უღმერთო მღვდელი

პირველ რიგში გილოცავთ აღგდომას! სულ არ ვაპირებდი სააღდგომოდ ამ პოსტის დაწერას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივედი, რაც პაატა შამუგიას სტატიას გავეცანი თანდართული ვიდეოთი.

გარემოვაჭრეების დანახვისას, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე რამდენად რთული სამუშაო აქვთ: ქარსა თუ წვიმაში, სიცხესა თუ სიცივეში გარეთ უწევთ დგომა საკუთარი თავის, შვილებისა თუ მშობლების სარჩენად. შესციცინებენ ქუჩაში გამვლელებს, იმ იმედით რომ ვინმე რამეს იყიდის. როგორც ვიცი, გარევაჭრობა 2006 წლიდან თბილისის ქუჩებში აკრძალულია და ისჯება 20-დან 50 ლარამდე. გარემოვაჭრესთვის ვაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციის ფუნქცია და მოვალეობაა.  ზემოთ მოყვანილ ვიდეოში გარემოვაჭრისგან პროდუქციის (საეკლესიო სანთლები) აღებასა და ვაჭრობის შეწყვეტას არც მეტი არც ნაკლები, სასულიერო პირი მოითხოვს!!! და თან იმ მიზეზით, რომ  “სანთელი უნდა გაიყიდოს მარტო ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს ქსელში, საპატრიარქოს ლიცენზია უნდა გქონდეს, გასაგებია?! ეგრე სადაა, შენ აქ სანთლები ყიდო, ფული აკეთო და საპატრიარქოს გვერდი აუარო…” ანუ სასულიერო პირის აღშფოთების მიზეზი არის საეკლესიო ბიზნესისთვის ხელის შეშლა. არ მესმის, რა უღმერთო უნდა იყო ადამიანი, რომ ავადმყოფი შვილის დედას მხოლოდდამხოლოდ ამ მიზეზით აუკრძალო საკუთარი თავის რჩენა. ან რა უგულო უნდა იყო ადამიანი, რომ ამ ქალის ცრემლების დანახვისას მაინც უტიფრად გააგრძელო იმის მტკიცება, რომ სანთლების გაყიდვით, ფულს პარავ საპატრიარქოს.

მაგრამ ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ისაა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა მოვლენის ადეკვატურად შეფასების უნარი, რაზეც მოწმობს თუნდაც მსგავსი კომენტარები: “ნუ განსჯით”, “ყველა მღვდელი ასეთი არაა” და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ყველა მღვდელი ასეთი არაა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ საკმარისად არიან ისეთი მღვდლებიც, რომელთა ადგილიც სულაც არ უნდა იყოს ეკლესიაში? ამის დასტურად თუნდაც იუთიუბზე დადებული ვიდეოები კმარა, სადაც სასულიერო პირები რასისტულ, არაჰუმანურ აზრებს ქადაგებენ. რატომ არ შეიძლება ამაზე ხმის ამოღება, განა ეს რწმენის, ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა არაა? კარგად მახსოვს რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში რელიგიური უმცირესობების სტატუსზე კანონის  წინააღმდეგ. “ეკლესისას ებრძვიან და ამცირებენო” – მოისმენდით პროტესტის მონაწილეებისგან. არადა მათ დიდი ნაწილს არც კი ჰქონდა წაკითხული ეს კანონპროექტი. მაინტერესებს, ახლა სად არიან ეს მორწმუნეები? ნუთუ მოსწონთ მოსწონთ როგორ შეურაცხყოფს ზოგიერთი ადამიანი თავისი საქციელით მღვდლის სახელს?

შავისა და თეთრის გარჩევა ასეთი რთულია? იმის მტკიცების მაგივრად, რომ “განსჯა არ შეიძლება” და მსგავსი ვიდეოს გადამღებს იეღოველობა დააბრალო, არ შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია?

, , , , ,

  1. #1 by mdaa_mdaa@hotmail.com on July 22, 2012 - 5:01 pm

    me didixania vambob rom saeklesio samsaxuri gaxda didi biznessi da ara sasuliero daxmareba. ara erti paqtia ukve gagebuli rogor iqcevian mamaoebi. xalxs ki ar exmarebian,tavis jibeshi deben puls. magis gamo xalxsac agar unda eklesiebshi siaruli.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: