DDT vs Dub FX/Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2012-იც დასრულდა. 2009 და 2011 წლების ოფენეარებთან შედარებით წლევანდელი ფესტივალი ბევრად მასშტაბური იყო. წელს გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა კონცერტზე და მედიის მხრიდანაც ყურადღება უფრო დიდი იყო. ეს, პირველ რიგში, ალბათ, ფესტივალის ჰედლაინერმა ბენდმა  – DDT-მ გამოიწვია. DDT-ს, ჯერ კიდევ 1980 წელს, საბჭოთა რუსეთში დაარსებული ჯგუფის, ლაინაფში გამოჩენამ ბევრის გული გაახარა და ფესტივალზე მისვლა გადააწყვეტინა. პირადად მე ფესტივალზე ნაკლებად მაინტერესებდა მამაჩემის თაობის საყვარელი ჯგუფის ხილვა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის. (მე მაპატიეთ დდტ-ს ფანებო :)) თუმცა, უნდა ითქვას, რომ მართლაც ძალიან კარგად დაუკრეს კონცერტზე და თითქმის არავინ დაუტოვებიათ გულგრილი თავისი შესრულებით.

Tbilisi Open Air 2012-ზე გამომსვლელი ბენდებიდან ყველაზე მეტად Dub Fx, Zoo Brazil, ქართულებიდან Svansikh, Loudspeakers, The Forest-ის გამოსვლა მაინტერესებდა  და საერთოდაც, ფესტივალზე წასვლის ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი იყო Electro Sunrise. სამწუხაროდ, ვერ დავტკბი განთიადამდე ელექტრონული მუსკის მოსმენით: სიცივის გამო მალე წამოვედი კონცერტიდან.:დ

ძალიან მომეწონა ქემფინგის მოწყობის იდეა. მუსიკალური ფესტივალი და ქემფინგი ერთმანეთის შემავსებელი კომპონენტებია. თუმცა,  ეს კარგი იდეა სათანადოდ ვერ განხორციელდა: პირადად მე კარვის აწყობა-გაშლაში არავითარი პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ ზოგიერთ ჩემს ნაცნობს კარავი დაუშალეს და მოპარეს, რაც დაცვის უყურადღებობით იყო გამოწვეული. საერთოდაც, დაცვის მიმართ ძალიან ბევრს ჰქონდა პრეტენზია. იმედია, მომავალში დაცვის საკითხს უფრო დიდი ყურადღება მიექცევა და ისინი საკუთარ მოვალეობას პროფესიონალურად შეასრულებენ.

რაც შეეხება ფესტივალის ჩატარების ადგილს – Tbilisi Valley – ერთი მხრივ, მუსიკალური ფესტივალისთვის უკეთეს ადგილს ვერ ინატრდებდი :დ: გაშლილი სივრცე, სივრცის ცენტრში, დაბლობზე მოთავსებული სცენა, რომელიც ყველა მხრიდან ჩანდა. მეორე მხრივ, სირთულეს წარმოადგენდა ამ ადგილამდე მიღწევა: ვიწრო, აღმართზე მიმავალ ტრასაზე უზარმაზარი საცობი შეიქმნა. საცობში იმდენი ხანი ვიყავი, ბოლოს კონცერტზე შესვლის იმედიც დამეკარგა. ფესტივალის დასრულებისას  საერთოდ გადაკეტეს გზა და თბილისამდე მიღწევა შემოვლითი გზებით მოგვიწია (კოჯრის გზით). თანაც მთელი გზა იმის შიში გვქონდა, რომ ბენზინი გაგვითავდებოდა და მანქანაში მოგვიწევდა ღამის გათენება :დ რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ თბილისში. ჩემი აზრით,იპოდრომი საუკეთესო ადგილი იყო ოფენეარისთვის, მეგონა, რომ აქ ფესტივალის ჩატარება ტრადიციად იქცეოდა🙂

მომეწონა ასევე ფესტივალისთვის უფასო  ტრანსპორტის გამოყოფის იდეა. მაგრამ ეს იდეაც ვერ განხორციელდა სათანადოდ – კარგი იქნებოდა ავტობუსებს კონცერტის დასრულებამდე ემუშავათ. ტრანსპორტის გარდა იყო კიდევ რამდენიმე თვალშისაცემი პრობლემა: პირველი, არახალი – საპირფარეშოების სიმცირე. უზარმაზარი რიგები იყო ჩამწკრივებული არამარტო ბიოტუალეტებთან, არამედ ბართან და შესასვლელთანაც (საუბარია ფესტივალის მეორე დღეზე). ერთი ჭიქა ლუდის მოსაპოვებლად ნახევარი საათი უნდა მდგარიყავი რიგში.

ყველაზე ცუდი და სასირცხვილო  Tbilisi Open Air 2012-ზე იყო DDT-ს ზოგზოგიერთი გულანთებული ფანის საქციელი – Dub Fx-ის გამოსვლისას დედეტეს რომ გაიძახოდნენ და Dub Fx-ის “ჩამოძევებას” მოითხოვდნენ სცენიდან. აღფრთოვანებული დავრჩი Dub Fx-ით, ჩემთვის ეგ იყო ფესტივალის ჰედლაინერი🙂 სამწუხაროდ, ბევრი გამომსვლელის მოსმენა ვერ მოვახერხე, მაგრამ ვისაც მოვუსმინე, მომეწონა.

და მაინც, უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ფესტივალის პლიუსებმა გადაწონეს მინუსები. არ ვიცი, კარავი რომ მოეპარათ ჩემთვის ან ღამის გათენება მანქანაში მომეწია, რამდენად დავრჩებოდი ამ აზრზე. ვიმედოვნებ, რომ Tbilisi Open Air 2013 ბევრად უფრო კარგი იქნება.

, , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Davit Samkharadze on June 5, 2012 - 2:45 pm

    ყველაზე მეტად ბოლო პასაჟში გეთანხმები ))

    და საერთოდაც ოუფენ ეარ არასდროს არსად ყოფილა ლაქშარი თაიფ ოვ ივენთ … ასე, რომ ტუალეტის და ლუდის რიგში დგომაც თავისებური რომანტიზმის მატარებელია )) ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად არ გაუფუჭებია საერთო განწყობა )

    პლიუს საზოგადოებას რაც შეეხება ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა … 20 000 ბუხოი ჰალფროკერი ადამიანი ცოტა უფრო აგრესიულიც შეიძლება წარმოიდგინო ) …

    მაგრამ მეც გიერთდები გაბოლდებულ ნაწილში:
    ყველაზე ცუდი და სასირცხვილო Tbilisi Open Air 2012-ზე იყო DDT-ს ზოგზოგიერთი გულანთებული ფანის საქციელი_ Dub Fx-ის გამოსვლისას დედეტეს რომ გაიძახოდნენ და Dub Fx-ის “ჩამოძევებას” მოითხოვდნენ სცენიდან

    საბოლოოდ 8 აუთ ოვ 10.

    • #2 by dreamar on June 6, 2012 - 8:32 pm

      რომანტიზმზე განსხვავებული შეხედულება გვქონია :))) :დ

  2. #3 by iura on June 5, 2012 - 8:30 pm

    kargit ra dub fx- jereserti pirvelad iq misulta 99 % pivelad gaigo (an listshi naxa da youtubze moismina ramodenime veshi), da amdeni xalxis iq misvlis mizezi sworedac rom “naftalinis sunmokidebuli” DDT-a.

    • #4 by dreamar on June 5, 2012 - 8:45 pm

      გეთანხმები იურა🙂 პოსტშიც აღვნიშნე, რომ უმრავლესობა იქ დდტ-ს გამო მივიდა.

  3. #5 by Betkho Nyrstrom on June 5, 2012 - 8:51 pm

    ყველაზე ცუდი ჯგუფი იყო Dub Fx. დუხი დააგდო მაგრა და გაიწელა ვეშები უსასრულოდ ისე, რომ კინაღამ მე გავედი სცენის წინ და მეც დდტ-ს ძახილი დავიწყე )))) თუმცა გეთახმები, რომ ისინი ვინც ყვიროდნენ დდტ-ს უზრდელები იყვნენ ^^ მაგრამ მსმენელსაც გაზრდა სჭირდება. ასე რომ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. 3 წლის წინ Open Air-იც არ ვარგოდა, მაგრამ აგერ რა გააკეთეს ^^

    • #6 by dreamar on June 6, 2012 - 8:27 pm

      3 წლის წინანდელმა Open Air-მა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად თავისი მინუსებისა. ძალიან კარგად მახსენდება ეგ დრო. ალბათ იმიტომ რომ პირველი ფესტივალი იყო :დ

  4. #7 by mecmikvarkhar on June 6, 2012 - 6:25 am

    Dub FX ლაივში იყო ძალიან კარგი, იუთუბზე საერთოდ არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს და ლაივით მოვიხიბლე. დდტ-ს გამო ვიყავი ნამდვილად მოსული, თუმცა 6 საათიდან ვიყავი და ვისაც მოვუსმინე მთლიანობაში ყველა მომეწონა🙂

    • #8 by dreamar on June 6, 2012 - 8:23 pm

      მე იუთუბზეც მომწონს🙂 იგივე შემიძლია ვთქვა ფესტივალის მონაწილეებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ცოტას მოვუსმინე. იმდენი ნაცნობი იყო, შემიშალეს ხელი მუსიკის ნორმალურად მოსმენასა და აღქმაში :დ

  5. #9 by prepie on June 6, 2012 - 9:03 pm

    neta martla marto DDT edzaxat da meti araferi :s me sul win videqi da arc gineba daukliat, arc shua titis chveneba da arc chiqebis srola:\ araferis ghirsebi ar vart! unda chavlpet lela wurwumias da achiko mefaridzis repertuarshi sanam qcevis elementarul wesebs ar viswavlit!

  6. #11 by sghe700 on January 26, 2013 - 2:12 pm

    sxvatashoris mec shemovliti gzit movedi da megona ro vagvianebdi ddt 22 stze tu 23 ze iyo aghar maxsovs da umravlesoba mag droistvis movida (mec mat shoris) xalxs imito ewyina rom ddts gamosvla 1.5 saatit dagvianda … me ase vpiqrob🙂🙂🙂 da wiqebis ar vici mara nervebi mec momeshala😀

    • #12 by dreamar on January 26, 2013 - 9:51 pm

      რამდენი დრო გავიდა ოფენეარიდან :დ🙂 არც ისე ბერვი, მაგრამ მაინც :დ

  1. Tbilisi Open Air 2013 | Dreamar's Blog
  2. დაუჯერებელი ამბავი – თბილისში Placebo ჩამოდის | Dreamar's Blog
  3. Tbilisi Open Air 2015 – დღე მეოთხე | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: