8 მარტი, კლარა ცეტკინი და სტატუს კლუბი

ყველა ცუდ კაცს რვა მარტს როზა,
ლუქსემბურგის ბაღში როზგავს!

(შოთა იათაშვილის ეს ფრაზა განწყობისთვის :))

8 მარტი არ მიყვარდა, იმ მიზეზით, რომ “ყველა დღე ისედაც ქალის უნდა იყოს და რა საჭიროა ერთი დღის გამოყოფა”… მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, მომწონს ეს დღესასწაული :დ თუნდაც იმიტომ, რომ სარვამარტოდ მრავალი სეილი იმართება, ტარდება კონცერტები, ივენთები, სადაც ქალებისთვის შესვლა უფასოა, შეიძლება ხელი გამოკრა რამე კარგ საჩუქარს რომელიმე კომპანიისგან, (მამაკაცის მიერ მორთმეულ საჩუქარზე აღარაფერს ვამბობ, თავისთავად კარგია) :დ ქუჩაში გიღიმიან (მამაკაცების უმეტესობა :დ) …

ერთ დროს, ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, ეს დღე საბჭოთა გადმონაშთად მიმაჩნდა, თურმე მთლად ასეც არ ყოფილა. 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ  დაწესებას წინ უძღოდა ქალთა საპროტესტო აქციები ამერიკაში, კერძოდ, 1857 წლის 8 მარტს ნიუ-ორკში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში მომუშავე ქალების გაფიცვა. ნიუ-ორკელი ქალები დაბალ ხელფასსა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.1910 წელს კლარა ცეტკინის ინიციატივით კოპენჰაგენში გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ასე, რომ 8 მარტის აღნიშვნის ფესვები უფრო შორს უნდა ვეძიოთ, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა კავშირში :დ აი, საინტერესო სტატია და მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით:”8 მარტი არ გამოგონილა „სუსტი სქესისათვის“ ყვავილების მირთმევის ან თუნდაც „ჩემო დაიკოდ“ მოხსენიების დღედ, არამედ სწორედ ამგვარ კლიშეების წინააღმდეგ გაჩნდა, რათა ადამიანებს, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, ადამიანის რაიმე ნიშნით დამცირების, ჩაგვრის მიმართ პროტესტისა და ჩაგრულთა მიმართ სოლიდარობის გრძნობა გაუღვივდეთ. კლარა ცეტკინმა კი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სწორედ მჩაგვრელობის წინააღმდეგ და ადამიანთა თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლას შეალია, გამოსავალს სოციალიზმში ხედავდა.”

ჩემი 8 მარტი ფრიად უცნაური დღე გამოდგა: დილა “საპოჟნიკთან” უთანხმოებით დაიწყო. მერე ვიღაცამ სახლში ვარდების დიდი თაიგული მომართვა. მთელი დღე ვფიქრობდი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, რომ ყვავილები არ მიყვარს :დ მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტი დასვენების დღეა, 11-მდე სამსახურში ყოფნა მომიწია. აი მერე კი სტატუს კლუბში 8 მარტის ივენთზე წავედი, რომელზეც ანინამ დამპატიჟა. ცნობისთვის, სტატუს კლუბი ყოფილი ნაით ოფისია. კი შემოგთავაზებდით ივენთზე გადაღებულ ფოტოებს, მაგრამ ფოტოაპარატი არ შემატანინეს:/ როგორც მითხრეს “სტატუს კლუბში” ჩვენი  ფოტოგრაფი გვყავს, რომელიც საკმარის ფოტოებს იღებსო”:/ ჩემი აზრით, ფრიად უცნაური აკრძალვაა გაუგებარი მოტივით. იმ იმედით, რომ ჩანთას გარდერობში დაიტოვებდნენ, კორექტორებით, სუნამოთი და ათასი რაღაცებით გამოვტენე. სამწუხაროდ, ჩანთა არ დაიტოვეს და მისი თან თრევა მომიწია, და ჩანთით ცეკვაც :დ შემდეგში გავითვალისწინებ: ან ნაკლებად დავტვირთავ ჩანთას ან საერთოდ არ წამოვიღებ :დ კიდევ რასაც გავითვალისწინებ (ეს აქამდეც ვიცოდი, უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვეღარ გავითვალისწინე) ალკოჰოლური სასმელების მიღება კლუბში შესვლამდე სჯობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორჯერ უფრო სწრაფად ცარიელდება საფულე :დ

ივენთზე ვიხილე მაქს მაჩაიძისა და კორკოტას ლაივ შესრულება. კორკოტა აქამდეც მომისმენია და მომწონს კიდევაც მისი შემოქმედება, აი მაქსს კი მარტო ფეისბუქზე დაშეარებული ვიდეოებიდან ვიცნობდი. სარვამარტო ივენთზე ახალ ამბავსაც მოვკარი ყური: კორკოტას, იგივე სალომე კორკოტაშვილს, ბერკლიში ჩაუბარებია (წარმატებები!) :დ ასევე ვიგემე ქალებისთვის განკუთვნილი ტკბილი და გემრიელი სარვამარტო საჩუქარი _ Baileys ლიქიორი. სახლში ფრიად დაღლილი და მშიერი დავბრუნდი. მშვენიერი 8 მარტი მქონდა :დ

, , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Shotiko Meskhi on March 9, 2012 - 9:57 pm

    Shen Mogikvdi😀😀😀

  2. #2 by Sophie SUNNY Golden on March 11, 2012 - 8:51 pm

    ქართული ივენთები ხომ ერთი დიდი pain in the ass–ია, ან მშიერი დარჩები, ან – გატყავებული :დ
    8 მარტი კიდევ ზუსტად ისაა, რაც უთქვამთ, სოციალისტი კლარა ცეტკინის იდეალებით გაჯერებული თავისუფალ და მოაზროვნე ქალზე, იმაზე არა, ყვავილებს რომ მიაჩეჩებენ და თან “ჩემი დაიკო” ეტყვიან :ლოლ: რა დებილობაა, რომ იფიქრო ისე. საერთოდ 8 მარტიც დებილობაა, მე თუ მკითხავ; ადამიანის სულიერ თავისუფლებას ვერც ცეტკინი განსაზღვრავს და ვერც სამზარეულოში მჯდომი ქალი, რომელიც შეიძლება უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე მისი ფრიგიდული “თანამესქესე” და საერთოდ, ესეც ბოდვაა.
    ომლგგ, მეძინება აშკარად, რა კომენტარი დავწერე =))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: