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულის მოტივაცია მისი ეფექტურად მუშაობისთვის. მოტივირებული თანამშრომელი ხომ კომპანიის წარმატების გარანტია. 

N2 ცუდად განაწილებული ფუნქციები: ბუნდოვნადაა განსაზღვრული ვის რა ევალება, რომელი თანამშრომელი რაზე არის პასუხისმგებელი.  ქართული კომპანიების ნაკლია ასევე ფუნქციების არათანაბრად განაწილება: ზოგიერთ დასაქმებულს ძალიან ბევრი საქმის გაკეთება უწევს, მაშინ როცა ზოგიერთი საერთოდ არაა დატვირთული.

N3 არარეალური მოთხოვნები ახალი თანამშრომლებისადმი: მაგალითად, როცა დამლაგებლის ვაკანსიაზე მინიმუმ 2 უცხო ენის ცოდნასა და 3 წლიან გამოცდილებას მოითხოვენ. მსგავსი მოთხოვნებით კომპანიამ შეიძლება ბევრი კარგი პოტენციური “მუშა-ხელი” დაკარგოს.

N4 უფუნქციო ეიჩარი: ახალი კადრების აყვანისას კომპანიის უფროსის ნებას უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეიჩარს. სამსახურში აყვანილი თანამშრომელი შეიძლება საერთოდ არ იყოს მისი შესაფერისი და ეს იყოს არა ეიჩარის შეცდომის, არამედ იმის ბრალი, რომ ეიჩარს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ საკითხის გადაწყვეტაში.

N5 მცდარი წარმოდგენა უფროსის უფლება-მოვალეობებზე: “უფროსი ფეხი-ფეხზე გადადებული უნდა იდჯდეს და სხვებს აკეთებინებდეს საქმეს”. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა _ უფროსებს, დირექტორებს, მაღალი თანამდებობის პირებს ყველაზე ბევრი და საპასუხისმგებლო სამუშაო უნდა ჰქონდეთ.

N6 მწყრალი დამოკიდებულება ახალ მედიასთან: წარმოუდგენელია იყო წარმატებული კომპანია 21-ე საუკუნეში და არ გქონდეს ფეისბუქის გვერდი! ახალი მედია თანდათან ფეხს იკიდებს  საქართველოში, ამიტომ მისადმი არასერიოზული მიდგომა კომპანიების მხრიდან უბრალოდ უპატიებელია! :დ

სხვა მინუსებსაც თუ გავიხსენებ, დავამატებ კიდევ :პ თქვენ რას დაამატებდით?

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Dv0rsky on February 29, 2012 - 9:58 pm

    sxva raga, kvela minusi chamotvlili gakvs.
    100% getanxmebi. samcuxarod, gamoscorebis gzac ar chans

  2. #2 by on March 1, 2012 - 5:39 am

    და ”ეიჩარი ” ახალი ქართული სიტყვაა? ადამიანური რესურსების მართვა – გერთულად?

    • #3 by dreamar on March 1, 2012 - 4:03 pm

      მართალი ხარ, უბრალოდ ადამიანური რესურსების მართვა ზედმეტად გრძელია :დ

  3. #4 by Toto on March 1, 2012 - 6:56 am

    მესიამოვნა რო წავიკითხე ბოლომდე. ჰი-ჰი🙂

  4. #5 by Lord Vader on March 1, 2012 - 9:22 am

    ჰო, მაგრამ ნუ განვაზოგადებთ🙂

    • #6 by dreamar on March 1, 2012 - 4:17 pm

      ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას ვცდილობ განზოგადებას მოვერიდო ხოლმე :დ რა თქმა უნდა , პოსტში რაც წერია, ყველა კომპანიას არ ეხება,თუმცა, ჩემი აზრით, ეს მინუსები იმდენადაა გავრცელებული, რომ შეგვიძლია ქართული კომპანიების აქტუალურ პრობლემად მოვიხსენიოთ :დ

  5. #7 by Gabriel on March 1, 2012 - 1:21 pm

    ნამდვილად მომეწონა, უბრალოდ კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ახალ ტექნოლოგიების გამოყენების შიში.

  6. #8 by data on March 2, 2012 - 4:55 am

    პოკერი

    Semoiare gvnaxe🙂

  7. #10 by adsadds on April 5, 2012 - 7:22 am

  8. #11 by Davit Samkharadze on May 31, 2012 - 8:14 pm

    am temaze gamaxsenda da martla inglisurtan da rusultan rogor xar mariam? ))
    sheizleba saintereso winadadeba gvqondes me da ert simpatiur HR-s. xval gavisaubrot am temaze ))

    P.S. @toto, hello there.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: