TeenSpirit

 

 

სულმოუთმენლად ველოდი ამ ფილმის გამოსვლას ეკრანებზე. გუშინ ჩემს ლოდინს ბოლო მოეღო: კინოთეატრ რუსთაველში TeenSpirit -ის პრეიმიერა გაიმართა. ესაა ფილმი ახალგაზრდა ქართველ მუსკიკოსებზე. მუსიკოსებზე, რომლებსაც უნდათ ალბომის გამოშვება, მაგრამ არ აქვთ ამისთვის ფული. მუსიკოსებზე, რომლებისთვისაც მუსიკა არ არის შემოსავლის წყარო და ამიტომაც ბევრისთვის მომავალში ის ჰობიდ რჩება მანამდე, სანამ მუსიკოსის პოტენციას მისი სხვა საქმიანობა არ შთანთქავს და მუსიკოსი ბუღალტრად, პროგრამისტად ან სხვა, აბსოლუტურად გასხვავებული პროფესიის ადამიანად  გადაიქცევა. დიახ, სევდიანი რეალობაა, ძნელია საქართველოში მუსიკით ცხოვრება (თუ ნინო ჩხეიძე არ ხარ:დ) და არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამის მიზეზი: მცირე და ჩამოუყალიბებელი  მუსიკალური ბაზარი, ალტერნატიული მუსიკიდამი გულგრილი მსმენელი თუ მუსიკოსების უნიჭობა. ალბომის გამოშვება კი არა, სიმღერის ხარისხიანად ჩაწერაც კი პრობლემებთანაა დაკავშირებული, ისევე როგორც სარეპეტიციო ადგილის მონახვა. მსმენელები, რომლებიც ძირითადად მეგობრები არიან და რომლებსაც კონცერტზე ბილეთის გარეშე სურთ შემოსვლა :დ მოკლედ, ქართულ მუსიკაში ჩახედული ადამიანებისთვის ძალიან ნაცნობი რეალობაა ნაჩვენები ფილმში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, TeenSpirit  ესაა ფილმი განსხვავებულ, გრძელთმიან, პირსინგიან, დახეულჯინსიან, არაფორმალ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენთან ხშირად “როკერებად” მოიხსენიებენ და რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არც თუ ისე დადებითია. :დ განსაკუთრებით 90-იან წლებში განიცდიდნენ ეს ადამიანები  ზეწოლას საზოგადოების მხრიდან, დღეს კი “განსხავებულობა” უფრო პოპულარული გახდა.  მართალია, TeenSpirit-ში მოვლენები წარსულში,  90-იანი წლების ბოლოს ვითარდება, იქ აღწერილი სიტუაცია დღევანდელისგან  დიდად არ განსხვავდება.

პირველ რიგში ვიტყვი, დასაფსებელია, რომ რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ძალებით გადაიღო ფილმი იმ რეალობაზე, რომელიც ნაკლებად ხვდება ქართველ რეჟისორთა ყურადღების არეში. მუსიკა, სცენარი, მსახიობები, ფილმის გადაღებისთვის საჭირო ინვენტარი _ ყველაფერზე ფილმის რეჟისორმა, კოტე კალანდაძემ თავის მეგობრებთან ერთად იზრუნა. (“სამ ტანცუემ, სამ პაიომ” -ის მაგვარი სიტუაციაა ამ ფილმის გადაღება).  იმის გათვალისწინებით, რომ TeenSpirit  ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ენთუზიაზმის საფუძველზე გადაიღეს, ფილმი კარგი ხარისხის გამოვიდა.  მომეწონა:

1) ფილმის იდეა _ როგორც ვთქვი, ქართველ მუსიკოსებზე ფილმებით არ ვართ განებივრებულები. ჩემთვის პირადად ეს თემა ძალიან საინტერესოა.

2) მუსიკალური გაფორმება _ ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. კოტე კალანდაძის მუსიკალური შემოქმედება აქამდეც მომწონდა: Небо СССР, Lady Heroine ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართული ბენდებია.

3) ოპერატორული ნამუშევარი _ კადრები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ყანყალებდნენ, ლამაზი იყო.

4) მსახიობების თამაში_ მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, ნორმალურად გაართვეს ამას თავი (პროფესიონალ ქართველ მსახიობებზე ბევრად კარგად. ყოველ შემთხვევაში, ფილმის ყურაბისას არ მქონია სიყალბის შეგრძნება, პერსონაჟები არ საუბრობდნენ პათეტიკური ტონით და ა.შ). შესაძლებელია იმიტომ, რომ საკუთარი თავებისგან დიდად განსხვავებულ პერსონაჟებს არ ასახიერებდნენ.

 

მაგრამ ფილმის სიუჟეტი, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი და არადინამიური მომეჩვენა. ყველაფერი რაც ვნახე, ნაცნობი და არახალი იყო. ზოგიერთი სცენა გაწელილი და არაფრისმთქმელი მომეჩვენა. მოკლედ ვიტყვი, მე უფრო მეტს მოველოდი.

საყვარელი საუნდტრეკი TeenSpirit -დან

 

, , , , , , , , , ,

  1. #1 by akunkula on May 7, 2012 - 6:38 pm

    ჩემმა დამ ასე ვთქვათ, იძულებით წამიყვანა ამ ფილმზე🙂
    საერთო ჯამში, გეთანხმები, “ხელნაკეთის” თაობაზე ნამდვილად კარგი გამოვიდა🙂 კამერისკენ მაინც არავინ აპარებდა თვალს და ყალბად მაინც არ თამაშობდა უმრავლესობა;
    რესპექტ ამისთვის;
    მუსიკა ამ ფილმის ძლიერი მხარეა; ქერა გოგო მღეროდა კიდევ კარგად…

  2. #2 by tako japaridze on June 7, 2012 - 3:56 pm

    sadme devs es pilmi?

    • #3 by akunkula on June 7, 2012 - 9:15 pm

      მაივიდეოზე. იუთუბზეც, მგონი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: