რატომ აღარ წავალ ლუდის ფესტივალზე

ლუდის ფესტივალზე მისულებს, რომელიც უკვე მესამე წელია ვარდების მოედანზე იმართება, უამრავი ნაცნობი ადამიანი დაგვხვდა.  ძლივს ვიპოვეთ დასაჯდომი ადგილი. ლუდი წინა წელთან შედარებით უკეთესი იყო (არც ქაფიანი იყო და არც თბილი :)), მუსიკის ჟღერადობაზეც არ დავიწყებ ჩივილს: მერე რა რომ ძლივს ვარჩევდი რა მელოდიას უკრავდა სცენაზე გამოსული ბენდი. მუსიკალურ ფესტივალებზე ვერ გვარდება “ზვუკის” პრობლემა, ლუდის ფესტივალს ვინ დაეძებს.

ყველაზე საინტერესო იმ მომენტიდან დაიწყო, როცა დავინახე როგორ ურტყამდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი ვიღაც მოხუც კაცს. მოხუცი დაეცა, ის ბიჭი წიხლებით შედგა. თუ გულქვა ადამიანი არ ხარ, ან საერთოდ თუ ადამიანი ხარ, ასეთ დროს გულხელდაკრეფილი ვერ იჯდები და უემოციოდ ვერ უყურებ მსგავს სეცნას. დაცვა არსად ჩანდა. ჩემმა მეგობრებმა სცადეს გაეშველებინათ მოჩხუბრები, მაგრამ ამ დროს კიდევ გამოხტნენ ვიღაც ტიპები და ახლა უკვე ჩემს მეგობრებს დაუწყეს ჩხუბი. საინტერესოა, სად იყო ამ დროს დაცვა? ღონისძიების ცენტრში როცა ხდება მსგავსი რამ, გარშემო ხალხია შეკრებილი და ყვირილი და გინებაა ატეხილი, წესით დაცვას ადვილად უნდა შეემჩნია ეს ფაქტი და დროულად მოეხდინა რეაგირება. მაგრამ დაცვა სადღაც გამქრალიყო. მოხუცი კაცი კი ეგდო მაგიდის ქვეშ. საბოლოოდ რა მოუვიდა, არც ვიცი. რას შეიძლება დაბრალდეს ეს ფაქტი: დაცვის უყურადღებობას? თუ მათ არასაკმარის რაოდენობას? ის, რომ მსგავსი ივენთები საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია ჩხუბის გარეშე, ყველასთვის ცნობილია. როცა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას  აწყობ, წესით და რიგით, დაცვის საკითხს  სერიოზული ყურადღება უნდა დაუთმო.

დაცვის წარმომადგენლები რომ მოვიდნენ, იმის ნაცვლად, რომ ჩხუბის ინიციატორები დაეკავებინათ, გამშველებლებს მივარდნენ, ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს. იმ ტიპებმა კი, რომლებიც გამეტებით იქნევდნენ წიხლებსა და მუშტებს, იხელთეს დრო და სადღაც გაქრნენ, ალბათ ისევ განაგრძეს დალევა და დროის ტარება. თითქოს არაფერი მომხდარიყოს. როცა გაოცებულმა მეგობრებმა დაცვას ახსნა დაუწყეს, რომ სინამდვილეში არაფერ შუაში იყვნენ და უბრალოდ გაშველებას ცდილობდნენ, დაცვის წარმომადგენლებმა გინება და ცემა დაუწყეს. როგორც აღმოჩნდა დაცვას გოგოებთან “კაჩაობაც” მშვენივრად ცოდნიათ. საკუთარ თავზე გამოვცადე :დ ღიპიანი, მაღალი დაცვა, შუბლზე რომ აწერია რა *ლეცაა, ძალიან გაბრაზდა უკმაყოფილება რომ გამოვთქვი მათი ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით. უფრო სწორედ, მათ უფუნქციობასთან დაკავშირებით :)) საიდან მოყავთ ასეთი უვიცი, უზრდელი დაცვა, რომელიც იმის ნაცვლად, რომ წესრიგი დაამყაროს, უდანაშაულო ხალხს ცემს?! რაც შეეხება პატრულს: მოვიდა, შეგვათვალიერა და წავიდა:/

ლუდის ფესტივალზე წასვლის არანაირი სურვილი აღარ მაქვს. იმედია ოდესმე საქართველოშიც ისწავლიან როგორ უნდა ნორმალური ივენთის ორგანიზება.:/

, , , , , ,

  1. #1 by Tsotne Chikobava on July 22, 2012 - 2:09 pm

    mec shevitye am faqtis shesaxeb, nu dacvas ro intelects ver motxov eg erti mara martla magari ***eebi roa arian bazari araa. mezizgeba eg samsaxuri …
    neta camosuliyavi catch the clouds-is liveze, isiamovnebdi …. yvelanairad araqartuli idealuri situacia iyo,shoksh var gushindelis mere.
    rac sheexeba ludis festivals da mgavs greoba eventebs arc ki unda gaifiqros kacma mand casvla….

    • #2 by dreamar on July 23, 2012 - 8:48 pm

      ინტელექტზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ ის მაინც უნდა შეასრულონ რაც ევალებათ: ხალხი დაიცვან და არა ცემონ პირიქით:/

  2. #3 by christali on July 22, 2012 - 3:17 pm

    ივენთი რაც არ უნდა ორგანიზებული ოყოს სანამ ქართველი ხალხი არ მოვა გინზე არაფერი გვეშველება, ამიტომაც არ მიყვარს მსგავსი ტავშეყრის ადგილები

  3. #4 by Sgt. Pepper on July 23, 2012 - 11:48 am

    შარშანდელთან შედარებით დაცვა მართლაც მცირერიცხოვანი იყო. მაშინ რამდენიმე ჩხუბის ალაგმვა მოახრერხეს წარმატებით. ფაქტია, რომ აღნიშნული ფესტივალი იდეალურისაგან საკმაოდ შორს იყო…

  4. #5 by shaka89 on July 24, 2012 - 11:36 am

    modi ici ras getyvi yopil sabchota kavshiris qveynebs eg pupuneba kidev kai xani ar gvegirseba sheileba verc movescrot es yvelaperi tu exla dainaxe ra barbarosebis garemocvashi vcxovrobt kidev droze mogiscria zogs dgemde ar aqvs nanaxi ra xdeba da sheidzleba arc unda ro dainaxos an samagiso zrovneba ar yopnis floppys mexsierebit cxovrobs am
    qveyanaze

  5. #6 by Gurji on July 24, 2012 - 12:12 pm

    შარშან არ ვყფილვარ და პირველს და წლევანდელს შორის თითქმის არაფერი განსხვავება არ იყო
    + ლუდის დასხმა ისწავლეს (შედარევით რათქმაუნდა :დ პირველ ეფსტივალზე ჭიქის ერთი მესამედი ქაფი იყო! ნუ წელს ერთი მეოთხედი იყო)
    + ლუდი გაიაფდა :დ
    – პირველ ფესტივალზე ლუდი უკეთესი იყო (კარგი არცერთი არ იო წელს მარა აი ეფესი… ესეთი საშინელება მე არ გამისინჯავს არაფერი)

    ხალხი რაც ის დარჩა. მაგას არაფერი არ ეშველება.

    პს: ტუალეტში სად დადიოდა ხალხი? :დ რაღაც ვერ მოვკარი თვალი :დ

    • #7 by dreamar on July 25, 2012 - 8:10 am

      ბიოტუალეტები იყო :დ როგორც ყოველთვის რიგი და ანტისანიტარია :)) მაგრამ ამას არავინ ჩივის :დ

  6. #8 by ozzyka on July 24, 2012 - 12:12 pm

    საქართველოში ყველანაირი “უფასო” პონტის დედა ########## :დ:დდდდდდდ

  7. #9 by SATEVARI on July 24, 2012 - 12:31 pm

    ase rom mand ki ara art genze unda wasuliyavi

  8. #10 by journaliar on July 24, 2012 - 12:45 pm

    რა შუაშია დაცვა და ორგანიზატორები. ერია შესაცვლელი მთლიანად… ერი🙂

  9. #11 by zurriuss on July 24, 2012 - 4:43 pm

    იდეალური არაფერი არ არის – ეგ ერთი.
    რაც შენ აღნიშნე, ძალიან კარგი ქენი, რადგან უნდა გამოსწორდეს – ეგეც ორი.
    დავამატებ იმას, რომ ადგილები შარშანდელზე მეტი იყო, მაგრამ კიდევ უნდა დაემატოს.
    და, რაც მთავარია, ლუდის ფესტივალი კულტურად და ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს + ხალხიც ხამობას უნდა გადაეჩვიოს – ეს უკვე დროის საქმეა.

  10. #12 by anorther on July 25, 2012 - 5:46 am

    ხალხის შეცვლაში რას გულისხმობთ, გააჩნია. ჩხუბი ყველგან და ყოველთვის ხდება, მხოლოდ ქართული მენტალობისთვის არ არის ეს დამახასიათებელი. მით უმეტეს, როცა ასეთი ხალხმრავლობაა და ამდენი ალკოჰოლი. სხვა საკითხია, ის ვიღაცები როგორ შესდგნენ და როგორ ურტყეს სახეში წიხლები იმ მოხუც კაცს..
    აი დაცვის საკითხში ნამდვილად არის შესაცვლელი ბევრი რამ, იმ კრეტინებს გარშემომყოფთათვის მაინც ეკითხათ რამე, ავუხსნიდით სიტუაციას. ჯერ რაღა დროს მოვიდნენ და მერე როგორ იქცეოდნენ. რა თქმა უნდა, საკმაოდ არაორგანიზებული იყო ეს ფესტივალები, მაგრამ იმედია დროთა განმალობაში დაიხვეწება კულტურა

  11. #13 by ის ტიპი on July 27, 2012 - 3:28 pm

    is gogo agmochnda bozi, amitomac agar caval gogoebtan, bozebi arian😐 < satauris interpretacia

  12. #14 by ბნელო on July 28, 2012 - 5:49 am

    საერთოდ მსგავს სიტუაციებში დაცვა, პატრული და ძმანი მათნი სწორედ ასე იქცევიან ხოლმე – ანეიტრალებენ/აპატიმრებენ/აპანღურებენ ჩხუბის ყველა მონაწილეს, ვისაც მოიხელთებენ. მტყუან-მართლის გარჩევას იქ არავინ დაგიწყებს. ეს არაა მათი საქმე და არც არის მიზანშეწონილი, ტყუილად მოცდებიან საქმეს. გვიან რომ მოვიდნენ და რომ უზრდელობდნენ, ეგ მართლაც მეტყველებს მათ არაპროფესიონალიზმზე. მეც მომიწია პატარა აღელვებულ საუბარში მონაწილეობა და მყისვე დაცვის სამი წევრი შემოგვეხვია გარს. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

    • #15 by dreamar on August 13, 2012 - 9:02 am

      დაცვისგან მტყუან-მართლის გარჩევას მათგან არც მოვითხოვდი. 1)დროუილი რეაგირება უნდა მოეხდინათ. 2) დაცვამ არ უნდა ურტყას ადამიანს დუბინკები და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს, მითუმეტეს მაშინ, როცა წინააღმდეგობას არ უწევენ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეს: სრულიად უდანაშაულო ადამიანი თუ ინციდენტის ინიციატორი.

  13. #16 by gh on August 2, 2012 - 3:00 pm

    პრობლემა მართლაც ხალხშია, აი ხალხი რომ ერთად დამდგარიყო და ყველას ერთად გაეძუყნა ნახევრად ძაღლი, იმბეცილი “დაცვა” და თან ისე რომ სანამ თითოეული “მიშას დედა მო***ნ”-ს სამ-სამჯერ არ იტყოდა არ დანებებოდნენ, აი მერე კიდე შეიძლება ვიფიქროთ რომ ადეკვატურია ჩვენი ქმედებები.

  1. ლუდის ფესტივალის ბნელი და ნათელი მხარეები « მაწიბალი ბლოგი
  2. Tbilisi Open Air 2013 | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: